ვიკიპედია:პოლიტიკა და სახელმძღვანელოები
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ვიკიპედიის მიზანია სრულფასოვანი, სარწმუნო, თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნა ქართულ ენაზე და არაფერი სხვა.
漢>ა A>ა | ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
|
ორი სიტყვით: ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის მიმოხილვაა |
ამ გვერდზე მოყვანილია ვიკიპედიაზე საყოველთაოდ მიღებული წესები, რომლის დაცვა სავალდებულოა ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად. დამატებითი წესები და მითითებები შეგიძლიათ იხილოთ კატეგორიაში ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა.
თუმცა, ჩვენ ვცდილობთ პატივი ვცეთ კონსენსუსს, ვიკიპედია არ არის დემოკრატია. შესაბამისად, არსებობს უთანხმოება იმათ შორის, ვინც თვლის, რომ წესები ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი, და მათ შორის, ვინც თვლის, რომ წერილობით ჩამოყალიბებული წესები არაადეკვატურად ფარავს ყველა შესაძლო ვარიაციას პრობლემურ და ხელის შემშლელ ქმედებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი, რომელიც მოქმედებს ჩვენს მიერ გაწერილი პოლიტიკის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, დაისჯება, მიუხედავად იმისა, ტექნიკურად იქნება თუ არა რომელიმე წესი დარღვეული.
თუმცა, მათ, ვინც მუშაობს კეთილი ზრახვებით, ავლენს ცივილიზებულობას, ცდილობს მიაღწიოს კონსენსუსს და მუშაობს დიდი ენციკლოპედიის შექმნის მიზნის მისაღწევად, აქ კეთილმოსურნე გარემო დახვდებათ. ვიკიპედია დიდად აფასებს წვლილს, რომელიც ყველას წაადგება.