ქართველი მხატვარი From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი ვახტანგის ძე ერისთავი (დ. 18 ივნისი, 1931, თბილისი — გ. 5 აგვისტო, 2021) — ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის (2006) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990).[2]
დიმიტრი ერისთავი | |
---|---|
დიმიტრი ერისთავი | |
დაიბადა | 18 ივნისი, 1931 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაიცვალა | 5 აგვისტო, 2021[1] (90 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | 5 აგვისტო, 2021 (90 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვრობა |
ჟანრი | გრაფიკა |
ჯილდოები |
|
დაიბადა 1931 წლის 18 ივნისს, თბილისში. მშობლები: დედა — თამარ ქართველიშვილი, მამა — ვახტანგ ერისთავი, მეუღლე — ნათელა, შვილი სანდრო. 1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის ფაკულტეტზე.[3] მისი პედაგოგები იყვნენ ლადო გრიგოლია, სერგო ქობულაძე, დუდა გაბაშვილი, ი. შუხაევი და სხვ.
მისმა სადიპლომო ნამუშევარმა — ილუსტრაციები ანატოლ ფრანსის მოთხრობისათვის „კრენკებილი“ (ხელმძღვანელი — იოსებ შარლემანი) უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1962 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარა. 1967-1974 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. 1957 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი; 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; 1985 წლიდან საქართველოს სახალხო მხატვარია.
დიმიტრი ერისთავი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორია, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია. ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „გიორგობისთვე“, „ყვარყვარე“, „ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.
გარდაიცვალა 2021 წლის 5 აგვისტოს, 90 წლის ასაკში.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.