From Wikipedia, the free encyclopedia
„თორი“ (ინგლ. Thor) — კენეთ ბრანას ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელსაც საფუძვლად უდევს Marvel Comics-ის პერსონაჟ თორის ისტორიები. მთავარ როლებს ასრულებენ კრის ჰემსვორთი, ტომ ჰიდლსტონი და ნატალი პორტმანი. ფილმის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 6 მაისს (აშშ).
„თორი“ | |
---|---|
რეჟისორი | კენეთ ბრანა |
პროდიუსერი | კევინ ფაიგი |
სცენარის ავტორი |
სცენარი: დონ პეინი მარკ პროტოსევიჩი კომიქსი: სტენ ლი ჯეკ კირბი ლარი ლიბერი |
როლებში |
კრის ჰემსვორთი ტომ ჰიდლსტონი ნატალი პორტმანი ენტონი ჰოპკინზი ჯემი ალექსანდერი |
სტუდია | Marvel Studios |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 449.3 მილიონი აშშ დოლარი |
2007 წლის აგვისტოს დასაწყისში Marvel Studios-მა მარკ პროტოსევიჩის სცენარის გადასაღებად დაამტკიცა რეჟისორი მეთიუ ვონი.[1] პირველი სცენარი გათვალისწინებული იყო $300 მილიონიანი ბიუჯეტისთვის, თუმცა შემდეგ ვონმა ის შეცვალა და დაიყვანა $150 მილიონამდე.[2] 2008 წლის მაისში მარველმა გამოაცხადა, რომ ფილმის პრემიერა გაიმართებოდა 2011 წლის 4 ივნისს,[3] თუმცა მალევე ვონი მოხსნეს პროექტიდან.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.