მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
პირიქითი ალაზანი (ზემო დინებაში ქვახიდისწყალი) — მდინარე თუშეთში, ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 368 კმ². სათავე აქვს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მდინარეზე, ზღვის დონიდან 3195 მ-ზე; ერთვის თუშეთის ალაზანს მარცხნიდან, სოფელ ომალოსთან. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში (მაქსიმალური — ივლისში), წყალმცირობა — ნოემბრიდან აპრილამდე. ნოემბრიდან მარტამდე იძგიფება, ჩნდება თოში, ყინულნაპირისი.
პირიქითი ალაზანი | |
---|---|
პირიქითი ალაზანი სოფელ გირევთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
პირიქითი ქედი 42°31′14″ ჩ. გ. 45°17′05″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3195 მ |
შესართავი |
თუშეთის ალაზანი 42°21′17″ ჩ. გ. 45°39′31″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ომალო |
სიგრძე | 49 კმ |
აუზის ფართობი | 368 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,2 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
პირიქითი ალაზანი ვიკისაწყობში |
თოშხერგილის გამო ზოგჯერ წყალი გუბდება და დონე იწევს. იშვიათად იფარება მთლიანი ყინულსაფრით ნელი დინების მონაკვეთებზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 34 %, ზაფხულ-შემოდგომაზე — 56 %, ზამთარში — 10 %.
მთავარი შენაკადებია: ლაროვანისწყალი, დიდიხევი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.