Free Four
From Wikipedia, the free encyclopedia
„Free Four“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან Obscured by Clouds.[1][2] იგი დაწერილია როჯერ უოტერსის მიერ, რომელიც ასრულებს წამყვან ვოკალს. სიმღერა იწყება ათვლით, მაგრამ გამოყენებულია სიტყვების თამაში, „One, Two, FREE FOUR!“.
„Free Four“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Obscured by Clouds | ||||
B-მხარე |
Stay (აშშ) The Gold It's in the... (იტალია) | |||
გამოსვლის თარიღი |
3 ივნისი, 1972 (ბრიტანეთი) 15 ივნისი, 1972 (აშშ) | |||
ჩაიწერა | თებერვალი - მარტი 1972 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა |
4:16 3:30 (აშშ სინგლი) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest Records | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
Obscured by Clouds — სიმღერების სია | ||||
|
სიმღერა ეხება თემებს, რომლებიც შემდგომ ალბომებში როჯერისთვის უფრო ტიპურად იქცა - მისი მამის ომში დაღუპვას და მუსიკალური ინდუსტრიის „სისასტიკეს“. თუმცა სიმღერა მშვიდია ლირიკული ნაწილის დროს, გიტარის სოლოს ხასიათი მძიმესკენ იცვლება. „Free Four“ გამოიცა სინგლის სახით 1972 წელს და მოხვდა FM რადიოსადგურების ჩარტებში.
ფილმში „ველი“ სიმღერა ახლავს მთებში ასვლის სცენას და ადგილობრივი თაღლითებისგან ცხენების შეძენის ეპიზოდს - როდესაც პერსონაჟი ვივიანი მთელ უკანასკნელ ფულს ხარჯავს. სიმღერის რამდენიმე სტრიქონი ფილმის ვერსიაში განსხვავდება.
სიმღერების სია
აშშ გამოცემა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Free Four“ | 3:30 |
2. | „Stay“ | 3:58 |
საერთო ხანგრძლივობა: | 7:28 |
იტალიური გამოცემა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Free Four“ | 4:07 |
2. | „The Gold It's in The...“ | 3:01 |
საერთო ხანგრძლივობა: | 7:08 |
გერმანული გამოცემა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Free Four“ | 4:08 |
2. | „The Gold It's in The...“ | 3:01 |
საერთო ხანგრძლივობა: | 7:09 |
პერსონალი
- როჯერ უოტერსი - ბასი, ვოკალი
- დევიდ გილმორი - გიტარა
- რიჩარდ რაიტი - სინთეზატორი
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები და პერკუსია
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.