From Wikipedia, the free encyclopedia
ალეჩჰორნი (გერმ. Aletschhorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლით ბერნის ალპების მწვერვალებს შორის მეორე ადგილზეა ფინსტერაარჰორნის შემდეგ. სიმაღლე 4195 მ.[1] შეფარდებითი სიმაღლე 1029 მ. ჩრდილოეთ კალთაზე არის მყინვარი ალეჩფირნი, რომელიც არის დიდი ალეჩის მყინვარის ნაწილი. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეა ზემო ალეჩის მყინვარი, ხოლო სამხრეთ კალთაზე შუა ალეჩის მყინვარი. ალეჩჰორნი მიიჩნევა ალპების ყველაზე ცივ მთად. პირველად ალეჩჰორნზე ასვლა განხორციელდა 1859 წელს.
ალეჩჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°27′45″ ჩ. გ. 7°59′37″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 4195 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.