![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Philippines_location_map.svg/langka-640px-Philippines_location_map.svg.png&w=640&q=50)
ბუტუანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუტუანი (ოფიციალურად ქალაქი ბუტუანი; სებ: Dakbayan sa Butuan, ტაგ: Lungsod ng Butuan) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, კარაგის რეგიონული ცენტრი. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 337 063 ადამიანია.
ბუტუანი | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
---|---|---|
კოორდინატები | 8°56′53″ ჩ. გ. 125°32′35″ ა. გ. | |
დაარსდა | 31 იანვარი, 1901 | |
ფართობი | 816.62 კმ² | |
მოსახლეობა | 372 910 (1 მაისი, 2020)[1] | |
სატელეფონო კოდი | 85 | |
საფოსტო ინდექსი | 8600 | |
ოფიციალური საიტი | http://www.butuan.gov.ph | |
| ||
1001-დან 1521 წლამდე ბუტუანი იმავე სახელწოდების სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. ამ პერიოდში ქალაქი მთელ ფილიპინების არქიპელაგზე საუკეთესი იყო ოქროსა და ნავების წარმოებაში. ბუტუანი მდებარეობს აგუსანის ველის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აგუსანის გასწვრივ. ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჩრდილოეთ აგუსანი, აღმოსავლეთიდან — სამხრეთ აგუსანი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბუტუანის ყურე ესაზღვრება.
2000 წლამდე ბუტუანი ჩრდილოეთ აგუსანის პროვინციის დედაქალაქი იყო, შემდეგ კი 8811-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად იგი კაბადბარანმა ჩაანაცვლა. სტატისტიკური და გეოგრაფიული მიზნით ბუტუანი ჩრდილოეთ აგუსანის შემადგენლობაში შეჰყავთ, თუმცა ადმინისტრაციულად დამოუკიდებლად იმართება. საკანონმდებლო თვალსაზრისით ბუტუანი პროვინციის პირველ საკონგრესო რაიონში შედის.