From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთი ალპები (გერმ. Westalpen; იტალ. Alpi Occidentali; ფრანგ. Alpes occidentales) — ალპების მთათა სისტემის ნაწილი ევროპაში. ვრცელდება ბოდენის ტბიდან (ჩრდილოეთით) კომოს ტბამდე (სამხრეთით). მოქცეულია იტალიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ფარგლებში. სიგრძე დაახლოებით 500 კმ, სიგანე ადგილ-ადგილ დაახლოებით 130 კმ. წარმოადგენს ალპების ყველაზე მაღალი ქედებისა და მასივების ერთობლიობას. უმაღლესი მწვერვალია მონბლანი (4808 მ), რომელიც არის დასავლეთი ევროპის უმაღლესი მწვერვალი. ჭარბობს 4000-იანი მწვერვალები, რომელთაგან აღსანიშნავია მონტე-როზა (4634 მ), დომი (4545 მ), ვაისჰორნი (4506 მ), მატერჰორნი (4478 მ), დან-ბლანში (4357 მ), გრან-კომბენი (4314 მ), ფინსტერაარჰორნი (4274 მ), გრანდ-ჟორასი (4208 მ), რიმპფიშჰორნი (4199 მ), ალეჩჰორნი (4195 მ), იუნგფრაუ (4158 მ), გრან-პარადიზო (4061 მ) და სხვა.
დასავლეთი ალპები | |
---|---|
დოფინეს ალპები — მეჟე (3983 მ) | |
კოორდინატები: 45°50′01″ ჩ. გ. 06°51′54″ ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია საფრანგეთი შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | მონბლანი |
სიმაღლე | 4808 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 130 კმ |
განვითარებულია მთის-მყინვარებიანი რელიეფის ფორმები, განაპირა და გრძივი ღრმა ხეობები, მსხვილი მყინვარები. აღმოსავლეთ ალპებთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები სიგანით, მკვეთრად გამოყოფილი თაღოვანი განფენილობით, ხშირი და ღრმა ტექტონიკურ-მდინარეული დანაწევრებით, ჩრდილოეთი რაიონების დიდი სინესტით, სადაც ფართოდ არის განვითარებული მაღალი სარტყლის სუბალპური და ალპური ლანდშაფტები, ხოლო სამხრეთი ქედების ფერდობების ქვედა მონაკვეთებზე გაბატონებულია ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტები. პადანის დაბლობისკენ მიქცეული მონაკვეთი ციცაბოკალთებიანია. დასავლეთი ალპების შემადგენლობაშია: ლიგურიის ალპები, ზღვისპირა ალპები, პროვანსის ალპები, კოტის ალპები, დოფინეს ალპები, გრაის ალპები, ბერნის ალპები, პენინის ალპები, ლეპონტინის ალპები, გლარნის ალპები. დასავლეთი ალპებში ერთიანდება აგრეთვე მთის მასივები: პელვუ, ვერკორი და სხვა.
დასავლეთი ალპები აგებულია ძირითადად კრისტალური ქანებით, პერიფერიები უმეტესად დანალექი ქანებით. გაბატონებულია მთა-ტყის ლანდშაფტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.