სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
დოჭუ — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი).
მდებარეობს თუშეთის ალზანისა და პირიქითი ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2050 მ-ზე, ახმეტიდან 102 კმ-ში.
დოჭუ კლდოვანი მთის ბორცვზეა შეფენილი. მჭიდროდ განაშენიანებული სოფელია. შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კოშკების ნანგრევები და საცხოვრებელი სახლები, რომელთაც დაქანებული რელიეფის გამო განსხვავებული სართულიანობა აქვთ. სოფლის თავზე, სამხრეთით, მდებარეობს კოპალეს ხატი, ხოლო აღმოსავლეთით, მთის წვერზე, მარიამწმინდის ხატი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.