From Wikipedia, the free encyclopedia
Discovery — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომების ბოქს-სეტი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 26 სექტემბერს.
Discovery | ||||
---|---|---|---|---|
ბოქს-სეტი — | ||||
გამოცემის თარიღი | 26 სექტემბერი 2011 | |||
ჩაიწერა | 1967–1994 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 12:05:21 | |||
ლეიბლი | EMI | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, მაიკლ კემენი, ნორმან სმითი, პინკ ფლოიდი, როჯერ უოტერსი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
|
ბოქს-სეტი გამოვიდა კამპანიის Why Pink Floyd...? ფარგლებში. მასში შეტანილი 14 სტუდიური ალბომი წარმოდგენილია რემასტერების სახით. ამას თან ახლავს 60 გვერდიანი ბუკლეტი, რომელიც სტორმ თორგერსონის მიერ იქნა შემუშავებული.
ამ გამოცემაში CD-ების ზედაპირები არ იმეორებენ არც ორიგინალური ფირფიტების, არც არსებული CD-ების გაფორმებას - მათზე მრავალრიცხოვანი ასო D (Discovery) არის წარმოდგენილი.
2016 წელს აშშ-ში, ახლადჩამოყალიბებულ ლეიბლ Pink Floyd Records Ltd.-ზე (რომელიც პასუხისმგებელია 1986 წლამდე ჩაწერილი მასალის გამოცემაზე), ისევე, როგორც Pink Floyd Records (1987) Ltd.-ზე (რომელიც პასუხისმგებელია მეისონის/გილმორის/რაიტის ტრიოს მიერ 1987 წლიდან ჩაწერილ მასალაზე) გამოვიდა ყუთში შეტანილი ალბომების ახალი გამოცემები. გამჭვირვალე კონვერტებზე, რომლებშიც ალბომებია მოთავსებული, ამჯერად ამა თუ იმ ალბომის გრაფიკის მიხედვით სტილიზებული სტიკერებია, ალბომის სახელწოდებით. CD-ების ზედაპირები გაფორმებულია თავად ალბომების დიზაინის გათვალისწინებით და, ვინაიდან Discovery მხოლოდ Why Pink Floyd?-ის ნაწილი იყო, ამჯერად ასო D აღარ გამოიყენება.
ჩარტი (2011–12) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[3] | 61 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[4] | 39 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[5] | 14 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[6] | 57 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[7] | 42 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[8] | 55 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[9] | 9 |
იტალიის ალბომები (FIMI)[10] | 38 |
პორტუგალიის ალბომები (AFP)[11] | 23 |
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[12] | 53 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[13] | 43 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[14] | 24 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[15] | 112 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[16] | 175 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.