From Wikipedia, the free encyclopedia
დიურანსი (ფრანგ. Durance) — მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ფარგლებში. მდინარე რონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კოტის ალპებში, ზღვის დონიდან 2325 მ სიმაღლეზე. სიგრძე 323 კმ, აუზის ფართობი 14.342 კმ². შუა დინებაში კვეთს პროვანსის ალპების შტოქედებს, ხოლო ქვემო დინებაში გამოდის რონის დაბლობის ფარგლებში. ზემო დინებაში აუზის საზრდოობაში მონაწილეობს მდნარი თოვლი, დანარჩენ მონაკვეთზე წვიმის წყლები. ზამთარსა და გაზაფხულზე (ივნისის ჩათვლით) დიურანსზე შეიმჩნევა ბობოქარი და საკმაოდ მაღალი წყალმოვარდნები, რომელიც ზოგჯერ იწვევს სანაპირო ნაყარის გარღვევასა და მდინარე რონის დაბლობის ფარგლებში წყალდიდობის წარმოქმნას.
დიურანსი Durance | |
---|---|
მდინარე დიურანსი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ქალაქები | ბრიანსონი, ავინიონი |
სათავე |
კოტის ალპები 44°53′37″ ჩ. გ. 6°43′17″ ა. გ. |
შესართავი |
რონა 43°55′22″ ჩ. გ. 4°44′37″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საფრანგეთი |
შესართავის სიმაღლე | 20 მ |
სიგრძე | 323 კმ |
აუზის ფართობი | 14.342 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
დიურანსი ვიკისაწყობში |
1961 წელს მდინარის ზემო წელში შეიქმნა წყალსაცავი. ჰესი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში შეადგენს 188 მ³/წმ-ს. წყლის სპორტის სახეობების პოპულარული ადგილია. მდინარის ნაპირებზეა ქალაქები: ბრიანსონი, ავინიონი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.