ფილიპინების პროვინცია From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი აგუსანი (ოფიციალურად ჩრდილოეთ აგუსანის პროვინცია; სებ. Amihanang Agusan; ტაგალ. Hilagang Agusan) ― პროვინცია კარაგის რეგიონში, ფილიპინებში. პროვინციის დედაქალაქია კაბადბარანი, თუმა არაერთი სამთავრობო ოფისი ქალაქ ბუტუანში მდებარეობს. პროვინციას ჩრდილო-დასავლეთიდან ბუტუანის ყურე ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ჩრდილოეთი სურიგაო, აღმოსავლეთიდან ― სამხრეთი სურიგაო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― სამხრეთი აგუსანი და სამხრეთ-დასავლეთიდან ― აღმოსავლეთი მისამისი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ჩრდილოეთი აგუსანი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | კაბადბარანი | ||
შიდა დაყოფა | კაბადბარანი, ბუენავისტა (ჩრდილოეთი აგუსანი), კარმენი (ჩრდილოეთი აგუსანი), ხაბონგა, კიტჩარაო, ლას-ნიევესი, მაგალიანესი (ჩრდილოეთი აგუსანი), ნასიპიტი, რემედიოს-ტ.-რომუალდესი, სანტიაგო (ჩრდილოეთი აგუსანი) და ტუბაი | ||
კოორდინატები | 9°10′00″ ჩ. გ. 125°30′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Dale Corvera | ||
დაარსდა | 17 ივნისი, 1967 | ||
ფართობი | 2730.24 კმ² | ||
მოსახლეობა | 387 503 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 85 | ||
საფოსტო ინდექსი | 8600–8611 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.agusandelnorte.gov.ph | ||
| |||
სანამ ჩრდილოეთი აგუსანი შეიქმნებოდა, ესპანური კოლონიური ხანის დროს დამოუკიდებელი, ერთიანი აგუსანი არსებობდა, რომელიც სურიგაოსა და მისამისის პროვინციის იურისდიქციის ქვეშ იყო მოქცეული. 1907 წელს ამერიკულმა მთავრობამ აგუსანი სურიგაოსგან განაცალკევა და ბუკიდნონისა და ბუტუანის ქვეპროვინციებისგან აგუსანის პროვინცია შექმნა.[2]
1914 წელს N2408 აქტის საფუძველზე ბუკიდნონის ქვეპროვინცია დამოუკიდებელი პროვინცია გახდა, ხოლო ბუტუანის ქვეპროვინციას აგუსანი ეწოდა. 1914-1920 წლებში აგუსანი და ბუკიდნონი მინდანაოსა და სულუს დეპარტამენტის შემადგენლობაში იყო.
1967 წელს, N4979 რესპუბლიკური აქტის მიხედვით აგუსანი ჩრდილოეთ და სამხრეთ აგუსანად გაიყო.[3]
2000 წლის 16 აგვისტოს, N8811 რესპუბლიკური აქტის თანახმად, პროვინციული მთავრობის ოფისი ბუტუანიდან კაბადბარანში გადაიტანეს. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი კაბადბარანია, თუმცა პროვინციული სამსახურების ნაწილი ჯერ კიდევ ბუტუანშია განლაგებული.
ჩრდილოეთი აგუსანი მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარაგის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით ბუტუანის ყურე მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ჩრდილოეთი სურიგაო, აღმოსავლეთით ― სამხრეთი სურიგაო, სამხრეთ-აღმოსავლეთით ― სამხრეთი აგუსანი და სამხრეთ-დასავლეთით ― აღმოსავლეთი მისამისი. ჩრდილოეთ აგუსანის საერთო ფართობი 2 730.24 კმ²-ია. გეოგრაფიული დანიშნულებით ბუტუანის ჩათვლის შემთხვევაში პროვინციის სახმელეთო ფართობი 3 546.86 კმ²-ს უტოლდება.
პროვინციის ცენტრალური ნაწილი ფილიპინების მასშტაბით მესა ყველაზე გრძელი მდინარის, აგუსანის, ქვემო აუზს წარმოადგენს, რომელიც ბუტუანის ყურეში ჩაედინება. შესაბამისად, მდინარის ირგვლივ მდებარე ტერიტორია დაბლობიდან ბორცვებამდე რელიეფითაა დაფარული. მთიანი რელიეფი პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილშია გავრცელებული.[2]
ფილიპინების მასშტაბით მეოთხე უდიდესი ტბა, მაინიტი ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ სურიგაოს საზღვართან მდებარეობს.[4]
ჩრდილოეთი აგუსანი 10 10 მუნიციპალიტეტსა და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს.
N8811 რესპუბლიკური აქტის თანახმად პროვინციის ოფიციალური დედაქალაქი კაბადბარანია.[5] მაღალურბანიზებული ქალაქი ბუტუანი გეოგრაფიულად პროვინციის შემადგენლობაშია, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებელია.
2020 წლის აღწერით ჩრდილოეთ აგუსანის მოსახლეობა 387 503 ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით იგი ფილიპინების პროვინციებს შორის 64-ე ადგილზეა. პროვინციის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 140 ადამიანია 1 კმ²-ზე.
გეოგრაფიული დანიშნულებით მაღალურბანიზებული ქალაქის, ბუტუანის, ჩათვლის შემთხვევაში პროვინციის მოსახლეობა 691 566 ადამიანს აღწევს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 195 ადამიანი 1 კმ²-ზე.
ბუტუანის დიოცეზის 2013 წლის მოხსენების მიხედვით პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიას კათოლიციზმი წარმოადგენს. ამ რელიგიას მოსახლეობის 71% მისდევს. მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიის მიმდევრები შეადგენენ. ამ რელიგიას პროვინციის მოსახლეობის 10% მისდევს. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ძირითადად ქრისტიანობისა და ისლამის სხვა მიმდინარეობების აღმსარებელია.
ჩრდილოეთ აგუსანის პროვინციის ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. მთავარ მოსავალს ბრინჯი, სიმინდი, ქოქოსი, აბაკა, მანგო და ბანანი წარმოადგენს. პროვინციაში მოჰყავთ ანანასი, ყავა, ბოსტნეული, მანიოკი და დურიო.[6] 2012 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის 34.67% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
ჩრდილოეთ აგუსანის 10 მუნიციპალიტეტი და 1 შემადგენელი ქალაქი, მაღალურბანიზებულ ქალაქ ბუტუანთან ერთად ორ წარმომადგენლობით ოლქშია გაერთიანებული. პირველ წარმომადგენლობით ოლქში ბუტუანი და ლას-ნიევესის მუნიციპალიტეტია გაერთიანებული. 2022 წლისთვის ოლქის წარმომადგენელი ხოსე ს. აკინო II-ა. მეორე წარმომადგენლობით ოლქში ქალაქი კაბადბარანი, ბუენვასიტის, კარმენის, ხაბონგის, კიტჩარაოს, მაგალიანესის, ნასიპიტის, რემედიოსის, ტ. რომუალდესის, სანტიაგოსა და ტუბაის მუნიციპალიტეტებია გაერთიანებული. 2022 წლისთვის მეორე ოლქის წარმოამდგენელი დალე ბ. კორვერაა.[7]
კაბადბარანისა და კარმენის, ბუენავისტისა და ნასიპიტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ბევრი პლაჟია. პროვინციის ერთ-ერთი უმაღლესი მთა, ილონგ-ილონგი, კაბადბარანში მდებარეობს. პონგკაის (მლოცველთა მთა) მთიდან ვიზიტორებს კაბადბარანის პანორა ეშლებათ თვალწინ. მინდანაოს მასშტაბით უგრძესი და ფილიპინებში სიგრძით მესამე მდინარე, აგუსანი, ბუტუანის ყურეში ჩაედინება. აგუსანის ხეობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მაიაპაის ზეგანი მდებარეობს. პროვინციის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ანტიკური ხანის ბალანგაის ტიპის ნავები, რომლებიც ბუტუანშია აღმოჩენილი. ბალანგაებმა დიდი როლი ითამაშა ბუტუანის საპორტო ქალაქად ჩამოყალიბებაში და ქალაქის სიმბოლო გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.