From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 ან უბრალოდ ევრო 2024 — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება.
2017 წლის 8 მარტს უეფა-მ განაცხადა, რომ ტურნირის მასპინძლობის სურვილი ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და თურქეთმა გამოთქვა, რომლებმაც ოფიციალური განაცხადი 2017 წლის 3 მარტამდე წარადგინეს.
მასპინძლის ვინაობა 2018 წლის 27 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრით გაირკვა.[1][2][3]
უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, სადაც მასპინძლის გამოსავლენად მარტივი უმრავლესობაა საჭირო. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი უეფას პრეზიდენტის ხმა ხდება.[4] აღმასრულებელი კომიტეტის 20 წევრიდან ორს ხმის უფლება არ ჰქონდა, ხოლო ერთი არ ესწრებოდა. საერთო ჯამში ხმის უფლების მქონე 17 წევრი დარჩა.[5]
გერმანია როგორც მასპინძელი ავტომატურად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შესარჩევით გამოვლინდა 23 გუნდი.
გუნდი | გასული როგორც | გასვლის თარიღი | ტურნირზე წინა მონაწილეობა[upper-alpha 1] |
---|---|---|---|
გერმანია[upper-alpha 2] | მასპინძელი | 27 სექტემბერი 2018 | 13 (1972, 1976, 1980, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
ბელგია | ჯგუფი F-ის გამარჯვებული | 13 ოქტომბერი 2023 | 6 (1972, 1980, 1984, 2000, 2016, 2020) |
საფრანგეთი | ჯგუფი B-ს გამარჯვებული | 13 ოქტომბერი 2023 | 10 (1960, 1984, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
პორტუგალია | ჯგუფი J-ს გამარჯვებული | 13 ოქტომბერი 2023 | 8 (1984, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
შოტლანდია | ჯგუფი A-ს მეორეადგილოსანი | 15 ოქტომბერი 2023 | 3 (1992, 1996, 2020) |
ესპანეთი | ჯგუფი A-ს გამარჯვებული | 15 ოქტომბერი 2023 | 11 (1964, 1980, 1984, 1988, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
თურქეთი | ჯგუფი D-ს გამარჯვებული | 15 ოქტომბერი 2023 | 5 (1996, 2000, 2008, 2016, 2020) |
ავსტრია | ჯგუფი F-ის მეორეადგილოსანი | 16 ოქტომბერი 2023 | 3 (2008, 2016, 2020) |
ინგლისი | ჯგუფი C-ს გამარჯვებული | 17 ოქტომბერი 2023 | 10 (1968, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2012, 2016, 2020) |
უნგრეთი | ჯგუფი G-ს გამარჯვებული | 16 ნოემბერი 2023 | 4 (1964, 1972, 2016, 2020) |
სლოვაკეთი[upper-alpha 3] | ჯგუფი J-ს მეორეადგილოსანი | 16 ნოემბერი 2023 | 5 (1960, 1976, 1980, 2016, 2020) |
ალბანეთი | ჯგუფი E-ს გამარჯვებული | 17 ნოემბერი 2023 | 1 (2016) |
დანია | ჯგუფი H-ის გამარჯვებული | 17 ნოემბერი 2023 | 9 (1964, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2012, 2020) |
ნიდერლანდები | ჯგუფი B-ს მეორეადგილოსანი | 18 ნოემბერი 2023 | 10 (1976, 1980, 1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2020) |
რუმინეთი | ჯგუფი I-ს გამარჯვებული | 18 ნოემბერი 2023 | 5 (1984, 1996, 2000, 2008, 2016) |
შვეიცარია | ჯგუფი I-ს მეორეადგილოსანი | 18 ნოემბერი 2023 | 5 (1996, 2004, 2008, 2016, 2020) |
სერბეთი[upper-alpha 4] | ჯგუფი G-ს მეორეადგილოსანი | 19 ნოემბერი 2023 | 5 (1960, 1968, 1976, 1984, 2000)[upper-alpha 5] |
ჩეხეთი[upper-alpha 3] | ჯგუფი E-ს მეორეადგილოსანი | 20 ნოემბერი 2023 | 10 (1960, 1976, 1980, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
იტალია | ჯგუფი C-ს მეორეადგილოსანი | 20 ნოემბერი 2023 | 10 (1968, 1980, 1988, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
სლოვენია | ჯგუფი H-ის მეორეადგილოსანი | 20 ნოემბერი 2023 | 1 (2000) |
ხორვატია | ჯგუფი D-ს მეორეადგილოსანი | 21 ნოემბერი 2023 | 6 (1996, 2004, 2008, 2012, 2016, 2020) |
საქართველო | პლეი-ოფის გზა C-ს გამარჯვებული | 26 მარტი 2024 | 0 (დებიუტი) |
უკრაინა | პლეი-ოფის გზა B-ს გამარჯვებული | 26 მარტი 2024 | 3 (2012, 2016, 2020) |
პოლონეთი | პლეი-ოფის გზა A-ს გამარჯვებული | 26 მარტი 2024 | 4 (2008, 2012, 2016, 2020) |
2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 10 ქალაქი შეირჩა, საიდანაც ცხრამ, ბერლინმა, დორტმუნდმა, მიუნხენმა, კიოლნმა, შტუტგარტმა, ჰამბურგმა, ლაიფციგმა, ფრანკფურტმა და გელზენკირხენმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.[10][11] დიუსელდორფი 2006 წელს არ გამოიყენებოდა, მაგრამ უმასპინძლა 1974 წლის მსოფლიოსა და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატებს.
ბერლინი | მიუნხენი | დორტმუნდი | შტუტგარტი |
---|---|---|---|
ბერლინის ოლიმპიაშტადიონი | მიუნხენის საფეხბურთო არენა | დორტმუნდის BVB-ის სტადიონი | შტუტგარტ არენა |
ტევადობა: 74 461 | ტევადობა: 70 076 | ტევადობა: 65 849 | ტევადობა: 54 906 |
გელზენკირხენი | ფრანკფურტი | ||
აუფშალკე არენა | ფრანკფურტ არენა | ||
ტევადობა: 54 740 | ტევადობა: 54 697 | ||
ჰამბურგი | დიუსელდორფი | კიოლნი | ლაიფციგი |
ფოლქსპარკშტადიონი | დიუსელდორფ არენა | კიოლნის სტადიონი | ლაიფციგის სტადიონი |
ტევადობა: 52 245 | ტევადობა: 51 031 | ტევადობა: 49 827 | ტევადობა: 42 959 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.