ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016

From Wikipedia, the free encyclopedia

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016
Remove ads

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 (ან უბრალოდ ევრო 2016) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი. ჩატარდა საფრანგეთში.

სწრაფი ფაქტები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016 Championnat d'Europe de football 2016 ...
Remove ads

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო. საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, არ მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე. 19-მა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ პირდაპირ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, ხოლო ოთხმა გუნდმა კი ეს უფლება მიიღო 2015 წლის ნოემბერში გამართული პლეი-ოფის შემდეგ.

საფრანგეთი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, აირჩა 2010 წლის 28 მაისს. აჯობა თურქეთისა და იტალიის კანდიდატურებს. მატჩები გაიმართა შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდო, ლილი, ლანსი, ლიონი, მარსელი, ნიცა, პარიზი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთმა მესამედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, 1960 და 1984 წლების შემდეგ.

საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 1984 და 2000 წლებში. ევრო 2016-ზე ტიტულს იცავდა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის (ევრო 2008 და ევრო 2012) გამარჯვებული იყო.

ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა. პორტუგალია მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს რუსეთში გასამართ ფიფა-ს კონფედერაციის თასზე.

სტატიაში ყველა საათი მოცემულია თბილისის დროით.

Remove ads

მასპინძელი ქვეყანა

ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა ევრო 2016-ის მასპინძლობის სურვილი 2009 წლის 9 მარტისთვის. საფრანგეთი, იტალია და თურქეთი კონკურსში მონაწილეობდნენ დამოუკიდებლად, შვედეთსა და ნორვეგიას კი გაკეთებული ჰქონდათ ერთობლივი განაცხადი.[1] 2009 წლის დეკემბერში ნორვეგიამ და შვედეთმა უკან გაიტანეს განაცხადი.[2] 2010 წლის 28 მაისს, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მასპინძელი ქვეყანა შეარჩია.[3]

Thumb
განაცხადები ევრო 2016-ის მასპინძლობაზე
კენჭისყრის შედეგები
მეტი ინფორმაცია ქვეყანა, რაუნდი ...
  • პირველ რაუნდში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის ცამეტი წევრი ახდენდა სამივე განაცხადის რანჟირებას ხუთი, ორი და ერთი ქულით
  • მეორე რაუნდში ცამეტივე წევრი ხმას აძლევდა ერთ-ერთ ფინალისტს.

სტადიონები

თავდაპირველად, საფრანგეთის განაცხადში 12 სტადიონი იყო წარდგენილი. 2011 წლის მაისისთვის მასპინძელი სტადიონების რაოდენობა 9-მდე შემცირდა. არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას. უალტერნატივო იყო 7 სტადიონი: სტად დე ფრანსი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი საშინაო არენა, ოთხი ახალაშენებული სტადიონები ლილში, ლიონში, ნიცასა და ბორდოში და ორიც უდიდეს ქალაქებში — პარიზსა და მარსელში. ფინანსური პრობლემების გამო კონკურენციას გამოეთიშა სტრასბურგის სტადიონი. შერჩეულ იქნა სტადიონები ლენსსა და ნანსში, ხოლო სენტ-ეტიენი და ტულუზა მოხვდნენ თადარიგში. 2011 წლის ივნისში ცნობილი გახდა 24-გუნდიანი ფორმატის შესახებ. ამიტომ სარეზერვო ქალაქები დანარჩენ ცხრას შეუერთდნენ. 2011 წლის დეკემბერში ნანსი გამოაკლდა მასპინძელი ქალაქების სიას და საბოლოოდ დარჩა ათი ქალაქი, რომლებიც დაამტკიცა უეფა-ს აღმასკომმა 2013 წლის 25 იანვარს. მასპინძელთა შორის ვერ მოხვდნენ ნანტისა და მონპელიეს სტადიონები, რომლებიც გამოიყენეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

მეტი ინფორმაცია სენ-დენი, მარსელი ...

უსაფრთხოება

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტებმა გამოიწვია დისკუსია ჩემპიონატის უსაფრთხოების შესახებ. ტერაქტებისგან ერთ-ერთის სამიზნე სწორედ „სტად დე ფრანსზე“ მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.

Remove ads

საკვალიფიკაციო ეტაპი

საკვალიფიკაციო ეტაპი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2014 წლის 23 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაიმართა.[5]

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 53 გუნდი, მათ შორის იყო გიბრალტარი, რომელიც პირველად ჩაერთო ტურნირზე. გუნდების განთესვა მოხდა უეფას ეროვნული ნაკრებების კოეფიციენტებით. გუნდები განაწილდნენ 8 ექვსგუნდიან და ერთ ხუთგუნდიან ჯგუფში. გამარჯვებულები, მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ დაიშვა ევროპის ჩემპიონატზე. რვა მესამეადგილოსანს შორის გაიმართა ორმატჩიანი პლეი-ოფი ოთხი გამარჯვებულის გამოსავლენად. მიშელ პლატინის ჰქონდა წინადადება, საკვალიფიკაციო ეტაპი გაყოფილიყო ორ ჯგუფურ რაუნდად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ევრო 2012-ის მონაწილე 16 გუნდიდან 13-მა (საფრანგეთის ჩათვლით) მიიღო ევრო 2016-ზე მონაწილეობის უფლება, მათ შორის იყო ინგლისის ნაკრები, რომელმაც მოიგო 10-დან 10 მატჩი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, რომელმაც ზედიზედ მე-12-ედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2012-ის გამოტოვების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ თურქეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა და ავსტრია. ამ ორი უკანასკნელისთვის ევრო 2016 რიგით მეორე ჩემპიონატია. პირველად მათ როგორც მასპინძელმა, ისე მიიღეს მონაწილეობა — ავსტრიამ 2008, ხოლო უკრაინამ 2012 წელს. დიდი ხნის შესვენებების შემდეგ დაუბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატს ბელგია (ბოლო მონაწილეობა 2000 წელს) და უნგრეთი (ბოლო მონაწილეობა 1972 წელს). ხუთი გუნდი — ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი და უელსი — პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ალბანეთსა და ისლანდიას აქამდე არც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უთამაშიათ. საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარეს ყოფილმა ჩემპიონებმა: დანიამ (1992), ნიდერლანდმა (1988) და საბერძნეთმა (2004).

Remove ads

ფორმატი

ფორმატი, რომელიც გამოიყენებოდა ევრო 1996-დან ევრო 2012-ის ჩათვლით შეიცვალა, რათა მორგებოდა 24 მონაწილეს. საჭირო გახდა ორი ჯგუფის და პლეი-ოფის ეტაპზე ერთი რაუნდის დამატება. ექვსი ჯგუფი (A-დან F-ის ჩათვლით) შედგება ოთხი გუნდისგან. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები ავტომატურად გააგრძელებენ თამაშს პლეი-ოფში. მათ დაემატებათ ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი და საბოლოოდ ეს 16 გუნდი პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს მერვედფინალის ეტაპიდან. ეს ფორმატი გამოიყენებოდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე 1986-1994 წლებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება მესამე ადგილი. ფორმატი ითვალისწინებს 51 მატჩის ჩატარებას, ნაცვლად ძველი ფორმატის 31 მატჩისა.

შემადგენლობები

თითოეული ნაკრები გუნდი, ჩემპიონატის დაწყებამდე არანაკლებ ათი დღით ადრე, წარადგენს განაცხადს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, მათგან სამი უნდა იყოს მეკარე. თუ ფეხბურთელი დაშავდება ან დაავადდება გუნდის პირველ მატჩამდე, მისი შეცვლა შესაძლებელია სხვა მოთამაშით.

თანაბარი ქულები

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა გუნდებს მიენიჭება შემდეგი წესების მიხედვით:

  1. ერთმანეთთან შეხვედრებში დაგროვილი ქულები
  2. ერთმანეთთან შეხვედრებში ბურთების სხვაობა
  3. ერთმანეთთან შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი
  4. ბურთების სხვაობა ყველა მატჩში
  5. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ყველა მატჩში
  6. პენალტების სერია
  7. სამართლიანი თამაშის პრინციპების (Fair play) დაცვა (ნაკლები ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა)
  8. რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში

საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან შემდეგი წესებით:

  1. ყველაზე მეტი ქულა
  2. გოლების საუკეთესო დადებითი სხვაობა
  3. ყველაზე მეტი გატანილი გოლი
  4. სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა
  5. რანგი უეფა-ს კოეფიციენტთა სისტემაში

ჯგუფური ეტაპი

წილისყრა

წილისყრა გაიმართა პარიზში, 2015 წლის 12 დეკემბერს.[6] მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები, წინასწარაა განთესილი A ჯგუფში, პირველ პოზიციაზე. დანარჩენი 23 გუნდი განაწილდა სამ კალათში, აქედან ხუთი საუკეთესო მოხვდა პირველ კალათში, ხოლო დანარჩენ კალათებში ექვს-ექვსი გუნდი განაწილდა. ტიტულის მფლობელი ესპანეთის ნაკრები ავტომატურად მოხვდა პირველ კალათში, ხოლო ყველა დანარჩენი გუნდი კალათებში განაწილდა უეფა-ს ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების (2015 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით) შესაბამისად.[7][8][9][10]

მეტი ინფორმაცია გუნდი, კოეფიციენტი ...

ჯგუფი A

მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
მეტი ინფორმაცია საფრანგეთი, 2 – 1 ...
მეტი ინფორმაცია ალბანეთი, 0 – 1 ...

მეტი ინფორმაცია რუმინეთი, 1 – 1 ...
მეტი ინფორმაცია საფრანგეთი, 2 – 0 ...

მეტი ინფორმაცია რუმინეთი, 0 – 1 ...
მეტი ინფორმაცია შვეიცარია, 0 – 0 ...

ჯგუფი B

მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
მეტი ინფორმაცია უელსი, 2 – 1 ...
მეტი ინფორმაცია ინგლისი, 1 – 1 ...

მეტი ინფორმაცია რუსეთი, 1 – 2 ...
მეტი ინფორმაცია ინგლისი, 2 – 0 ...

მეტი ინფორმაცია რუსეთი, 0 – 3 ...
მეტი ინფორმაცია სლოვაკეთი, 0 – 0 ...

ჯგუფი C

მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
მეტი ინფორმაცია პოლონეთი, 1 – 0 ...
მეტი ინფორმაცია გერმანია, 2 – 0 ...

მეტი ინფორმაცია უკრაინა, 0 – 2 ...
მეტი ინფორმაცია გერმანია, 0 – 0 ...

მეტი ინფორმაცია უკრაინა, 0 – 1 ...
მეტი ინფორმაცია ჩრდილოეთი ირლანდია, 0 – 1 ...

ჯგუფი D

მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
მეტი ინფორმაცია თურქეთი, 0 – 1 ...
მეტი ინფორმაცია ესპანეთი, 1 – 0 ...

მეტი ინფორმაცია ჩეხეთი, 2 – 2 ...
მეტი ინფორმაცია ესპანეთი, 3 – 0 ...

მეტი ინფორმაცია ჩეხეთი, 0 – 2 ...
მეტი ინფორმაცია ხორვატია, 2 – 1 ...

ჯგუფი E

მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
მეტი ინფორმაცია ირლანდია, 1 – 1 ...
მეტი ინფორმაცია ბელგია, 0 – 2 ...

მეტი ინფორმაცია იტალია, 1 – 0 ...
მეტი ინფორმაცია ბელგია, 3 – 0 ...

მეტი ინფორმაცია იტალია, 0 – 1 ...
მეტი ინფორმაცია შვედეთი, 0 – 1 ...

ჯგუფი F

მეტი ინფორმაცია გუნდი, თ ...
მეტი ინფორმაცია ავსტრია, 0 – 2 ...
მეტი ინფორმაცია პორტუგალია, 1 – 1 ...

მეტი ინფორმაცია ისლანდია, 1 – 1 ...
მეტი ინფორმაცია პორტუგალია, 0 – 0 ...

მეტი ინფორმაცია ისლანდია, 2 – 1 ...
მეტი ინფორმაცია უნგრეთი, 3 – 3 ...
Remove ads

პლეი-ოფის ეტაპი

ბადე

 
მერვედფინალიმეოთხედფინალინახევარფინალიფინალი
 
              
 
25 ივნისი – სენტ-ეტიენი
 
 
შვეიცარიის დროშა შვეიცარია1 (4)
 
30 ივნისი – მარსელი
 
პოლონეთის დროშა პოლონეთი (პენ.)1 (5)
 
პოლონეთის დროშა პოლონეთი1 (3)
 
25 ივნისი – ლენსი
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (პენ.)1 (5)
 
ხორვატიის დროშა ხორვატია0
 
6 ივლისი – ლიონი
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (დ.დ.)1
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია2
 
25 ივნისი – პარიზი
 
უელსის დროშა უელსი0
 
უელსის დროშა უელსი1
 
1 ივლისი – ლილი
 
ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჩრდილოეთი ირლანდია0
 
უელსის დროშა უელსი3
 
26 ივნისი – ტულუზა
 
ბელგიის დროშა ბელგია1
 
უნგრეთის დროშა უნგრეთი0
 
10 ივლისი – სენ-დენი
 
ბელგიის დროშა ბელგია4
 
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (დ.დ.)1
 
26 ივნისი – ლილი
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი0
 
გერმანიის დროშა გერმანია3
 
2 ივლისი – ბორდო
 
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი0
 
გერმანიის დროშა გერმანია (პენ.)1 (6)
 
27 ივნისი – სენ-დენი
 
იტალიის დროშა იტალია1 (5)
 
იტალიის დროშა იტალია2
 
7 ივლისი – მარსელი
 
ესპანეთის დროშა ესპანეთი0
 
გერმანიის დროშა გერმანია0
 
26 ივნისი – ლიონი
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი2
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი2
 
3 ივლისი – სენ-დენი
 
ირლანდიის დროშა ირლანდია1
 
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი5
 
27 ივნისი – ნიცა
 
ისლანდიის დროშა ისლანდია2
 
ინგლისის დროშა ინგლისი1
 
 
ისლანდიის დროშა ისლანდია2
 

მერვედფინალები

მეტი ინფორმაცია შვეიცარია, 1 – 1 (დ.დ.) ...

მეტი ინფორმაცია უელსი, 1 – 0 ...

მეტი ინფორმაცია ხორვატია, 0 – 1 (დ.დ.) ...

მეტი ინფორმაცია საფრანგეთი, 2 – 1 ...

მეტი ინფორმაცია გერმანია, 3 – 0 ...

მეტი ინფორმაცია უნგრეთი, 0 – 4 ...

მეტი ინფორმაცია იტალია, 2 – 0 ...

მეტი ინფორმაცია ინგლისი, 1 – 2 ...

მეოთხედფინალები


მეტი ინფორმაცია უელსი, 3 – 1 ...

მეტი ინფორმაცია გერმანია, 1 – 1 (დ.დ.) ...

მეტი ინფორმაცია საფრანგეთი, 5 – 2 ...

ნახევარფინალები

მეტი ინფორმაცია პორტუგალია, 2 – 0 ...

მეტი ინფორმაცია გერმანია, 0 – 2 ...

ფინალი

მეტი ინფორმაცია პორტუგალია, 1 – 0 (დ.დ.) ...
Remove ads

მარკეტინგი

2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო. ლოგო ასახავს ანრი დელონეს თასს საფრანგეთის ეროვნულ ფერებში (ლურჯი, თეთრი, წითელი). 2013 წლის 17 ოქტომბერს უეფა-მ გამოაცხადა ტურნირის ოფიციალური სლოგანი „Le Rendez-Vous“. „Konami“ გამოუშვებს ტურნირის ოფიციალურ ვიდეო თამაშს Pro Evolution Soccer 2016-ში.

ტურნირის ოფიციალური თილისმა, სუპერ ვიქტორი პირველად ნაჩვენები იქნა იქნა 2014 წლის 18 ნოემბერს, საფრანგეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდების მატჩის დროს. ესაა საფრანგეთის ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი სუპერგმირი ბავშვი, ზურგზე წითელი მოსასხამით. მოსასხამი, ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი არის ბავშვის სუპერძალის წყარო. თილისმამ უეფა-ს ოფიციალურ საიტზე 50 ათას ხმაზე მეტი მიიღო.

ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, ადიდასის „Beau Jeu“ 2015 წლის 12 ნოემბერს წარადგინა ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა.

სპონსორები

მეტი ინფორმაცია გლობალური სპონსორები, ეროვნული სპონსორები ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads