From Wikipedia, the free encyclopedia
1958 წელს ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ წინადადებით ფიბა-მ დააწესა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდებოდა პრიზით - „ვერცხლის კალათი“. გათამაშების სისტემა მრავალჯერ შეიცვალა. 1958 - 1965 წლებში გუნდები თამაშობდნენ ოლიმპიური სისტემით, 1966-1976 წლებში მეოთხედფინლიდან იქმნებოდა ჯგუფები, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ ბრძოლას პრიზისათვის. 1977 წლიდან გუნდები პირველ და მეორე ეტაპზე ჯგუფებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში არკვევდა თასის მფლობელს.
2000 წლამდე ტურნირს ხელმძღვანელობდა ფიბა. 2000/2001 წლების სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო სტარტი აიღო ორმა ტურნირმა: ფიბას ,, სუპროლიგამ’’ და ახლად შექმნილი ულების (Union des Ligues Européennes de Basket) ,, ევროლიგამ’’. კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და წაგებული, როგორც ფინანსური , ისე სპორტული თვალსაზრისით ფიბა დარჩა. 2008/2009 წლების სეზონიდან მხარეები შეთანხმდნენ და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს ულები-ევროლიგა დაერქვა. გუნდები ჯერ ორ ეტაპზე ჯგუფებში არკვევენ ოთხ უძლიერესს, რომლებიც შემდგომ ერთ ქალაქში ოლიმპიური სისტემით ათმაშებენ მთავარ პრიზს.
საბჭოთა პერიოდში ამ ტურნირში სამჯერ მონაწილეობდა თბილისის ,,დინამო’’:
დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.
წელი | ჩატარების
ადგილი |
გამარჯვებული | ფინალისტი | შედეგი |
---|---|---|---|---|
1958 | რიგა, სოფია | სკა რიგა, სსრკ, ლატვია | ,,აკადემიკი’’ სოფია, ბულგარეთი | 86 - 81, 84 - 71 |
1959 | რიგა, სოფია | სკა რიგა, სსრკ, ლატვია | ,,აკადემიკი’’ სოფია, ბულგარეთი | 79 - 58, 69 - 67 |
1960 | თბილისი, რიგა | სკა რიგა, სსრკ, ლატვია | ,,დინამო’’ თბილისი, სსრკ, საქართველო | 61 - 51, 69 - 62 |
1961 | რიგა, მოსკოვი | ცსკა მოსკოვი, სსრკ , რუსეთი | სკა რიგა, სსრკ, ლატვია | 61 - 66, 67 - 62 |
1962 | ჟენევა | ,,დინამო’’ თბილისი, სსრკ, საქართველო | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | 90 - 83 |
1963 | მადრიდი, მოსკოვი | ცსკა მოსკოვი, სსრკ, რუსეთი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | 69 - 86, 91 - 74, 99 - 80 |
1964 | ბრნო, მადრიდი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,სპარტაკი’’ ბრნო, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი | 99 - 110, 84 - 64 |
1965 | მოსკოვი, მადრიდი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ცსკა მოსკოვი, სსრკ, რუსეთი | 88 - 81, 76 - 72 |
1966 | ბოლონია | ,,სიმენტალი’’ მილანი, იტალია | ,,სლავია’’ პრაღა, ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი | 77 - 72 |
1967 | მადრიდი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,სიმენტალი’’ მილანი, იტალია | 91 - 83 |
1968 | ლიონი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,სპარტაკი’’ ბრნო, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი | 98 - 95 |
1969 | ბარსელონა | ცსკა მოსკოვი, სსრკ, რუსეთი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | 103 - 99 |
1970 | სარაევო | ,,ინისი’’ ვარეზე, იტალია | ცსკა მოსკოვი, სსრკ, რუსეთი | 79 - 74 |
1971 | ანტვერპენი | ცსკა მოსკოვი, სსრკ, რუსეთი | ,,ინისი’’ ვარეზე, იტალია | 67 - 53 |
1972 | თელ-ავივი | ,,ინისი’’ ვარეზე, იტალია | ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, იუგოსლავია,ხორვატია | 70 - 69 |
1973 | ლიეჟი | ,,ინისი’’ ვარეზე, იტალია | ცსკა მოსკოვი, სსრკ, რუსეთი | 71 - 66 |
1974 | ნანტი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,ინისი’’ ვარეზე, იტალია | 84 - 82 |
1975 | ანტვერპენი | ,,ინისი’’ ვარეზე, იტალია | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | 79 - 66 |
1976 | ჟენევა | ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალია | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | 81 - 74 |
1977 | ბელგრადი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალია | 78 - 77 |
1978 | მიუნხენი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალია | 75 - 67 |
1979 | გრენობლი | ,,ბოსნა’’ სარაევო, იუგოსლავია, ბოსნია-ჰერცეგოვინა | ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, იტალია | 96 - 93 |
1980 | ბერლინი | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 89 - 85 |
1981 | სტრასბურგი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | ,,სინუდინე’’ ბოლონია, იტალია | 80 - 79 |
1982 | კიოლნი | ,,სკიბი’’ კანტუ, იტალია | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 86 - 80 |
1983 | გრენობლი | ,,ფორდი’’ კანტუ, იტალია | ,,ბეილი’’ მილანი, იტალია | 69 - 68 |
1984 | ჟენევა | ,,ბანკო დი რომა’’ რომი, იტალია | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | 79 - 73 |
1985 | ათენი | ,,ციბონა’’ ზაგრები, იუგოსლავია, ხორვატია | ,,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | 87 - 78 |
1986 | ბუდაპეშტი | ,,ციბონა’’ ზაგრები, იუგოსლავია, ხორვატია | ,,ჟალგირისი’’ კაუნასი, სსრკ | 94 - 82 |
1987 | ლოზანა | ,,ტრასერი’’ მილანი, იტალია | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 71 - 69 |
1988 | გენტი | ,,ტრასერი’’ მილანი, იტალია | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 90 - 84 |
1989 | მიუნხენი | ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, იუგოსლავია, ხორვატია | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 75 - 69 |
1990 | სარაგოსა | ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, იუგოსლავია, ხორვატია | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | 72 - 67 |
1991 | პარიზი | პოპ - 84 სპლიტი, იუგოსლავია, ხორვატია | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | 70 - 65 |
1992 | სტამბოლი | ,,პარტიზანი’’ ბელგრადი, იუგოსლავია,სერბეთი | ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა, ესპანეთი | 71 - 70 |
1993 | ათენი | ,,ლიმოჟი’’ლიმოჟი, საფრანგეთი | ,,ბენეტონი’’ ტრევიზო, იტალია | 59 - 55 |
1994 | თელ-ავივი | ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა, ესპანეთი | ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი, საბერძნეთი | 59 - 57 |
1995 | სარაგოსა | ,რეალი’’ მადრიდი, ესპანეთი | ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეი, საბერძნეთი | 73 - 61 |
1996 | პარიზი | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | 67 - 66 |
1997 | რომი | ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი, საბერძნეთი | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | 73 - 58 |
1998 | ბარსელონა | ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალია | აეკ ათენი, საბერძნეთი | 58 - 44 |
1999 | მიუნხენი | ,,ჟალგირისი’’ კაუნასი, ლიეტუვა | ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალია | 82 - 74 |
2000 | სალონიკი | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 73 - 67 |
2001 ფიბა | პარიზი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | 81 - 67 |
2001 ულებ | ბოლონია, ვიტორია | ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალია | ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია, ესპანეთი | 68 - 85, 94 - 73, 80 - 60, 79 - 96, 82 - 74 |
2002 | ბოლონია | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | ,,კინდერი’’ ბოლონია, იტალია | 89 - 83 |
2003 | ბარსელონა | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | ,,ბენეტონი’’ ტრევიზო, იტალია | 76 - 65 |
2004 | თელ-ავივი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | ,,სკიპერი’’ ბოლონია, იტალია | 118 - 74 |
2005 | მოსკოვი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია, ესპანეთი | 90 - 78 |
2006 | პრაღა | ცსკა მოსკოვი, რუსეთი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 73 - 69 |
2007 | ათენი | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | ცსკა მოსკოვი, რუსეთი | 93 - 91 |
2008 | მადრიდი | ცსკა მოსკოვი, რუსეთი | ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ისრაელი | 91 - 77 |
2009 | ბერლინი | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | ცსკა მოსკოვი, რუსეთი | 73 -71 |
2010 | ბერლინი | ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ესპანეთი | ,,ოლიმპიაკოსი პირეოსი, საბერძნეთი | 86 -68 |
2011 | ბარსელონა | ,,პანათინაიკოსი’’ ათენი, საბერძნეთი | ,,მაკაბი თელ-ავივი, ისრაელი | 78 -70 |
2012 | სტამბოლი | ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი, საბერძნეთი | ცსკა მოსკოვი, რუსეთი | 62 -61 |
შენიშვნა: 1. 2000/2001 სეზონში ჩატარდა ორი ტურნირი.
2. გუნდებს რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ. სსრკ, ლატვია), პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას რომელასაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.