From Wikipedia, the free encyclopedia
დანო — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი), ისტორიული თუშეთის სამციხის (პირიქითა) თემში.
მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პირიქითი ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე, ახმეტიდან 102 კილომეტრის დაშორებით.
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 40 კომლი. 1920-იან წლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო 13 კომლი (თავბერიძე, ალხანაიძე, შახაძე, თათარაიძე, ლუხუმაიძე, ხელაიძე, ხაპრიძე, ომარაიძე, სულ 53 ადამიანი). მოგვიანებით სოფლის მოსახლეობა კახეთში ჩასახლდა. 2002 და 2014 წლების აღწერების მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.