From Wikipedia, the free encyclopedia
დართლო — დაცარიელებული სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი).
სოფელი | |
---|---|
დართლო | |
დართლო 2015 წელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთი |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ომალო |
კოორდინატები | 42°26′19″ ჩ. გ. 45°34′58″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2 000 მ |
მოსახლეობა | 0[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში, პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ახმეტიდან დაშორებულია 102 კილომეტრით. მიმოსვლა შესაძლებელია როგორც სამანქანო, ისე საჰაერო გზით.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 9 ადამიანი, ეროვნებით ქართველები.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა. 2000-იან წლებიდან სოფელში გაიხსნა სასტუმროები ტურისტებისათვის.
სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების კოშკები. გარეგნულად ისინი ბევრად არ განსხვავდება თუშეთის სხვა სიმაგრეებისაგან, მათაც აქვთ სარკმლების ნაცვლად ვიწრო სამზერები, სათოფურები. ერთ-ერთი კოშკის ფასადში ჩაყოლებულია სამი, განსხვავებული ფერის მოზრდილი ქვა. ისინი ერთ ჰორიზონტალურ ზოლს ქმნიან ისე, რომ შუა ქვა კედლის ღერძს ემთხვევა, დანარჩენი ორი ნაპირებზეა. ქვებზე გამოსახულია წრეებში ჩასმული კვადრები, ზოგს გარშემო სხივები აქვს შემოყოლებული. დართლოში სხვა ნაგებობებზეც არის მსგავსი გამოსახულებანი. წრე არის გამოსახული სოფლის განაპირას მდებარე აკლდამის დასავლეთ კედელზეც, როგორც ჩანს, მიცვალებულთა მზის სიმბოლოდ. ეს გამოსახულებანი ასტრალურ შინაარსს ატარებს და ქართველთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთანაა დაკავშირებული.
სოფლის ტერიტორიაზე არაერთი არქიტექტურული თუ არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, მათ შორისაა: დართლოს აკლდამები, იახსრის ხატი, იდოიძეების საცხოვრებელი კომპლექსი, დართლოს კოშკი, დართლოს სამაროვანი, დართლოს საქვაბე, დართლოს ციხე-სახლები, დართლოს საბჭეო, მარიამწმინდის სალოცავი, მაღალოელის სალოცავი. სოფლის სამხრეთით დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია.
დართლოს ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე შემორჩენილია 18-მდე პეტროგლიფი, რომელთა მოძიება და ნახვა შესაძლებელია, სოფლის ცენტრში დამონტაჟებული საინფორმაციო დაფის საშუალებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.