ბისლიგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბისლიგი (ოფიციალურად ქალაქი ბისლიგი) — მესამე კლასის ქალაქი სამხრეთ სურიგაოს პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 94 535 ადამიანს შეადგენს.[2] მოსახლეობის რაოდენობით ბისლიგი უდიდესი ქალაქია სამხრეთ სურიგაოს პროვიცნიის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კოორდინატები ...
ბისლიგი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 8°12′48″ ჩ. გ. 126°18′58″ ა. გ. |
დაარსდა | 1921 |
ფართობი | 331.80 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 71 მეტრი |
მოსახლეობა | 99 290 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 86 |
საფოსტო ინდექსი | 8311 |
ოფიციალური საიტი | http://www.bislig.gov.ph/ |
დახურვა
ქალაქის საქმიან ნაწილს, მანგაგოის ბარანგაის ხშირად უწოდებენ „პატარა ქალაქი ქალაქის ფარგლებში“. მანგაგოი ბისლიგის სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია, სადაც 32 464 ადამიანი ცხოვრობს. იგი ქალაქის უდიდესი ბარანგაია, ხოლო პროვინციის მასშტაბით ყველაზე დიდი ბარიოა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
2000 წელს 8804-ე რესპუბლიკური აქტის თანახმად ბისლიგს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3] ბისლიგი ფილიპინებში ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია.