![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e5/Monviso_da_strada_per_Barge.jpg/640px-Monviso_da_strada_per_Barge.jpg&w=640&q=50)
კოტის ალპები
From Wikipedia, the free encyclopedia
კოტის ალპები (ფრანგ. Alpes cottiennes; იტალ. Alpi Cozie) — დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთსა და იტალიაში, ლარშის (სამხრეთით) და მონ-სენის (ჩრდილოეთით) უღელტეხილებს შორის. სიგრძე დაახლოებით 100 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 3841 მ-მდე (მონტე-ვიზო). დასავლეთით გამოეყოფა დოფინეს ალპებს. უმთავრესად აგებულია კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, ქვიშაქვებით. კალთები ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით (დიურანსი, არკი). დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით.
სწრაფი ფაქტები კოტის ალპები ...
კოტის ალპები | |
---|---|
![]() კოტის ალპები, მოჩანს მონტე-ვიზო (3841) | |
კოორდინატები: 44°45′ ჩ. გ. 7°00′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | მონტე-ვიზო |
სიმაღლე | 3841 მ |
სიგრძე | 100 კმ |
დახურვა
2000-2200 მ სიმაღლეზე სუბალპური და ალპური მდელოებია, უფრო ზევით — მუდმივი თოვლი და პატარა მყინვარები. ჩრდილოეთით კვეთს ტურინ-გრენობლის რკინიგზა.