შელოცვა
From Wikipedia, the free encyclopedia
შელოცვა — ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებული მაგიური ძალის მქონე სპეციალური ტექსტი, რომელსაც წარმოთქვამენ მოსალოდნელი ხიფათისაგან, ავადმყოფობისაგან, ავი თვალისაგან, ნადირისაგან და ა. შ. დაცვის მიზნით. ქართულ ფოლკლორში ძირითადად ცნობილია სამეურნეო და სამკურნალო შელოცვები. შელოცვები გვხვდება ძელ ქართულ ძეგლებში: „კურთხევანი“, „კარაბადინი“, „ავგაროზი“ და სხვა. დღესდღეობით შელოცვას მხოლოდ მხატვრული და ისტორიულ-შემეცნებითი ფუნქცია აქვს.