From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის ასოციაციის თასი იგივე ფა თასი (ინგლ. The Football Association Challenge Cup, შემოკლებით FA Cup) — ყოველწლიური სათასო შეჯიბრება ინგლისის საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია. გათამაშება პირველად გაიმართა 1871-72 სეზონში და ის არის მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირი.[1] ოფიციალური სახელი მომიდნარეობს ფეხბურთის ასოციიდან (The FA). 2015 წლიდან ასევე ეწოდება მთავარი სპინსორის სახელიც ემირეიტსის ფა თას. პარალელურად იმართება ქალთა ტურნირი ინგლისის ასოციაციის ქალთა თასი.
დაარსდა | 1871 |
---|---|
რეგიონი | ინგლისი |
გუნდების რაოდენობა | 736 (2016–17) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „არსენალი“ (13-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | მანჩესტერ იუნაიტედი |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ ინგლისურ კლუბს შეუძლია ათივე ტურნირიდან - 92 პროფესიული საფეხბურთო კლუბი პრემიერლიგა (1 დონე) და ინგლისის საფეხბურთო ლიგა (2-4 დონე) და რამდენიმე ასეული არალიგის წევრი კლუბი.[2] 2011-2012 სეზონში რეკორდული რაოდენობის 763 კლუბი ჩაერთო შეჯიბრში. ტურნირი შედგება 12 რაუნდისგან, რასაც მოყვება ნახევარფინალი და ფინალი. ტურნირში ჩართული გუნდები წაგებისთანავე ემშვიდობებიან შეჯიბრს, მოგვიანებით უკვე ფა თასზე ერთვებიან რანგით მაღალი დონის კლუბები.
პირველი ექვსი რაუნდი საკვალიფიკაციოა, საიდანაც 32 გადადის შემდეგ ეტაპზე, რასაც ემატება 48 პროფესიული საფეხბურთო კლუბი პირველი და მეორე ლიგიდან, სულ ბოლოს კი კლუბები პრემიერლიგიდან და ჩემპიონშიფიდან.[2] თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ერთხელ მოხვდა არალიგის წევრი მეოთხედ ფინალში, დაბალი დონის გუნდი ფინალში ვერასდროს გასულა. ტურნირზე მთელ აქცენტებს აკეთებენ პატარა კლუბები, რადგან შორს გავიდნენ, "გრანდებთან" შეხვედრა მათთვის ფინანსური მოგებისთის ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა რომ მათ ისინი დაამარცხონ.
გამარჯვებულს გადაეცემა თასი, თაისის დიზაინი რამდენიმეჯერ შეიცვალა, უკანასკნელად 2014 წელს, განახლებული ვერსია დაეყრდნო 1911 წლის მოდელს. გამარჯვებული კვალიფიკაციას გადის ინგლისის სუპერთასზე და უეფა-ს ევროპა ლიგაზე. 2019 ფინალში მანჩესტერ სიტიმ დაამარცხა უოტფორდი (6-0). არსენალი ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია (13 მოგება). არსენ ვენგერი ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელია, მან ლონდონის არსენალს 7 ტიტული მოუპოვა.
1863 წელს ახლად დაარსებულმა ფეხბურთის ასოციაციმა გამოაქვეყნა წესები, ეს იყო მანამდე არსებული წესების გაერთიანება. 1871 წლის 20 ივლისს გაზეთ The Sportsman-ის ოფისში კრის უილიამ ალკოკიმ ასოციაციის კომიტეტს შესთავაზა, რომ სასურველი იყო შექმნილიყო ასოციაციის შეჯიბრი, რომელშიც ყველა კლუბი ჩაერთვებოდა. პირველი შეჯიბრი დაიწყო 1871 წლის ნოემბერში, ყველა 13 თამაშის ჩატარების შემდეგ გამარჯვებული 1872 წლის 16 მარტს გამოვლინდა. გამარჯვებულმა უონდერერსიმ ტიტული შემდეგ წელსაც შეინარჩუნა. თასისთვის შემდგომი პერიოდი იწყება 1888–89 სეზონიდან, როდესაც იქმნება საკვალიფიკაციო რაუნდები.[3]
1914-1915 სეზონის შემდგომ გათამაშება შეწყდა პირველი მსოფლიო ომის გამო, აღდგა 1919-1920 წლების სეზონში. 1923 წლის ფინალი ასევე ცნობილია, როგორც "თეთრი ცხენის ფინალი", თამაში პირველად გაიმართა ახლად აშენებულ უემბლის სტადიონზე (იმ პერიოდში ეძახდნენ იმპერიის სტადიონი). 1927 წლის ფინალზე პირველად გაჟღერდა სიმღერა "Abide with Me", შემდგომში მატჩის წინ ტრადიციად იქცა ამ ჰიმნის შესრულება.[4] მეორე მსოფლიო ომის გამო 1938-39 სეზონი შეწყდა და 1945-1946 წლამდე არ განახლებულა. ტურნირის ასი წლისთავი იზეიმეს 1980-1981 სეზონში (ომის პერიოდში გამოტოვებული სეზონების გამო); რიკარდო ვილას გოლი მიიჩნეს ფა თასის ფინალში გასულ საუკეთესო გოლად, მოგვიანებით შეცვალა სტივენ ჯერარდის გოლმა.[5]
2000 წელს მიღებული წესებით ნახევარფინალი და ფინალი ერთმატჩიანია, ფრის შემთხვევაში ინიშნება პენალტები. უემბლის სტადიონზე სარემონტო სამუშაობის გამო 2001-2006 წლებში თასის ფინალებს უმასპინძლა კარდიფის მილენიუმის სტადიონმა. უემბლიზე ფინალები დაბრუნდა 2007 წლიდან, რასაც 2008 წლიდან ნახევაფინალის მატჩებიც მოყვა.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ათივე ინგლისის საფეხბურთო სისტემაში მოასპარეზე კლუბს, პრმიერლიგის და სხვა ტურნირების მონაწილეები ავტომატურად დაიშვებიან. არალიგის კლუბებსაც აქვთ ტურნიში ჩართვის შესაძლებლობა, მხოლოდ იმ პირობით თუ მათ წინა სეზონში მონაწილეობა მიიღეს ფა თასზე, ფა ტროფიზე ან ფა უეიზში. მაგალითად ახლად შექმნილი იუნაიტედ ოფ მანჩესტერი 2005-2006 სეზონში და ასვე 2006-2007 წლებში ვერ მონაწილეობდა. ფა თასზე ჩართვის მთავარი კრიტერიუმია სტადიონის ხარისხი, ის შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ძალიან იშვიათია, რომ ტოპკლუბმა ეს ტურნირი გამოტოვოს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები ყოფილა. 1999-2000 წლების სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა უარი განაცხადა მონაწილეობააზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო მათ თამაშები უწევდათ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკაში. კლუბმა განაცხადა, რომ ორივე ტურნირზე გადატვირთული კალენდარი ჰქონდათ, რის გამოც გართულდებოდა პრემიერლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, ხოლო მეორე შემადგენლობის გაყვანა ფა თასზე არ სურდათ. ტურნირში არ მონაწილეობით იუნაიტედმა ორი კვირა დაისვენა, მათ შეძლეს პრემიერლიგის მოგება, მაგრამ მსოფლიო საკლუბო ჩემპონატიდან გამოვარდნენ. მიუხედავად ამისა, მანჩესტერ იუნაიტედის საქციელს აკრიტიკებდნენ, რადგან ამით ტურნირის პრესტიჟი დასუსტდა, მოგვიანებით ალექს ფერგიუსონმა აღიარა რომ ეს არასწორი იყო.[6][7][8]
უელსურ მხარეს უფლება აქვს ტურნირში ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, რომ უელსის ლიგა არსებობს. უელსური გუნდები, რომლებიც ტურნირში იღებენ მონაწილეობას: კარდიფ სიტი (ერთადერთი არაინგლისელი გამარჯვებული 1927 წელს), სუონსი სიტი, ნიუპორტ ქაუნთი, რეკსემი და მერტინ ტაუნი. ადრეულ წლებში მონაწილეობას იღებდნენ სხვა გუნდებიც უელსიდან, ირლანდიიდან და შოტლანდიიდან, გლაზგოურმა ქუინზ პარკი ორჯერ დამარცხდა ფინალში ბლეკბერნ როვერსთან 1884 და 1885 წლებში, სანამ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია არ აკრძალავდა ისინი ტურნირზე გამოდიოდნენ. 2013-14 სეზონში მონაწილეობდა ნორმანდიის კუნძულების გერნზი.[9]
ბოლო წლებში მონაწილეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2004-05 წლებში მონაწილეობდა 660 კლუბი, რითაც ტურნირის 1921-22 წლების სეზონის რეკორდი გაუმჯობესდა, მაშინ 656 მონაწილე იყო. 2005–06-ში გაიზარდა 687-ნდე, 2007-08-ში 731-მდე, ხოლო 2008-09 და 2009-10 წლებში 762-მდე.[10] შემდგომ წლებში ეს რიცხვი სტაბილურად მერყეობს 2010-11 წლები 759 კლუბი, 2011-12 წლები 763 (ახალი რეკორდი), 2012-13 სეზონი 758 მონაწილე, 2013-14 და 2014-15 წლები 736. შედარებისთვის ინგლისის სხვა თასების, ლიგის თასის, პრემიერლიგის და ფეხბურთის ლიგის მონაწილეთა რაოდენობა არის 92.
სეზონი | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული | ||
---|---|---|---|---|---|
1871–72 | უონდერერსი (1) | 1–0 | Royal Engineers | ||
1872–73 | უონდერერსი (2) | 2–0 | ოქსფორდის უნივერსიტეტი | ||
1873–74 | ოქსფორდის უნივერსიტეტი (1) | 2–0 | Royal Engineers | ||
1874–75 | Royal Engineers (1) | 1–1; 2–0 | Old Etonians | ||
1875–76 | უონდერერსი (3) | 1–1; 3–0 | Old Etonians | ||
1876–77 | უონდერერსი (4) | 2–1 დ.დ | ოქსფორდის უნივერსიტეტი | ||
1877–78 | უონდერერსი (5) | 3–1 | Royal Engineers | ||
1878–79 | Old Etonians (1) | 1–0 | კლეპჰემ როვერსი | ||
1879–80 | კლეპჰემ როვერსი (1) | 1–0 | ოქსფორდის უნივერსიტეტი | ||
1880–81 | Old Carthusians (1) | 3–0 | Old Etonians | ||
1881–82 | Old Etonians (2) | 1–0 | ბლეკბერნ როვერსი | ||
1882–83 | ბლეკბერნ ოლიმპიკი (1) | 2–1 დ.დ | Old Etonians | ||
1883–84 | ბლეკბერნ როვერსი (1) | 2–1 | ქუინზ პარკი | ||
1884–85 | ბლეკბერნ როვერსი (2) | 2–0 | ქუინზ პარკი | ||
1885–86 | ბლეკბერნ როვერსი (3) | 0–0; 2–0 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | ||
1886–87 | ასტონ ვილა (1) | 2–0 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | ||
1887–88 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (1) | 2–1 | პრესტონ ნორთ ენდი | ||
1888–89 | პრესტონ ნორთ ენდი (1) | 3–0 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ||
1889–90 | ბლეკბერნ როვერსი (4) | 6–1 | შეფილდ უენსდეი | ||
1890–91 | ბლეკბერნ როვერსი (5) | 3–1 | ნოტს ქაუნთი | ||
1891–92 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (2) | 3–0 | ასტონ ვილა | ||
1892–93 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი (1) | 1–0 | ევერტონი | ||
1893–94 | ნოტს ქაუნთი (1) | 4–1 | ბოლტონ უონდერერსი | ||
1894–95 | ასტონ ვილა (2) | 1–0 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | ||
1895–96 | შეფილდ უენსდეი (1) | 2–1 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ||
1896–97 | ასტონ ვილა (3) | 3–2 | ევერტონი | ||
1897–98 | ნოტინგემ ფორესტი (1) | 3–1 | დერბი ქაუნთი | ||
1898–99 | შეფილდ იუნაიტედი (1) | 4–1 | დერბი ქაუნთი | ||
1899–1900 | ბერი (1) | 4–0 | საუთჰემპტონი | ||
1900–01 | ტოტენჰემ ჰოტსპური (1) | 2–2; 3–1 | შეფილდ იუნაიტედი | ||
1901–02 | შეფილდ იუნაიტედი (2) | 1–1; 2–1 | საუთჰემპტონი | ||
1902–03 | ბერი (2) | 6–0 | დერბი ქაუნთი | ||
1903–04 | მანჩესტერ სიტი (1) | 1–0 | ბოლტონ უონდერერსი | ||
1904–05 | ასტონ ვილა (4) | 2–0 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1905–06 | ევერტონი (1) | 1–0 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1906–07 | შეფილდ უენსდეი (2) | 2–1 | ევერტონი | ||
1907–08 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი (2) | 3–1 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1908–09 | მანჩესტერ იუნაიტედი (1) | 1–0 | ბრისტოლ სიტი | ||
1909–10 | ნიუკასლ იუნაიტედი (1) | 1–1; 2–0 | ბარნსლი | ||
1910–11 | ბრედფორდ სიტი (1) | 0–0; 1–0 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1911–12 | ბარნსლი (1) | 0–0; 1–0 დ.დ | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | ||
1912–13 | ასტონ ვილა (5) | 1–0 | სანდერლენდი | ||
1913–14 | ბარნლი (1) | 1–0 | ლივერპული | ||
1914–15 | შეფილდ იუნაიტედი (3) | 3–0 | ჩელსი | ||
1915/16–1918/19 | არ გათამაშდა პირველი მსოფლიო ომის გამო | ||||
1919–20 | ასტონ ვილა (6) | 1–0 დ.დ | ჰადერზფილდ თაუნი | ||
1920–21 | ტოტენჰემ ჰოტსპური (2) | 1–0 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ||
1921–22 | ჰადერზფილდ თაუნი (1) | 1–0 | პრესტონ ნორთ ენდი | ||
1922–23 | ბოლტონ უონდერერსი (1) | 2–0 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
1923–24 | ნიუკასლ იუნაიტედი (2) | 2–0 | ასტონ ვილა | ||
1924–25 | შეფილდ იუნაიტედი (4) | 1–0 | კარდიფ სიტი | ||
1925–26 | ბოლტონ უონდერერსი (2) | 1–0 | მანჩესტერ სიტი | ||
1926–27 | კარდიფ სიტი (1) | 1–0 | არსენალი | ||
1927–28 | ბლეკბერნ როვერსი (6) | 3–1 | ჰადერზფილდ თაუნი | ||
1928–29 | ბოლტონ უონდერერსი (3) | 2–0 | პორტსმუთი | ||
1929–30 | არსენალი (1) | 2–0 | ჰადერზფილდ თაუნი | ||
1930–31 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (3) | 2–1 | ბირმინგემ სიტი | ||
1931–32 | ნიუკასლ იუნაიტედი (3) | 2–1 | არსენალი | ||
1932–33 | ევერტონი (2) | 3–0 | მანჩესტერ სიტი | ||
1933–34 | მანჩესტერ სიტი (2) | 2–1 | პორტსმუთი | ||
1934–35 | შეფილდ უენსდეი (3) | 4–2 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | ||
1935–36 | არსენალი (2) | 1–0 | შეფილდ იუნაიტედი | ||
1936–37 | სანდერლენდი (1) | 3–1 | პრესტონ ნორთ ენდი | ||
1937–38 | პრესტონ ნორთ ენდი (2) | 1–0 დ.დ | ჰადერზფილდ თაუნი | ||
1938–39 | პორტსმუთი (1) | 4–1 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ||
1939–40 | გათამაშება შეწყდა 1939 წელს | ||||
1940/41–1944/45 | არ გათამაშდა მეორე მსოფლიო ომის გამო | ||||
1945–46 | დერბი ქაუნთი (1) | 4–1 დ.დ | ჩარლტონ ათლეტიკი | ||
1946–47 | ჩარლტონ ათლეტიკი (1) | 1–0 დ.დ | ბარნლი | ||
1947–48 | მანჩესტერ იუნაიტედი (2) | 4–2 | ბლეკპული | ||
1948–49 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი (3) | 3–1 | ლესტერ სიტი | ||
1949–50 | არსენალი (3) | 2–0 | ლივერპული | ||
1950–51 | ნიუკასლ იუნაიტედი (4) | 2–0 | ბლეკპული | ||
1951–52 | ნიუკასლ იუნაიტედი (5) | 1–0 | არსენალი | ||
1952–53 | ბლეკპული (1) | 4–3 | ბოლტონ უონდერერსი | ||
1953–54 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (4) | 3–2 | პრესტონ ნორთ ენდი | ||
1954–55 | ნიუკასლ იუნაიტედი (6) | 3–1 | მანჩესტერ სიტი | ||
1955–56 | მანჩესტერ სიტი (3) | 3–1 | ბირმინგემ სიტი | ||
1956–57 | ასტონ ვილა (7) | 2–1 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
1957–58 | ბოლტონ უონდერერსი (4) | 2–0 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
1958–59 | ნოტინგემ ფორესტი (2) | 2–1 | ლუტონ თაუნი | ||
1959–60 | ვულვერჰემპტონ უონდერერსი (4) | 3–0 | ბლეკბერნ როვერსი | ||
1960–61 | ტოტენჰემ ჰოტსპური (3) | 2–0 | ლესტერ სიტი | ||
1961–62 | ტოტენჰემ ჰოტსპური (4) | 3–1 | ბარნლი | ||
1962–63 | მანჩესტერ იუნაიტედი (3) | 3–1 | ლესტერ სიტი | ||
1963–64 | ვესტ ჰემ იუნაიტედი (1) | 3–2 | პრესტონ ნორთ ენდი | ||
1964–65 | ლივერპული (1) | 2–1 დ.დ | ლიდზ იუნაიტედი | ||
1965–66 | ევერტონი (3) | 3–2 | შეფილდ უენსდეი | ||
1966–67 | ტოტენჰემ ჰოტსპური (5) | 2–1 | ჩელსი | ||
1967–68 | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (5) | 1–0 დ.დ | ევერტონი | ||
1968–69 | მანჩესტერ სიტი (4) | 1–0 | ლესტერ სიტი | ||
1969–70 | ჩელსი (1) | 2–2; 2–1 დ.დ | ლიდზ იუნაიტედი | ||
1970–71 | არსენალი (4) | 2–1 დ.დ | ლივერპული | ||
1971–72 | ლიდზ იუნაიტედი (1) | 1–0 | არსენალი | ||
1972–73 | სანდერლენდი (2) | 1–0 | ლიდზ იუნაიტედი | ||
1973–74 | ლივერპული (2) | 3–0 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1974–75 | ვესტ ჰემ იუნაიტედი (2) | 2–0 | ფულემი | ||
1975–76 | საუთჰემპტონი (1) | 1–0 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
1976–77 | მანჩესტერ იუნაიტედი (4) | 2–1 | ლივერპული | ||
1977–78 | იფსუიჩ თაუნი (1) | 1–0 | არსენალი | ||
1978–79 | არსენალი (5) | 3–2 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
1979–80 | ვესტ ჰემ იუნაიტედი (3) | 1–0 | არსენალი | ||
1980–81 | ტოტენჰემ ჰოტსპური (6) | 1–1; 3–2 | მანჩესტერ სიტი | ||
1981–82 | ტოტენჰემ ჰოტსპური (7) | 1–1 დ.დ; 1–0 | ქუინზ პარკ რეინჯერსი | ||
1982–83 | მანჩესტერ იუნაიტედი (5) | 2–2; 4–0 | ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი | ||
1983–84 | ევერტონი (4) | 2–0 | უოტფორდი | ||
1984–85 | მანჩესტერ იუნაიტედი (6) | 1–0 დ.დ | ევერტონი | ||
1985–86 | ლივერპული (3) | 3–1 | ევერტონი | ||
1986–87 | ქოვენტრი სიტი (1) | 3–2 დ.დ | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
1987–88 | უიმბლდონი (1) | 1–0 | ლივერპული | ||
1988–89 | ლივერპული (4) | 3–2 დ.დ | ევერტონი | ||
1989–90 | მანჩესტერ იუნაიტედი (7) | 3–3 დ.დ; 1–0 | კრისტალ პალასი | ||
1990–91 | ტოტენჰემ ჰოტსპური (8) | 2–1 დ.დ | ნოტინგემ ფორესტი | ||
1991–92 | ლივერპული (5) | 2–0 | სანდერლენდი | ||
1992–93 | არსენალი (6) | 1–1; 2–1 დ.დ | შეფილდ უენსდეი | ||
1993–94 | მანჩესტერ იუნაიტედი (8) | 4–0 | ჩელსი | ||
1994–95 | ევერტონი (5) | 1–0 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
1995–96 | მანჩესტერ იუნაიტედი (9) | 1–0 | ლივერპული | ||
1996–97 | ჩელსი (2) | 2–0 | მიდლზბრო | ||
1997–98 | არსენალი (7) | 2–0 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1998–99 | მანჩესტერ იუნაიტედი (10) | 2–0 | ნიუკასლ იუნაიტედი | ||
1999–2000 | ჩელსი (3) | 1–0 | ასტონ ვილა | ||
2000–01 | ლივერპული (6) | 2–1 | არსენალი | ||
2001–02 | არსენალი (8) | 2–0 | ჩელსი | ||
2002–03 | არსენალი (9) | 1–0 | საუთჰემპტონი | ||
2003–04 | მანჩესტერ იუნაიტედი (11) | 3–0 | მილუოლი | ||
2004–05 | არსენალი (10) | 0–0 დ.დ; პენ.5–4 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2005–06 | ლივერპული (7) | 3–3 დ.დ; პენ.3–1 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
2006–07 | ჩელსი (4) | 1–0 დ.დ | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2007–08 | პორტსმუთი (2) | 1–0 | კარდიფ სიტი | ||
2008–09 | ჩელსი (5) | 2–1 | ევერტონი | ||
2009–10 | ჩელსი (6) | 1–0 | პორტსმუთი | ||
2010–11 | მანჩესტერ სიტი (5) | 1–0 | სტოკ სიტი | ||
2011–12 | ჩელსი (7) | 2–1 | ლივერპული | ||
2012–13 | უიგან ათლეტიკი (1) | 1–0 | მანჩესტერ სიტი | ||
2013–14 | არსენალი (11) | 3–2 დ.დ | ჰალ სიტი | ||
2014–15 | არსენალი (12) | 4–0 | ასტონ ვილა | ||
2015–16 | მანჩესტერ იუნაიტედი (12) | 2–1 დ.დ | კრისტალ პალასი | ||
2016–17 | არსენალი (13) | 2–1 | ჩელსი | ||
2017–18 | ჩელსი (8) | 1–0 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2018–19 | მანჩესტერ სიტი (6) | 6–0 | უოტფორდი | ||
2019–20 | არსენალი (14) | 2–1 | ჩელსი | ||
2020–21 | ლესტერი (1) | 1–0 | ჩელსი | ||
2021–22 | ლივერპული (8) | 0–0 | ჩელსი | ||
2022–23 | მანჩესტერ სიტი (7) | 2–1 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
2023–24 | მანჩესტერ იუნაიტედი (13) | 0–0 დ.დ; პენ.6–5 | მანჩესტერ სიტი |
კლუბი | გამარჯვებული | ფინალისტი | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|---|---|
არსენალი | 14 | 7 | 1930, 1936, 1950, 1971, 1979, 1993, 1998, 2002, 2003, 2005, 2014, 2015, 2017, 2020 | 1927, 1932, 1952, 1972, 1978, 1980, 2001 |
მანჩესტერ იუნაიტედი | 13 | 9 | 1909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004, 2016, 2024 | 1957, 1958, 1976, 1979, 1995, 2005, 2007, 2018, 2023 |
ჩელსი | 8 | 8 | 1970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010, 2012, 2018 | 1915, 1967, 1994, 2002, 2017, 2020, 2021, 2022 |
ლივერპული | 8 | 7 | 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006, 2022 | 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996, 2012 |
ტოტენჰემ ჰოტსპური | 8 | 1 | 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991 | 1987 |
მანჩესტერ სიტი | 7 | 6 | 1904, 1934, 1956, 1969, 2011, 2019, 2023 | 1926, 1933, 1955, 1981, 2013, 2024 |
ასტონ ვილა | 7 | 4 | 1887, 1895, 1897, 1905, 1913, 1920, 1957 | 1892, 1924, 2000, 2015 |
ნიუკასლ იუნაიტედი | 6 | 7 | 1910, 1924, 1932, 1951, 1952, 1955 | 1905, 1906, 1908, 1911, 1974, 1998, 1999 |
ბლეკბერნ როვერსი | 6 | 2 | 1884, 1885, 1886, 1890, 1891, 1928 | 1882, 1960 |
ევერტონი | 5 | 8 | 1906, 1933, 1966, 1984, 1995 | 1893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009 |
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | 5 | 5 | 1888, 1892, 1931, 1954, 1968 | 1886, 1887, 1895, 1912, 1935 |
უონდერერსი | 5 | 0 | 1872, 1873, 1876, 1877, 1878 | |
ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 4 | 4 | 1893, 1908, 1949, 1960 | 1889, 1896, 1921, 1939 |
ბოლტონ უონდერერსი | 4 | 3 | 1923, 1926, 1929, 1958 | 1894, 1904, 1953 |
შეფილდ იუნაიტედი | 4 | 2 | 1899, 1902, 1915, 1925 | 1901, 1936 |
შეფილდ უენსდეი | 3 | 3 | 1896, 1907, 1935 | 1890, 1966, 1993 |
ვესტ ჰემ იუნაიტედი | 3 | 2 | 1964, 1975, 1980 | 1923, 2006 |
პრესტონ ნორთ ენდი | 2 | 5 | 1889, 1938 | 1888, 1922, 1937, 1954, 1964 |
Old Etonians | 2 | 4 | 1879, 1882 | 1875, 1876, 1881, 1883 |
პორტსმუთი | 2 | 3 | 1939, 2008 | 1929, 1934, 2010 |
სანდერლენდი | 2 | 2 | 1937, 1973 | 1913, 1992 |
ნოტინგემ ფორესტი | 2 | 1 | 1898, 1959 | 1991 |
ბერი | 2 | 0 | 1900, 1903 | |
ლესტერ სიტი | 1 | 4 | 2021 | 1949, 1961, 1963, 1969 |
ჰადერზფილდ თაუნი | 1 | 4 | 1922 | 1920, 1928, 1930, 1938 |
ოქსფორდის უნივერსიტეტი | 1 | 3 | 1874 | 1873, 1877, 1880 |
Royal Engineers | 1 | 3 | 1875 | 1872, 1874, 1878 |
დერბი ქაუნთი | 1 | 3 | 1946 | 1898, 1899, 1903 |
ლიდზ იუნაიტედი | 1 | 3 | 1972 | 1965, 1970, 1973 |
საუთჰემპტონი | 1 | 3 | 1976 | 1900, 1902, 2003 |
ბარნლი | 1 | 2 | 1914 | 1947, 1962 |
კარდიფ სიტი | 1 | 2 | 1927 | 1925, 2008 |
ბლეკპული | 1 | 2 | 1953 | 1948, 1951 |
კლეპჰემ როვერსი | 1 | 1 | 1880 | 1879 |
ნოტს ქაუნთი | 1 | 1 | 1894 | 1891 |
ბარნსლი | 1 | 1 | 1912 | 1910 |
ჩარლტონ ათლეტიკი | 1 | 1 | 1947 | 1946 |
Old Carthusians | 1 | 0 | 1881 | |
ბლეკბერნ ოლიმპიკი | 1 | 0 | 1883 | |
ბრედფორდ სიტი | 1 | 0 | 1911 | |
იფსუიჩ თაუნი | 1 | 0 | 1978 | |
ქოვენტრი სიტი | 1 | 0 | 1987 | |
უიმბლდონი | 1 | 0 | 1988 | |
უიგან ათლეტიკი | 1 | 0 | 2013 | |
ქუინზ პარკი | 0 | 2 | 1884, 1885 | |
ბირმინგემ სიტი | 0 | 2 | 1931, 1956 | |
კრისტალ პალასი | 0 | 2 | 1990, 2016 | |
უოტფორდი | 0 | 2 | 1984, 2019 | |
ბრისტოლ სიტი | 0 | 1 | 1909 | |
ლუტონ თაუნი | 0 | 1 | 1959 | |
ფულემი | 0 | 1 | 1975 | |
ქუინზ პარკ რეინჯერსი | 0 | 1 | 1982 | |
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი | 0 | 1 | 1983 | |
მიდლზბრო | 0 | 1 | 1997 | |
მილუოლი | 0 | 1 | 2004 | |
სტოკ სიტი | 0 | 1 | 2011 | |
ჰალ სიტი | 0 | 1 | 2014 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.