კარაგა
From Wikipedia, the free encyclopedia
კარაგა (ოფიციალურად - კარაგის ადმინისტრაციული რეგიონი,[2] ასევე უფრო მოკლედ ცნობილი როგორც კარაგის რეგიონი) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი. მოიცავს კუნძულ მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. კარაგის რეგიონი შეიქმნა 1995 წლის 23 თებერვალს, რესპუბლიკის N 7901-ე აქტის ხელშეკრულების შესაბამისად.[2] რეგიონი შედგება ხუთი პროვინციისგან: ჩრდილოეთი აგუსანი, სამხრეთი აგუსანი, დინაგატის კუნძულები, ჩრდილოეთი სურიგაო და სამხრეთი სურიგაო;[3] ექვსი ქალაქისგან: ბეიუგანი, ბისლიგი, ბუტუანი, კაბადბარანი, სურიგაო და ტანდაგი. რეგიონი იყოფა 67 მუნიციპალიტეტად და 1 311 ბარანგაიდ. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ბუტუანი.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ადმ. ცენტრი ...
კარაგა | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | ბუტუანი | |
შიდა დაყოფა | ჩრდილოეთი აგუსანი, სამხრეთი აგუსანი, დინაგატის კუნძულები, ჩრდილოეთი სურიგაო, სამხრეთი სურიგაო და ბუტუანი | |
კოორდინატები | 8°55′00″ ჩ. გ. 125°30′00″ ა. გ. | |
ფართობი | 21478.35 კმ² | |
მოსახლეობა | 2 804 788 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
დახურვა