Obscured by Clouds
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Obscured by Clouds (ქართ. ღრუბლებით დაფარული) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი, რომელიც წარმოადგენს მუსიკას ფრანგული ფილმისათვის La Vallée. ფილმის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი. იგი კმაყოფილი იყო მისი ფილმისათვის ჯგუფის მიერ შექმნილი წინა ნამუშევრით, More და ამჯერადაც, ავანსის გადახდის შემდეგ, პინკ ფლოიდმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც შროდერმა ფილმში გამოიყენა.
Remove ads
ისტორია
ამ პერიოდში ჯგუფი უკვე მუშაობდა ალბომზე The Dark Side of the Moon, მაგრამ მცირე პაუზა გააკეთა, რათა პარიზში ფილმისათვის მუსიკა დაეწერა. ამასთან დაკავშირებით ნიკ მეისონი იხსენებს:
„ალბომის More წარმატების შემდეგ, ბარბეტ შროდერის მორიგი ფილმის მუსიკაზე ვმუშაობდით. მის ახალ ფილმს La Valleé ერქვა და ჩვენ დროებით გადავსახლდით საფრანგეთში, რათა თებერვლის უკანასკნელი კვირის განმავლობაში მუსიკა ჩაგვეწერა. ჩაწერა იგივე მეთოდით მიმდინარეობდა, რომელიც More-ზე მუშაობისას გამოვიყენეთ. ჩვენ გვქონდა ფილმის არასრული ვერსია, ვიყენებდით წამმზომებს, რათა განსაკუთრებულ კადრებზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ვიწერდით მუსიკალურ თემებს, რომლებიც ერთმანეთში გადადიოდა, რათა ფილმის საბოლოო ვერსიას მორგებოდა. ჩაწერის დრო საოცრად შეზღუდული იყო. სულ ორი კვირა მოგვცეს, რათა ჩაგვეწერა და უფრო ნაკლები - რათა ერთ მთლიან ალბომად გვექცია.[9]“ |
ალბომის ჩაწერისას ჯგუფი თავისუფლად იყენებდა სტანდარტული როკ სიმღერების აგების მეთოდს, რის გამოც ალბომი უფრო ახლოს არის ჩვეულ როკ-მუსიკასთან, ვიდრე პინკ ფლოიდის ჩვეულ სტილთან.
Obscured by Clouds იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც გამოიყენეს სინთეზატორი VCS 3.
Remove ads
საკონცერტო შესრულებები
ჯგუფის 1973 წლის რამდენიმე კონცერტი იწყებოდა კომპოზიციების „Obscured by Clouds“ და „When You're In“ თემაზე იმპროვიზაციებით, რასაც სცენაზე ახლდა ბოლი და ფერადი შოუ.
„Childhood's End“ ასევე რამდენიმეჯერ შესრულდა კონცერტებზე. იგი პირველად დაუკრეს 1972 წლის 1 დეკემბერს და 1973 წლის მარტში. როგორც წესი, კომპოზიციას ასრულებდნენ ვრცელი ინსტრუმენტული პასაჟებით.
„Wot's... Uh, the Deal?“ პირველად შესრულდა დეივიდ გილმორის 2006 წლის სოლო-ტურის მსვლელობისას. ერთ-ერთი შესრულება შეტანილია DVD დისკზე Remember That Night, ხოლო ალბომის Live in Gdańsk გრამფირფიტის გამოცემაში შეტანილია მისი აუდიოჩანაწერი.
Remove ads
გარეკანი
ალბომის გარეკანის გაფორმებაში, წინა მხარისთვის Hipgnosis-ის მიერ შემუშავდა ბუნდოვანი გამოსახულება, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს კადრს ფილმიდან, რომელზეც მამაკაცი ხეზე დგას. გრამფირფიტის კონვერტის უკანა მხარეზე გამოტანილია კადრები ფილმიდან „ველი“. წინა მხარეს სხვადასხვა გამოცემაში ახლდა სტიკერი ალბომის და ჯგუფის სახელწოდებით.
ბარბეტ შროდერი, „ველის“ რეჟისორი, ხუმრობით ამბობდა, რომ ჯგუფის ყურადღება გადატანილი იყო შემდეგი ალბომის მომზადებაზე, ამიტომ არ სურდათ, რომ ალბომს ზედმეტი ყურადღება მიეზიდა.
1994 წელს გამოსული CD-ის გამოცემა გამდიდრებულია შესანიშნავი ილუსტრირებით - ფილმის მოკლე სიუჟეტით, კადრებით თავად ფილმიდან, სიმღერების ტექსტებით, ალბომის ანოტაციით. მიუხედავად მთავარი გამოსახულების მარტივი ხასიათისა, ეს გამოსახულება იყო ნიკ მეისონის ერთ-ერთ საყვარელი დიზაინი.
CD-ზე, 2011 წლის Discovery-ში და Pink Floyd Records-ის 2016 წლის ტირაჟში 1994 წლის გამოცემასთან შედარებით ფოტოსურათების რაოდენობა შემცირებულია.
აღსანიშნავია თურქული გამოცემა (1978, SIERRA – LP 1780), რომლის გარეკანზე შეცდომით არის დაბეჭდილი ჯგუფ Queen-ის ფოტოსურათი.
სიმღერების სია
Remove ads
პერსონალი
- პინკ ფლოიდი
- დეივიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი, პედლის სტილ გიტარა, VCS3
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- როჯერ უოტერსი – ბას-გიტარა, ვოკალი, VCS3
- რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანი საკრავები, ვოკალი, VCS3, Hammond-ის ორგანი
- სხვა პერსონალი
- Hipgnosis – ალბომის გარეკანი
ჩარტები
სერტიფიცირებები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
