From Wikipedia, the free encyclopedia
ედენ აზარი (ფრანგ. Eden Hazard დ. 7 იანვარი, 1991, ლა-ლუვიერი) — ბელგიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ასევე თამაშობს გარემარბის პოზიციაზე. იგი ცნობილია მისი სისწრაფით, დრიბლინგით, ტექნიკითა და კრეატიულობით.[4][5][6] მას ხშირად ადარებენ კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის.[7][8][9][10] ჰაზარი, მწვრთნელების, კოლეგებისა და კომენტატორების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[11][12][13]
აზარი 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ედენ მაიკლ აზარი[1] | ||
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1991[2] | ||
დაბადების ადგილი | ლა-ლუვიერი, ბელგია | ||
სიმაღლე | 175 სმ[3] | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 7 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–2003 | როიალ სტეიტ ბრანიონსი | ||
2003–2005 | ტუბიზი | ||
2005–2007 | ლილი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2012 | ლილი | 147 | (36) |
2012–2019 | ჩელსი | 245 | (85) |
2019– | რეალ მადრიდი | 38 | (4) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006 | ბელგია15 წლ. | 5 | (1) |
2006 | ბელგია16 წლ. | 4 | (2) |
2006–2008 | ბელგია17 წლ. | 17 | (2) |
2007–2009 | ბელგია19 წლ. | 11 | (6) |
2008– | ბელგია | 114 | (33) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ოქტომბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 სექტემბერი, 2021 |
ედენ აზარმა კარიერა ბელგიაში დაიწყო, ჯერ „როიალ სტეიტ ბრანიონსში“, შემდეგ კი „ტუბიზში“. 2005 წელს იგი ფრანგული გუნდის, „ლილის“ აკადემიას შეუერთდა. მან აკადემიაში 2 წელი გაატარა და 2007 წლის ნოემბერს, 16 წლის ასაკში მისი პროფესიონალური დებიუტიც შედგა. მან ლილში 190-ზე მეტი თამაში ჩაატარა და მოიგო რამდენიმე ინდივიდუალური ტიტული, ხოლო 2012 წლის ზაფხულში იგი ინგლისურ კლუბ ჩელსის შეუერთდა, სადაც თავის პირველ სეზონში კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის თასის მოპოვება შესძლო,[3] რისთვისაც დასახელებული იქნა წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად პსა-ის ვერსიით. 2014-2015 სეზონში დაეხმარა „ჩელსის“ ინგლისის ლიგის თასისა[3] და პრემიერლიგის მოგებაში.[14] 2 წლის შემდეგ, 2016-2017 სეზონზე მან კლუბთან ერთად ხელმეორედ შესძლო „პრემიერლიგის“ მოგება.[14]
აზარის დებიუტი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2008 წლის ნოემბერში ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[15] სამი წლის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში, ჰაზარმა პირველი გოლი გაუტანა ყაზახეთის ნაკრებს.[16] მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში. ჰაზარს მონაწილეობა აქვს მიღებული 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.