![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Rigveda_MS2097.jpg/640px-Rigveda_MS2097.jpg&w=640&q=50)
ვედები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვედები (სანსკრ. वेद „ცოდნა“) — უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Rigveda_MS2097.jpg/640px-Rigveda_MS2097.jpg)
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვედები (მრავალმნიშვნელოვანი). |
სტატიები თემატიკაზე ინდუიზმი | |
![]() | |
ისტორია · პანთეონი | |
მიმართულებები · მითოლოგია | |
რწმენა და პრაქტიკა | |
---|---|
რეინკარნაცია · მოკშა | |
კარმა · პუჯა · მაია | |
სამსარა · დჰარმა | |
ნირვანა · | |
ვედანტა · | |
იოგა · აიურვედა | |
იუგა · ვეგეტარიანელობა | |
ბჰაკტი | |
მწერლობა | |
უპანიშადები · ვედები | |
ბრაჰმანები | |
რამაიანა · მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა) | |
პურანები · არანიაკები | |
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი | |
დაკავშირებული თემები | |
დჰარმული რელიგიები · | |
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით | |
მასწავლებლები · მანდირი | |
კასტები · მანტრა | |
ტერმინოლოგია | |
კამასუტრა | |
დღესასწაულები | |
მურტი | |
სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (ანუ ჰიმნების ვედა), იაჯურვედა (ეს არის მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებული ვედა), სამავედა, ათარვავედა (მოგვთა ვედას) მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა (ე. ი. ვედების კომენტარები), სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებს, ავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.
ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.
ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივებია.