From Wikipedia, the free encyclopedia
ვინსენტ ლეონარდ პრაისი უმცროსი (ინგლ. Vincent Leonard Price Jr; დ. 27 მაისი, 1911 — გ. 25 ოქტომბერი, 1993) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც განთქმული იყო გამორჩეული ხმის ტემბრით და საშინელებათა ფილმებში მონაწილეობით. მისი კარიერა მოიცავდა სხვა ჟანრებსაც: ნუარი, დრამა, მისტიკა, თრილერი და კომედია. მონაწილეობა აქვს მიღებული ასზე მეტ ფილმში, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია „ცვილის ფიგურების სახლი“, „აშერთა ოჯახის დაქცევა“, „მთხრებლი და ქანქარა“, „ყორანი“, „წითელი სიკვდილის ნიღაბი“ და „საშინელი ექიმი ფაიბსი“.
ვინსენტ პრაისი | |
---|---|
ვინსენტ პრაისი 1959 წელს | |
დაბადების სახელი | ვინსენტ ლეონარდ პრაისი უმცროსი |
დაბადების თარიღი |
27 მაისი, 1911 სენტ-ლუისი, მისური, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
25 ოქტომბერი, 1993 (82 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების მიზეზი | ფილტვის კიბო, ემფიზემა, პარკინსონის დაავადება[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1935–1993 |
დაიბადა სენტ-ლუისში 1911 წლის 27 მაისს. მამა, ვინსენტ ლეონარდ პრაისი უფროსი იყო საკონდიტრო საწარმოს უფროსი, ხოლო დედა, მარგარეტ კობი (1874 – 1946)[2] სკოლის დირექტორი. ვინსენტი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა იელის უნივერსიტეტში. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1938 წელს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში პრაისს ორგზის გაუხსნეს ვარსკვლავი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.