Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია (დ. 17 ნოემბერი, 1986), ცნობილი, როგორც ნანი — პორტუგალიელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „მელბურნ ვიქტორისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
ნანი პორტუგალიის ნაკრებში 2012 წელს. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუიშ კარლუშ ალმეიდა და კუნია | ||
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | პრაია, კაბო-ვერდე | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვალენსია | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2003 | რეალ მასამა | ||
2003–2005 | სპორტინგი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2007 | სპორტინგი | 58 | (9) |
2007–2014 | მანჩესტერ იუნაიტედი | 147 | (25) |
2014–2015 | → სპორტინგი | 27 | (7) |
2015–2016 | ფენერბაჰჩე | 28 | (8) |
2016– | ვალენსია | 25 | (5) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006–2007 | პორტუგალია 21 წლ. | 10 | (1) |
2006– | პორტუგალია | 112 | (24) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017 |
საერთაშორისო დონეზე თამაშობდა პორტუგალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, სადაც 112 შეხვედრა ჩაატარა.
ნანიმ კარიერია პროფესიონალური კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო. გუნდის აკადემიას ნანი 2003 წელს შეუერთდა, ძირითად გუნდში კი მისი დებიუტი 2005 წელს შედგა. გუნდში გატარებული ორი წლის მანძილზე მოახერხა პორტუგალიის საფეხბურთო თასის მოპოვება (2006–07 წლების სეზონი). 2007–08 წლების სეზონამდე ნანინ მოახერხა ინგლისური „მანჩესტერ იუანაიტედის“ ყურადღების მიქცევა და გუნდს შეერთდა. მან მალევე მოიპოვა გუნდში ძირითადი ადგილი, მოიგო ოთხი პრემიერ ლიგა, 2007–08 წლების უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, 2008 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, ორი ლიგის თასი და სამი ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი. ერთი სეზონით „სპორტინგში“ იყო განათხოვრებული, სადაც კიდევ ერთხელ მოიგო პორტუგალიის საფეხბურთო თასი, რის შემდეგაც 2015 წელს თურქულ „ფენერბაჰჩეს“ შეუერთდა. ერთი სეზონის შემდეგ ნანი ესპანურ „ვალენსიაში“ გადადის. 2018 წელს დაბრუნდა „სპორტინგში“ საიდანაც ამერიკულ „ორლანდო სიტიში“ გადავიდა, რომელსაც სამი სეზონის მანძილზე კაპიტნობდა. 2022 წლის იანვარში შეუერთდა იტალიურ „ვენეციას“.
ნანის დებიუტი პორტუგალიის ნაკრებში 2006 წელს დანიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ შედგა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა. მალევე მოახერხა ჩამოყალიბებულიყო ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ. გუნდის რიგებში გამოვიდა ოთხ მაღალი დონის ტურნირზე, სამჯერ ევროპის ჩემპიონატსა (2008, 2012, 2016) და 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე. ნაკრებთან ერთად მოიგო ევრო 2016. ჯამში ლუიშ ნანიმ ნაკრების რიგებში 112 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 24 გოლის გატანა მოახერხა. ბოლო შეხვედრა ნაკრების რიგებში 2017 წელს ჩაატარა.
ნანი დაიბადა პრაიაში, კაბო-ვერდეში. ის გაჰყვა ოჯახს ემიგრაციაში ევროპაში ადრეულ ასაკში. ის გაიზარდა პორტუგალიაში და საფეხბურთო კარიერა დაიწყო „რეალ მასამაში“. 16 წლის ასაკში, მან დაიწყო ვარჯიში „სპორტინგში“, საბოლოოდ შეუერთდა კლუბს მას შემდეგ, რაც შესთავაზეს სეზონისწინა შეკრებაზე წასვლა. 2005 წელს შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი და მოიგო პორტუგალიის თასი კლუბში გატარებულ მეორე სეზონში. 2007 წლის მაისში ნანი დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007 წლის ივლისში ის გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ €25.5 მილიონის სანაცვლოდ.[1] ნანიმ მოიგო ინგლისის სუპერთასი დებიუტშივე. კლუბთან ერთად მოიგო პრემიერ ლიგა, 2009 წლის საფეხბურთო ლიგის თასი, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და სამი ინგლისის სუპერთასი. პროფესიონალ ფეხბურთლეთა ასოციაციამ ნანი 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
ნანი ასევე არის პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი. ის იყო აგრეთვე პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2006 წელს დანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, სადაც მან გაიტანა პირველი სანაკრებო გოლი, მისმა ნაკრებმა კი მოიგო 4-2 კოპენჰაგენში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.