ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
მაკრატელას ქედი — ქედი აღმოსავლეთ საქართველოში (თუშეთი). შეადგენს კავკასიონის მთავარი ქედის ნაწილს. წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მაკრატელას ქედი გამოეყოფა აწუნთის ქედს აღმოსავლეთით, მწვერვალებს ამუგოსა და დიდ ბორბალოს შორის. მასზე აღმართულია მწვერვალები: სამვრონი (3482 მ), წიო (3380 მ), ცივი (3362 მ) და მაკრატელა (3106 მ). აგებულია იურული ფიქლებით.
მაკრატელას ქედი | |
---|---|
მაკრატელას ქედის ხედი სოფელ ვესტომთის მიდამოებიდან | |
კოორდინატები: 42°27′35″ ჩ. გ. 45°29′36″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | სამვრონი |
სიმაღლე | 3482 მ |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამვრონისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული. მეოთხეულ პერიოდში ქედზე წარმოდგენილი იყო ხეობის ტიპის მყინვარები, რომელთა სიგრძე 5-6 კმ-ს აღწევდა, მათი ქვედა ბოლოები 2400-2500 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებრეობდნენ.
ქედის სამხრეთ-აღმოსავლური მონაკვეთი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამახასიათებელია ალპური მდელოს ლანდშაფტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.