From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „სტოკ სიტი“ (ინგლ. Stoke City Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტოკ-ონ-ტრენტიდან. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში.
სრული სახელი | Stoke City Football Club | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | მექოთნეები (The Potters) | ||
დაარსდა | 1863[1] | ||
სტადიონი |
ბეთ365 , სტოკ-ონ-ტრენტი, ინგლისი (ტევადობა: 27,902[2]) | ||
პრეზიდენტი | პიტერ კოუტსი | ||
მწვრთნელი | მარკ ჰიუზი | ||
კაპიტანი | რაიან შოუკროსი | ||
ლიგა | პრემიერლიგა | ||
2016-17 | მე-13 ადგილი | ||
|
კლუბი დაარსდა 1863 წელს, როგორც „სტოკ რამბლერსი“, 1878 წელს კლუბს „სტოკი“ ერქვა, ხოლო 1925 წლიდან სტოკ-ონ-ტრენტს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, რის შემდეგაც კლუბს „სტოკ სიტი“ დაერქვა. „სტოკ სიტი“ მეორე უძველესი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში, „ნოტს ქაუნთის“ შემდეგ. კლუბი აგრეთვე არის ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი.[3]
კლუბის პირველი და ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ლიგის თასი „სტოკ სიტიმ“ მოიგო 1972 წელს, ფინალში დაამარცხა „ჩელსი“. უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგი იყო მე-4 ადგილი, რომელიც 1935-36 და 1946-47 წლების სეზონებში დაიკავა. 2011 წელს „სტოკ სიტიმ“ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა. 3-ჯერ გავიდა ამავე თასის ნახევარფინალში, 1889 წელს და ზედიზედ 1971-1972 წლებში. „სტოკ სიტი“ არის საფეხბურთო ლიგის თასის 2-გზის გამარჯვებული, 1992 და 2000 წლების სეზონებში. 3-ჯერ ითამაშა ევროტურნირებზე, 1972-73, 1974-75 და ბოლოს 2011-12 წლების სეზონში. ამ უკანასკნელში შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, შემდეგ „ვალენსიასთან“ დამარცხდა.
საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ბეთ365“-ზე, რომელიც გაიხსნა 1997 წელს, „ბრიტეანია სთედიუმის“ სახელით. მანამდე კლუბი თამაშობდა „ვიქტორია გრაუნდზე“. ვინაიდან სტოკ-ონ-ტრენტში ქოთნების ინდუსტრია იყო, კლუბის მეტსახელია „მექოთნეები. „სტოკ სიტის“ ტრადიციულ საშინაო ფორმაზე არის წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლები. კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან მიდლენდსის კლუბები, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ და „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“, ხოლო ლოკალური მტერი არის „პორტ ვეილი“, მატ დაპირისპირებას მექოთნეთა დერბი ეწოდება.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
„სტოკ სიტის“ ტიტულები:[4]
საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი
საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი: 3
ჩრდილოეთის მესამე დივიზიონი: 1
საფეხბურთო ალიანსი: 1
უესტ-მიდლენდსის რეგიონალური ლიგა: 1
სამხრეთის ლიგის მე-2 დივიზიონი: 2
ლიგის თასი: 1
საფეხბურთო ლიგის ტროფი: 2
უოტნის თასი: 1
სტეფორდშირის თასი: 15
ბირმინგემის თასი: 2
მენის კუნძულის თასი: 3
ბასის საქველმოქმედო ვაზა: 5
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | მოწინააღდეგე | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|
1972-73 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | კაიზერსლაუტერნი | 3–1 | 0–4 | 3–5 |
1974-75 | 1-ლი ეტაპი | აიაქსი ამსტერდამი | 1–1 | 0–0 | 1–1 (ს) | |
2011-12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი | ჰაიდუკი სპლიტი | 1–0 | 1–0 | 2–0 |
პლეი-ოფი | თუნი | 4–1 | 1–0 | 5–1 | ||
ჯგუფი E | ბეშიქთაში | 2–1 | 1–3 | მე-2 | ||
დინამო კიევი | 1–1 | 1–1 | ||||
მაკაბი თელ-ავივი | 3–0 | 2–1 | ||||
1/32 ეტაპი | ვალენსია | 0–1 | 0–1 | 0–2 | ||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.