ვიკიპედია:ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. ვიკიპედია არის უნივერსალური ენციკლოპედია, რაც ნიშნავს, რომ სტატიები ეხება როგორც ისტორიულ პიროვნებებს, ასევე თანამედროვეებს, რომელთა ბიოგრაფიები აკმაყოფილებენ ენციკლოპედიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს. გაითვალისწინეთ, რომ ახლადშექმნილი სტატიის მტკიცების ტვირთი - რედაქტორებისა და ადმინისტრატორების დარწმუნება იმაში, რომ პიროვნების ბიოგრაფიას გააჩნია ენციკლოპედიური მნიშვნელობას - არის სტატიის ავტორის/რედაქტორის პასუხისმგებლობა.
![]() | ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
|
![]() | ორი სიტყვით: პიროვნების ბიოგრაფიას გააჩნია ენციკლოპედიური მნიშვნელობა, თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს არაერთი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყარო, რომელიც სტატიის ობიექტთან დაკავშირებული არ არის. |
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები |
---|
ქცევის წესები |
ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია |
შინაარსის სახელმძღვანელოები |
ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს |
რედაქტირების წესები |
სტილის სახელმძღვანელო |
იხ. აგრეთვე დებულებები |