From Wikipedia, the free encyclopedia
კამასუტრა (სანსკრიტ. कामसूत्र) — უძველესი ინდური ჰინდუს ტექსტი,[1][2] რომელიც მიიჩნევა ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ შესრულებულ სტანდარტულ ნამუშევრად სანსკრიტულ ლიტერატურაში. ტექსტის ავტორია ვატსიანა მალანგა. ნამუშევრის გარკვეული ნაწილი შეიცავს სქესობრივი აქტის პრაქტიკულ რჩევებს. ძირითადად დაწერილია პროზაში, თუმცა მრავლადაა ლექსის სტროფებიც. „კამა“, რომელიც ერთ-ერთია ინდუიზმის ცხოვრების სამი მიზნიდან, ნიშნავს ხორციელ ან სქესობრივ სიამოვნებას; „სუტრა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს ძაფს ან თოკს, რომელიც საგნებს ერთად კრავს, უფრო მეტაფორულად კი აღნიშნავს აფორიზმს ან ასეთ აფორიზმთა კოლექციას სახემლძღვანელოს სახით. საყოველთაო აღქმის საპირისპიროდ, განსაკუთრებით დასავლეთში, კამასუტრა მხოლოდ სექსის ექსკლუზიური სახელმძღვანელო როდია, იგი წარმოადგენს სათნო და საამური ცხოვრების გზამკვლევს, რომელიც განიხილავს სიყვარულის ბუნებას, ოჯახურ ცხოვრებასა და ადამიანის ცხოვრების სიამოვნებაზე ორიენტირებულ სხვა ასპექტებს.[3][4]
სტატიები თემატიკაზე ინდუიზმი | |
ისტორია · პანთეონი | |
მიმართულებები · მითოლოგია | |
რწმენა და პრაქტიკა | |
---|---|
რეინკარნაცია · მოკშა | |
კარმა · პუჯა · მაია | |
სამსარა · დჰარმა | |
ნირვანა · | |
ვედანტა · | |
იოგა · აიურვედა | |
იუგა · ვეგეტარიანელობა | |
ბჰაკტი | |
მწერლობა | |
უპანიშადები · ვედები | |
ბრაჰმანები | |
რამაიანა · მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა) | |
პურანები · არანიაკები | |
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი | |
დაკავშირებული თემები | |
დჰარმული რელიგიები · | |
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით | |
მასწავლებლები · მანდირი | |
კასტები · მანტრა | |
ტერმინოლოგია | |
კამასუტრა | |
დღესასწაულები | |
მურტი | |
კამასუტრა უძველესი და ყველაზე აღსანიშნავია იმ ტექსტთა კრებულიდან, რომელიც კამაშასტრას სახელითაა ცნობილი.[5] ტრადიციულად, კამაშასტრას ანუ „კამას დისციპლინის“ პირველი გადმოცემა დაკავშირებულია ღმერთ შივას კარის მცველთან — წმინდა ხარი ნანდისთან, რომელმაც მიყურადების შედეგად გადმოსცა ღმერთ შივასა და მისი ცოლის — პარვატის ფიზიკური არშიყობის ამბები და შემდეგ ისინი კაცობრიობისათვის სარგებლის მოტანის მიზნით ჩაიწერა.[6]
ისტორიკოსების ვარაუდით, კამასუტრა შეიქმნა ძვ. წ. 400 და ახ. წ. 200 წლებში.[7] როგორც ინგლისელი მწერალო ჯონ კი აღნიშნავს, კამასუტრას კოსნპქეტი ამჟამინდელი სახით ახ. წ. II საუკუნეში შეიქმნა.[8]
კამასუტრას 1250 სტროფი აქვს, რომელიც განაწილებულია 36 თავში, რომლებიც თავის მხრივ 7 ნაწილად იყოფა. ეს 7 ნაწილი შემდეგია:[9][10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.