ვიკიპედია:სანდო წყაროები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიკიპედიის სტატიები უნდა ეფუძნებოდეს უკვე გამოქვეყნებულ, სანდო წყაროებს. დარწმუნდით, რომ ყველა, უმრავლესობისაც და მნიშვნელოვანი უმცირესობის ხედვა, რომელიც ჩანს სანდო, გამოქვეყნებულ წყაროში, ასახულია სტატიაშიც (იხილეთ ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი). სიტყვას „წყარო“, როგორც იგი ვიკიპედიაში გამოიყენება, შესაძლოა ჰქონდეს სამი დაკავშირებული მნიშვნელობა: თავად ნამუშევარი, ან მისი ნაწილი (სტატია, წიგნი), ამ ნამუშევრის შემქმნელი (ჟურნალისტი, მწერალი) და ნამუშევრის გამომქვეყნებელი (ტაიმსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა). ყოველ მათგანს შეუძლია სანდოობაზე გავლენის მოხდენა. სანდო წყაროები შესაძლოა იყოს გამოქვეყნებული მასალები გამოქვეყნების სანდო პროცესით, ავტორით ან ავტორებით, რომლებიც ითვლებიან ავტორიტეტულებად საკითხთან მიმართებაში, ან ორივე ერთად.
漢>ა A>ა | ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
![]() | ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
|
![]() | ორი სიტყვით: ამ სახელმძღვანელოში განხილულია ავტორიტეტული წყაროების მთითების შესაძლებლობები. წყაროების მითითების პოლიტიკა ეყრდნობა ვიკიპედიის პოლიტიკას გადამოწმებადობის შესახებ. |
- იმისათვის, რომ მიიღოთ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის შესახებ, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის წყარო ჩვენს სანდოობის სტანდარტებს კერძო შემთხვევებისათვის, იხილეთ სანდო წყაროების შენიშვნების დაფა.
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები |
---|
ქცევის წესები |
ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია |
შინაარსის სახელმძღვანელოები |
ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს |
რედაქტირების წესები |
სტილის სახელმძღვანელო |
იხ. აგრეთვე დებულებები |
წყაროს სანდოობა დამოკიდებულია კონტექსტზე. ყოველი წყარო დეტალურად უნდა იქნეს განხილული, რათა განისაჯოს მისი სანდოობა გაკეთებულ მტკიცებასთან მიმართებაში და არის თუ არა ყველაზე შესაფერისი წყარო ამგვარი კონტექსტისთვის. საერთოში, რაც მეტი ადამიანი დაკავდება ფაქტების გადამოწმებით, მათი საგულდაგულო შესწავლით, კანონიერი საკითხების ანალიზით, მით უფრო სანდო იქნება პუბლიკაცია. წყარო უშუალოდ უნდა პასუხობდეს იმ ინფორმაციას, რომლის გასამყარებლადაც სტატიაშია იგი მოყვანილი და უნდა შეესაბამებოდეს გაკეთებულ მტიკეცებულებას. თუ თემას არ გააჩნია სანდო წყაროები, ვიკიპედიაში მასზე სტატია არ უნდა იყოს.
სახელმძღვანელო განიხილავს სხვადასხვა ტიპის წყაროების სანდოობის საკითხებს. წყაროების მითითების პოლიტიკა წარმოდგენილია ვიკიპედიის ოფიციალურ პოლიტიკაში გადამოწმებადობის სესახებ, რომელიც ითხოვს მოქმედ წყაროებს ნებისმიერი მასალისთვის, რომელიც კამათის თემაა, ან მოსალოდნელია, გახდეს, ასევე ყველა ციტირებისათვის. ეს პოლიტიკა მკაცრად მიემართება ყველა მასალას სახელთა მთავარ სივრცეში — სტატიებს, სიებს და სტატიების სექციებს — გამონაკლისის გარეშე, განსაკუთრებით კი ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიებს. როგორც უკანასკნელ სახელმძღვანელოშია განმარტებული:
“ | საკამათო მასალა ცოცხალი ადამიანების შესახებ, რომელიც წყაროს მიუთითებლადაა შემოტანილი ან ცუდად არის მითითებული წყარო — მიუხედავად იმისა, მასალა ნეგატიურია, პოზიტიურია თუ ნეიტრალური, ან უბრალოდ ბადებს კითხვას — უნდა ამოღებულ იქნას სტატიიდან დაუყოვნებლივ და განხილვის ლოდინის გარეშე. | ” |
თუ გსურთ ვიკიპედიაში სასარგებლო მასალის დამატება, შეგიძლიათ, თავისუფლად გააკეთოთ ეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია სანდო წყაროს გარეშე, შესაძლოა, მომავალში წაიშალოს სტატიიდან. პასუხისმგებლობა წყაროს მოძებნასა და დამატებაზე აკისრია მას, ვინც ამატებს ინფორმაციას.
სტატიის წერისას შეეცადეთ, მიუთითოთ წყაროები.[1]. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მიუთითოთ წყაროები, იხილეთ ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება.
მოცემულ გვერდზე განხილულია იდეალური მოდელი, რომელსაც ვიკიპედიის მრავალი სტატია, ჯერ-ჯერობით, ვერ პასუხობს, რადგან რომელიმემ ვიკიპედიის რედაქტორებიდან საჭირო ინფორმაციის ძებნასა და სტატიაში ბმულების მითითებაზე დრო არ დახარჯა. თუმცა, ეს ვერ შეუშლის ხელს ვიკიპედიის მკითხველს გამოარჩიოს ღირებული ინფორმაცია სტატიიდან, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, იგი აუცილებლად სწორი არ იყოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არასწორი ან შეუმოწმებელი ინფორმაციაც შესაძლოა, სტატიის ნაწილი გახდეს. მაგალითად: ამდაგვარი სიტყვების შემდეგ „საზღვარგარეთ ფართოდ ცნობილია, რომ ...“, „ლეგენდის თანახმად,...“, „ილია ჭავჭავაძის აზრით,...“ — მაგრამ ასეთი შეხედულებების ჩართვა სტატიაში უნდა მოხდეს ჭეშმარიტად ფართოდ ცნობადობის პირობებში ან ნამდვილად ღირებულების მქონე ინფორმაციისთვის სტატიის თემის აღწერისთვის.
- შეუსაბამობის შემთხვევაში ამ გვერდსა და წყაროების მითითებასა და სტატიის გაფორმებასთან დაკავშირებულ ჩვენს პოლიტიკას შორის უპირატესობა ენიჭება პოლიტიკას და რედაქტორებმა უნდა მოძებნონ გამოსავალი ამ შეუსაბამობიდან. ჩვენი პოლიტიკის სხვა გვერდები, რომელიც კავშირშია წყაროების მითითებასთან, არის ვიკიპედია:ეს ორიგინალური კვლევის ადგილი არ არის და ვიკიპედია:ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიები.
- შეუსაბამობის შემთხვევაში ქართულსა და უცხოურ წყაროებს შორის საქართველოსთან დაკავშირებულ თემაში უპირატესობა ენიჭება ქართულ წყაროს.
- შეკითხვებისთვის კონკრეტული წყაროს სანდოობასთან დაკავშირებით, მიმართეთ სანდო წყაროების შენიშვნათა დაფას.