ვიკიპედია:წყაროს მითითება
From Wikipedia, the free encyclopedia
ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. იდეალში, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული წინადადების ბოლოს, მაგრამ ამგვარი იდეალიზაციის შემთხვევაში ვიკიპედიის შინაარსის აღქმა ძალზედ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, არსებობს კომპრომისი, რომ წყარო სტატიის ყოველი აბზაცის ბოლოს უნდა არსებობდეს.
![]() | ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
|
![]() | ორი სიტყვით: ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ მიუთითოთ წყარო თქვენ სტატიას. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/Office-book.svg/100px-Office-book.svg.png)
მაგრამ, ისმის კითხვა — როგორ ჩავსვა წყარო სტატიაში. მიუხედავად თავდაპირველი სირთულისა, რომელზეც ხშირად ვიკიპედიის ახალი რედაქტორები საუბრობენ, წყაროს ჩასმა ძალზედ მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რედაქტირების პანელის უკეთ გაცნობა.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/7/7e/Paneli_qartuli_vikis.png/640px-Paneli_qartuli_vikis.png)
- რედაქტირებისას ამ ხატულაზე დაჭერისას ჩამოიშლება ორი ახალი ველი. ავარჩიოთ საბაზისო:
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/0d/Kawikidialogisqoliosi.png/640px-Kawikidialogisqoliosi.png)
- რომელშიც სპეციალური ველია. ამ ველში ჩაწერეთ თქვენი წყარო. მაგ. „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/9/9b/Kawikidialogisqoliosi2.png/640px-Kawikidialogisqoliosi2.png)
- შემდეგ დააჭირეთ ჩასმა ღილაკს და ისიამოვნეთ რეზულტატით. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე წყაროს გამოყენება რამდენჯერმე გახდება საჭირო, შეგიძლიათ გამოიყენოთ „ხელახლა გამოყენება“ - აირჩიოთ უკვე გამოყენებული წყარო და ჩასვათ იმ ადგილებში, სადაც საჭიროდ ჩათვლით.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/f/f7/Kawikidialogisqoliosi3.png/640px-Kawikidialogisqoliosi3.png)
არ დაგავიწყდეთ გვერდის შენახვა - უარეს შემთხვევაში თქვენი რედაქტირება უბრალოდ არ შეინახება. თუ აქამდე წაიკითხეთ, გილოცავთ, წყაროს ჩასმა უპრობლემოდ შეგიძლიათ — იყო რაიმე სირთულე? ;)