From Wikipedia, the free encyclopedia
„ველი“ (ფრანგ. La Vallée) — 1972 წლის ფრანგული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ბარბეტ შროდერი. ფილმის მთავარი გმირია ვივიანი, ქალი, რომელიც მიემგზავრება უცნაურ მოგზაურობაში ახალ გვინეაში.
„ველი“ | |
---|---|
რეჟისორი | ბარბეტ შროდერი |
სცენარის ავტორი | ბარბეტ შროდერი |
როლებში |
ბიულ ოჟიე ჟან-პიერ კალფონი ვალერი ლაგრანჟი მაიკლ გოტჰარდი ჯერომ ბიუვარლე მონიკა გირაუდი |
კომპოზიტორი | პინკ ფლოიდი |
სტუდია | Imperia Films |
გამოსვლის თარიღი | 11 ივლისი, 1972 |
ხანგრძლივობა | 100 წუთი |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ფილმის საუნდტრეკია პინკ ფლოიდის ალბომი Obscured by Clouds. ამის გამო, როდესაც ფილმი გამოვიდა, პოსტერებზე ეწერა La Vallée (Obscured by Clouds).[1]
ავსტრალიაში საფრანგეთის ელჩის მეუღლე, ვივიანი დაინტერესებულია იშვიათი ფრინველების ბუმბულების შეგროვებით. ამის გამო იგი მიემგზავრება ახალგაზრდა ოლივიესთან ერთად, სტუმრად ახალი გვინეის მოსახლეობასთან. ოლივიეს მეგობრებს შორის კი არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ იდუმალ, ღრუბლებით დაფარულ ველს, რომელიც შორს მთაშია დამალული. თავდაპირველად ვივიანი მათ მიჰყვება, იმ იმედით, რომ მხოლოდ გაიცნობს პირველ ტომს, რომლისგანაც რამდენიმე ბუმბულს შეიძენს. მას შინ დაბრუნების იმედი და მიზანი აქვს.
თავდაპირველად მოგზაურები ჩნდებიან ყოველწლიურ ზეიმზე, სადაც იკრიბება ყველა ტომი. ბუმბულების გაყიდვა აკრძალულია ადგილობრივი პოლიციის მიერ, ამიტომ ვივიანი იძულებულია, დარჩეს ტომთან ერთად. მათ აქვთ ბუმბულები, მაგრამ მათი მოპოვება მხოლოდ მათ მიერ მოწონებულს შეუძლია. მოგვიანებით, ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტის გავლის შემდეგ ვივიანი უკვე ფლობს ერთ სასურველ ბუმბულს.
მაგრამ ახალი შეგრძნებებისა თუ ადგილობრივი სასმელის გამო, ვივიანის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი იცვლება. იგი აღმოაჩენს ბუნების სამყაროს და იძინებს მის ფონზე. მოგვიანებით ვივიანი ცდილობს, დატოვოს ექსპედიცია - მას შინ ქმარი, საყვარელი ძაღლი და მისივე კუთვნილი მაღაზია ელის. მას გული სტკივა ამ ადგილების დატოვებაზე - იგი ვერ ნახავს ნისლსა და ველს. ამიტომ, თვითმფრინავი მის გარეშე ბრუნდება.
მოგზაურობა გრძელდება. ვივიანი მთელ ფულს ხარჯავს ცხენებზე. ამას მოჰყვება მაპუგას ტომის სცენები (მათი სიმღერა ჟღერს კომპოზიციაში „Absolutely Curtains“). ისინი ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, ღორის ხორცს მიირთმევენ. ტომის ბელადის თქმით, თეთრკანიანები მათთან პირველად მოხვდნენ. ამას მოჰყვება ცეკვა. თუმცა, ოლივიეს თქმით, ადგილობრივები სასაფლაოზე ცეკვავენ.
ცხენების გარეშე მოგზაურები მიჰყვებიან გზას. დაღლილები, თითქმის უძლურები, ისინი აღწევენ ერთ-ერთ მწვერვალს და ჟღერს „Absolutely Curtains“. ვივიანის უკანასკნელი სიტყვები - „ველი. მე ვხედავ მას.“
ფილმში შეტანილია პინკ ფლოიდის შემდეგი სიმღერები:
სხვა კომპოზიციები, შეტანილი საუნდტრეკში, ფილმში არ ჟღერს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.