ვალდენსები
ქრისტიანური მოძრაობა / From Wikipedia, the free encyclopedia
ვალდენსები (ასევე:ვალდენსიანელები; ვალენსები;[1] ვაუდოისები) – ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც 1170-იანებში საფრანგეთში კერძოდ ლიონში ძირითადად ღარიბ-ღატაკთა შორის შეიქმნა. მოძრაობა მალევე კოტის ალპებშიც გავრცელდა. მათ მიერ სიღარიბის ქადაგება იყო ფეოდალური წყობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატულება. მიმდევრები ჩვენს დრომდეც შემორჩნენ (უპირატესად იტალიაში).
პროტესტანტიზმი![]() |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია ეს დაფა:
|
მოძრაობას სახელი პეტერ ვალდოს გამო ეწოდა, რომელიც მოძრაობის ლიდერი იყო და დაუპირისპირდა რომის კათოლიკურ ეკლესიას. 1215 წელს მოძრაობა შეირაცხა ერეტიკულად და დაიწყეს მათი დევნა.
პროტესტანტული რეფორმაციის დროს ვალდენსიანების ლიდერები შეუერთდნენ რეფორმაციულ ეკლესიას. ამგვარად მოძრაობამ მიიღო კალვინისტური დოგმების დიდი ნაწილი და გახდა პროტესტანტული სექტა.