From Wikipedia, the free encyclopedia
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, შემოკლებით ითო (OIC; არაბ. منظمة التعاون الإسلامي) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1969 წელს, შედგება 57 წევრი ქვეყნისგან. ორგანიზაცია თვითგანსაზღვრებით არის „მუსლიმური სამყაროს კოლექტიური ხმა, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და ჰარმონიის დამყარების სულისკვეთებით მუსლიმური სამყაროს ინტერესებს იცავს“.[1]
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია | |
---|---|
| |
დევიზი | „დავიცვათ მუსლიმთა ინტერესები და უზრუნველვყოთ მათი პროგრესი და კეთილდღეობა“ |
შეიქმნა | 25 სექტემბერი, 1969 |
ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია, intergovernmental organization და Terrorist organization |
წევრები | 57 წევრი სახელმწიფო |
ქვეყანა | საუდის არაბეთი |
თავმჯდომარე | Hissein Brahim Sem Taha |
წევრი ქვეყნები დამკვირვებელი ქვეყნები წევრობა შეჩერებული ქვეყნები | |
http://www.oic-oci.org/ |
ითო-ს მუდმივი დელეგაციები ჰყავს გაეროსა და ევროკავშირში. ორგანიზაციის ოფიციალური ენებია: არაბული, ფრანგული და ინგლისური.
ორგანიზაციის მიზანია ისლამური სოციალური და ეკონომიკური ღირებულებების შენარჩუნება; სოლიდარობის გაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის; სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ სივრცეებში თანამშრომლობის გაზრდა; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა და განათლების დონის ამაღლება, კერძოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით.[1]
ითო-ს ემბლემაზე გამოსახულია სამი ძირითადი ელემენტი, რომლებიც ორგანიზაციის ხედვასა და მიზნებს განსაზღვრავენ, ესენია: ქააბა, გლობუსი და ნახევარმთვარე.
1990 წლის 5 აგვისტოს ორგანიზაციამ მიიღო ისლამში ადამიანთა უფლებათა კაიროს დეკლარაცია, როგორც სახელმძღვანელო წევრი ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დეკლარაცია შესაბასობაში მოდის შარიათთან და ყურანის სამართალთან.[2]
2008 წლის მარტში ითო-მ თავისი წესდების ოფიციალური რევიზია ჩაატარა. შესწორებული წესდება ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის გაზრდას წევრ სახელმწიფოებში. ამასთანავე ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.[3]
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია 57 სახელმწიფო. მათ შორის 56, პალესტინის გარდა, გაეროს წევრი სახელმწიფოცაა.
2018 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის საერთო რიცხვი 1.9 მილიარდს აღემატება.
1999 წელს ირანში ითო-ს წევრ სახელმწიფოთა საპარლამენტო გაერთიანება დაარსდა, რომლიც შტაბ-ბინაც თეირანში მდებარეობს. გაერთიანების წევრობის უფლება მხოლოდ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ.
ისლამი ინდუიზმის შემდეგ მეორე უდიდესი რელიგიაა ინდოეთში. ქვეყანაში მუსლიმა პროცენტული რაოდენობა 15%-ს შეადგენს,[5][6][7] რითაც მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნების შემდეგ ამ მონაცემით ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ითო-ში გაწევრიანებას ხელს უშლის დაძაბული ურთიერთობა პაკისტანთან, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მსოფლიოში მუსლიმთა 11% ინდოეთში ცხოვრობს, ქვეყანა აქტიურად მოითხოვს ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუმცა პაკისტანი ამის წინააღმდეგია.[8][9]
ითო შედგება შემდეგი სტრუქტურებისგან:
ისლამური სამიტი ორგანიზაციის უმსხვილესი შეკრებაა, რომელსაც ითო-ს წევრი სახელმწიფოების მესვეურები ესწრებიან. შეკრება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. სამიტზე იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იძლევიან მითითებებს ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისთვის და განიხილავენ წევრ ქვეყნებში არსებულ პრობლემებს.
საგარეო საქმეთა ისლამური კონფერენცია ტარდება წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ და ანგარიში წარადგინონ ისლამური სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.
გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ ხუთი წლის ვადით ინიშნება. მდივანი წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭების საფუძველზე, საქმიანობის, კომპეტენციის და გამოცდილების გათვალისწინებით ირჩევა.[10]
მუდმივი სამდივნო ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარეობს. სამდივნოს ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურების გადაწყვეტილებათა აღსრულება ევალება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.