From Wikipedia, the free encyclopedia
საშინელებათა ფილმი — კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: „ფრანკენშტეინი“, „დრაკულა“, „კივილი“, „საშინელება თელების ქუჩაზე“, „პარასკევს 13-ში“ და სხვ.
საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმები იყო ჟორჟ მელიეს ეშმაკის ციხე-სიმაგრე (1896), რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს. გერმანელმა პოლ ვეგენერმა 1913 წელს გადაიღო ფილმი Der Golem, რომელმაც 1930-იანი წლებიდან შთააგონა ჰოლივუდს მონსტრებზე ფილმები.
მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე არის ისევ გერმანული ფ.ვ. მურნოს ნოსფერატუ ვამპირი (1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რობერ ვეინის დოქტორ კალიგარის კაბინეტს კინორეჟისორები დღესაც მოდელად მიიჩნევენ.
1930-იან წლებში Universal Pictures-მა აშშ-ში რამდენიმე საშინელებათა ფილმი აწარმოა, რომლებშიც „გოთური“ ატმოსფერო იყო გამეფებული. ამ ფილმებს შორისაა დრაკულა და ფრანკენშტეინი.
1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომისა და ატომური ბრძოლის შიშმა გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები.
1960-იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვენილი, როგორც ეს ხდება ფსიქოში. 60-იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.
1990-იანი წლებიდან ამ ჟანრის ფილმებში ჩნდება პაროდიული და ირონიული ტონი, ამის მაგალითია კივილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.