From Wikipedia, the free encyclopedia
„გრიფინები“ (ინგლ. Family Guy, წარმოთქმა: [ˈfæm.(ə)l.i gaɪ]; სიტყვასიტყვით — მეოჯახე) — სეთ მაკფარლეინის შექმნილი ამერიკული ანიმაციური სიტკომი ტელეარხ Fox Broadcasting Company-სთვის. სიუჟეტი ვითარდება გრიფინების უბედურ ოჯახში[1][2], რომელიც შედგება პიტერ და ლოის გრიფინებისგან. მათ ჰყავთ სამი შვილი: კრისი, მეგი და სტიუი. გარდა ამისა, სახლში არის ანთროპომორფიზმული ძაღლი ბრაიანი. სიტკომის მოქმედებები ვითარდება როდ-აილენდის შტატის გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. ეპიზოდებში შემქმნელები ხშირად ეხებიან სხვადასხვა საკამათო და „მტკივნეულ“ თემებს, როგორებიცაა პოლიტიკა, რასიზმი, მონათმფლობელობა, ფემინიზმი, ჭარბწონიანობა და სხვა.
გრიფინები Family Guy | |
---|---|
სერიალის ლოგო | |
ჟანრი |
სიტკომი შავი იუმორი |
ავტორი | სეთ მაკფარლეინი |
შეიმუშავა |
Fuzzy Door Productions 20th Century Fox Television |
გახმოვანება |
სეთ მაკფარლეინი ალექს ბორშტეინი ლეისი ჩებერტი სეთ გრინი მილა კუნისი მაიკ ჰენრი |
თემის კომპოზიტორი | უოლტერ მერფი |
კომპოზიტორ(ებ)ი |
უოლტერ მერფი რონ ჯონსი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 15 |
სერია | 289 |
ეპიზოდი | (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
სეთ მაკფარლეინი (1999–) დევიდ ცუკერმანი (1999–2003) დენიელ პალადინო (2001-02 დევიდ გუდმანი (1999–) კრის შერიდანი (2005-12) დენი სმითი (2008-) მარკ ჰენტენმანი (2009-) ალექს სულკინი (2011-) უელესლი უაილდი (2011-) |
პროდიუსერ(ებ)ი |
შენონ სმითი იულიუს შარპი კარა ვალოუ |
ხანგრძლივობა | 20-23 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი |
|
ჩვენების ფორმატი |
480i (SDTV) (1999—2002, 2005—2010) 720p (HDTV) (2010- |
ეთერში | 31 იანვარი, 1999 — დღემდე |
ქრონოლოგია | |
წინა | ლარი და სტივი |
დაკავშირებული შოუები | კლივლენდის შოუ |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სეთ მაკფარლეინს გრიფინების შექმნის იდეა ჯერ კიდევ კოლეჯში გაუჩნდა, მაგრამ მის რეალიზაციას ის მხოლოდ თავისი პირველი ანიმაციური პროექტების, „ლარის ცხოვრება“ და „ლარი და სტივის“ შემდეგ შეუდგა. ამ ანიმაციური ფილმების მთავარი პერსონაჟები, ლარი და მისი ძაღლი სტივი მაკფარლეინმა ბრაიანად და პიტერად გადააკეთა. 1998 წლის 15 მაისს მან შვიდწუთიანი საპილოტო ეპიზოდი გადაიღო და თავისი იდეა ტელეარხ Fox-ის ხემძღვანელობას წარუდგინა. ხემძღვანელობას იდეა მოეწონა — პროექტმა დაფინანსება მიიღო. 2002 წელს პროექტი შეაჩერეს, მაგრამ, ტელეარხ Fox-ის ხემძღვანელობამ 2004 წელს, DVD დისკების კარგი გაყიდვების და „Adult Swim“-ზე მაღალი რეიტინგის გამო გრიფინების გაგრძელება გადაწყვიტა.
სერიალი 16-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრაიმ-ტაიმის პრემიაზე (გრიფინებმა ოთხჯერ გაიმარჯვა) და 11-ჯერ პრემია ენიზე (სამი გამარჯვება). 2009 წელს სერიალი ნომინირებული იყო „ემის“ პრემიაზე კატეგორიაში „საუკეთესო კომედიური სერიალი“. ფლინტსტოუნების შემდეგ, (1961 წ.) სერიალი გახდა მეორე ანიმაციური პროექტი, რომელიც ამ კატოგორიაზე იქნა ნომინირებული. გრიფინები არაერთხელ შერაცხეს საკულტო სერიალად[3][4][5], მაგრამ, ამავე დროს, სერიალს ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკოსების აზრით, გრიფინები ბევრი რამით ჰგავს მულტიპლიკაციურ სერიალ სიმფსონებს.
სერიალის წარმატების პარალელურად გამოშვებული იქნა მასთან დაკავშირებული სათამაშოები, წიგნები, კომიქსები, DVD და Blu-ray დისკები, ვიდეო თამაშები და პინბოლის ავტომატი. 2011 წელს დადასტურდა ინფორმაცია, რომ მიდიოდა მუშაობა გრიფინების სრულმეტრაჟიან ვერსიაზე, ხოლო 2009 წლის 27 სექტემბერს შედგა სერიალის „სპინოფის“ (ინგლ. Spinoff) პრემიერა.
მაკფარლეინს გრიფინების შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1995 წელს გაუჩნდა, როდესაც ის როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში სწავლობდა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ლარის ცხოვრება[6]. ანიმაციურმა ფილმა დადებითი გავლენა მოახდინა ანიმაციური სტუდიის Hanna-Barbera-ს ხელმძღვანელობაზე, რის გამოც მათ მაკფარლეინს სამსახური შესთავაზეს[7]. 1997 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმის სიკველი, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ლარი და სტივი, რომელშიც ნაჩვენები იყო შუა ასაკში მყოფი მამაკაცისა და მისი ინტელექტუალი ძაღლის ურთიერთობა. პირველად ის საბავშვო არხის Cartoon Network-ის ეთერში 1997 წლის 5 თებერვალს გამოჩნდა[8]. იმ დროისათვის მაკფარლეინი 23 წლის იყო. ანიმაციურმა ფილმმა შეძლო კომპანია 20th Century Fox-ის ხემძღვანელობის ყურადღების მიქცევა, რის გამოც მათ მაკფარლეინს სერიალის შექმნა შესთავაზეს, რომელიც ამ პერსონაჟების ცხოვრებაზე იქნებოდა დაფუძნებული[9]. პრეზენტაციისთვის მაკფარლეინს 50 000 ამერიკული დოლარი გამოუყვეს. ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, სეთმა კომპანიას დასრულებული პროექტი — გრიფინები წარუდგინა[10].
ახალმა სერიალმა ძველის რამდენიმე განსაკუთრებული ნიშანი შეინარჩუნა. კერძოდ, ლარი და სტივი გახდენ პიტერისა და ბრაიანის პერსონაჟების პროტოტიპები.[11] მაკფარლეინი ხუმრობდა, რომ ამ ორ ანიმაციურ ფილმს შორის განსხვავება ის იყო, რომ პირველის პრემიერა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში შედგა, ხოლო მეორეს პრემიერა სუპერ ბოულის ტრანსლაციის შემდეგ. გრიფინებისთვის შთაგონებას მაკფარლეინი იღებდა ისეთი სერიალებისგან, როგორებიცაა სიმფსონები, ყველაფერი ოჯახში, ლარი სანდერსის შოუ[12]. გარდა ამისა, მაკფარლეინის აზრით, გარკვეული გავლენა იქონია შაბათს ნაჩვენებმა საშინელებათა ჟანრიის ანიმაციურმა ფილმებმა, როგორებიცაა ფონდი და ბანდა — ბედნიერი დღეები; რუბიკი — გასაოცარი კუბიკი[13].
თავიდან პროექტი უნდა გაეშვათ MADtv-ზე, მაგრამ გეგმები შეიცვალა, როდესაც აღმოჩნდა, რომ MADtv-ს ანიმაციური ფილმისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა[14]. ამის შემდეგ მაკფარლეინმა გრიფინები Fox-ის ხემძღვანელობას წარუდგინა[15]. შვიდწუთიანმა სადემონსტრაციო ვერსიამ მათზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა[16]. მაკფარლეინის აღიარებით, ფაქტი, რომ Fox-ი მზად იყო სერიალის წარმოების დასაწყებად მან დედამისისგან გაიგო, რომელმაც ინტერნეტში წაიკითხა, რომ ტელეარხმა გრიფინების 13 ეპიზოდი იყიდა[14].
მულტსერიალის ეპიზოდის შექმნას დაახლოებით ათი თვე სჭირდებოდა, რადგანაც ანიმაცია იხატებოდა ხელით. ამის გამო შოუს სცენარში ვერ ხვდებოდა დისკუსიები აქტუალურ თემებზე სამხრეთის პარკისგან განსხვავებით, რომლის შექმნასაც დაახლოებით სამი კვირა სჭირდებოდა[17]. პირველ სცენარისტებს, რომლებიც გრიფინებზე მუშაობდნენ, ამგვარი გამოცდილება ადრე არასდროს ჰქონიათ — ადრე ისინი სიტკომებზე მუშაობდნენ.[18].
მაკფარლეინი 1940-იანების დრამატული რადიოდადგმების დიდი მოყვარული იყო. ერთ-ერთმა იმდროინდელმა დადგმამ, „სასპენსმა“, რომელიც საშიში სახელებით გამოდიოდა, მაკფარლეინს შთაგონება მისცა — გრიფინები ყოველი ეპიზოდი საშიში სახელით გამოდიოდა, რამაც მაკფარლეინს ისეთი ეპიზოდების შექმნის შთაგონება მისცა, როგორებიცაა სიკვდილს აქვს ჩრდილი და გონება სიკვდილზე მაღლა დგას. პირველი ოთხი ეპიზოდის შემდეგ, სერიების ასეთ დასახელებაზე უარი თქვეს. მუშაობის პირველ თვეებში სცენარისტებს თავიანთი ოთახი არ გააჩნდათ და მათ გორათა მეფის ჯგუფთან ერთ ოთახში უწევდათ მუშაობა[19].
სცენარისტების 2007-2008 წლების გაფიცვის დროს Fox-მა სერიალის ორი ეპიზოდი მაკფარლეინის თანხმობის გარეშე გამოუშვა[20], თუმცა, იურიდიულად კომპანიას ამის უფლება ჰქონდა[21]. გაფიცვა 2008 წლის 12 თებერვალს დასრულდა.
გრიფინების პირველი ეპიზოდის, Death has a shadow-ის პრემიერა 1999 წლის 31 იანვარს, სუპერ ბოულის შემდეგ შედგა. პრემიერას ოცმა მილიონმა ადამიანმა უყურა და გარკვეული უთანხმოებებიც გამოიწვია[22]. მეორე ეპიზოდი 1999 წლის 11 აპრილს, სიმფსონებისა და საიდუმლო მასალებს შორის გამოვიდა[16]. პირველი სეზონის დასასრულისთვის გრიფინები ნილსენის რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებდა 12 მილიონი მაყურებლით[23]. მეორე სეზონი დაიწყო 1999 წლის 23 სექტემბერს ახალი განრიგით: ამიერიდან სერიალი ხუთშაბათს, 21 საათზე გავიდოდა ეთერში. გრიფინები ცდილობდა ტელეარხ NBC-ის შოუ ფრეიზერისთვის კონკურენციის გაწევას, თუმცა, მათი რეიტინგი მკვეთრად დაეცა. სამთვიანი შესვენების შემდეგ სერიალი ეთერში 2000 წლის 7 მარტს, ახალი დროით დაბრუნდა (სამშაბათი, 20:30). გრიფინებს კონკურენციას უწევდა ინტელექტუალური შოუ „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“[16], რომელიც ნილსენის რეიტინგში პირველ სამ ადგილს იკავებდა. ამავე რეიტინგში მაკფარლეინის სერიალი 114-ე ადგილზე იყო ექვსმილიონიანი აუდიტორიით[24].
მეორე და მესამე სეზონების დროს შოუ ხშირად გადიოდა იმ დროს, როდესაც ის წესით ეთერში არ უნდა ყოფილიყო. ამან კიდევ უფრო დააგდო რეიტინგები[25]. 2002 წლის 15 მაისს ტელეარხმა წარადგინა შემოდგომის ტელეპროგრამები და „გრიფინები“ მათ შორის არ იყო[16]. იმავე წელს ანიმაციური ფილმის ჩვენება ოფიციალურად შეჩერდა.
ჩვენების შეჩერების შემდეგ Fox-მა ანიმაციური ფილმის საავტორო უფლების გაყიდვა სცადა, მაგრამ, დაინტერესებული ტელეარხების პოვნა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ანიმაციური ფილმი Cartoon Network-მა თითქმის უფასოდ შეიძინა[26]. გრიფინების განმეორებითი ტრანსლაცია Adult Swim-ის ღამის ბლოკში 2003 წლის 20 აპრილს შედგა. მაშინ სერიალის აუდიტორიამ 239%-ით მოიმატა[16] და ბლოკში ყველაზე წარმატებული გახდა. იმავე წელს, ოღონდ ოდნავ ადრე, 15 აპრილს, Fox-მა სერიალის 28 ეპიზოდი DVD-ზე გამოუშვა. შოუ უცაბედად კულტურული ფენომენი გახდა: პირველ თვეს გაიყიდა 400 000 დისკი[16]. მალევე გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ 2,2 მილიონს მიაღწია[27]. გრიფინები 2003 წელს DVD დისკზე ყველაზე გაყიდვადი ტელესერიალი გახდა. გარდა ამისა, პოპულარობით სერიალს მხოლოდ Comedy Central-ის შანელის შოუმ გაუსწრო[28]. გრიფინების ამაღლებული რეიტინგის გამო Fox-ში მისი წარმოების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. 2003 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია სერიალის 35 ახალი ეპიზოდის გამოშვებას აპირებდა[29].
მაკფარლეინმა სამწლიანი შესვენება სასარგებლოდ მიიჩნია, რადგან ანიმაციური შოუები ჩვეულებრივ, შესვენების გარეშე მიდიან და სეზონის ბოლოს მაყურებელს მხოლოდ მობეზრებულ თემაზე ესმის ხუმრობები, რაც სცენარისტების ტვინის „გადაწვაზე“ მიუთითებს. მაკფარლეინი ამბობდა, რომ შოუს შემქმნელებმა ანიმაციური ფილმის და მისი პერსონაჟების შენარჩუნება სცადეს და ცდილობდნენ არ გადაეხვიათ კურსისთვის, რომელსაც შოუს დახურვამდე მიყვებოდნენ[30]. აღდგენილი შოუს პირველი ეპიზოდის აუდიტორიამ 11,85 მილიონი ადამიანი შეადგინა[31].
სეთ მაკფარლეინი სერიალის სამ მთავარ გმირს: პიტერს, ბრაინს და სტიუის ახმოვანებდა[32]. პიტერის ხმის შთაგონება მისთვის დაცვის წევრის ხმა იყო, რომელიც მან ჯერ კიდევ როდ-აილენდის დიზაინის სკოლაში მოისმინა[33]. სტიუის ხმა დაფუძნებულია ინგლისელი მსახიობ რექს ჰარისონის ხმაზე[34], რომელსაც იგი ფილმ ჩემი მშვენიერი ლედიში იყენებდა[35]. გარდა ამისა, მაკფარლეინი ახმოვანებდა სხვა ეპიზოდურ გმირებს, როგორებიც არიან გლენ ქუაგმაირი[32], ტომ ტაკერი[36] და კარტერ პიუტერშმიდტი[37]. ცნობილია, რომ ბრაინის როლის კასტინგზე იყო უილიამ მეისი[38].
ალექს ბორშტეინი ახმოვანებს ლოის გრიფინს, ტრიშა ტაკანავას, ლორეტ ბრაუნსა და ბარბარა პიუტერშმიდტს[39]. ბორშტეინს პილოტური გამოშვების გახმოვანება მაშინ შესთავაზეს, როდესაც ის MADtv-ში მუშაობდა. ამავე დროს ის მონაწილეობდა სცენურ დადგმაში ქალაქ ლოს-ანჯელესში. ალექსი იქ წითურთმიან დედას თამაშობდა, რომლის პერსონაჟი მან თავისი ბიძაშვილისგან დააკოპირა. ამავე ხმით ის ახმოვანებდა ლოისს[39][40]. ცნობილია, რომ ბორშტეინი იყო მეოთხე და მეხუთე ეპიზოდის უფროსი პროდიუსერი[41].
სეთ გრინი ახმოვანებს კრის გრიფინს და ნეილ გოლდმანს[42][43]. გრინი ყვებოდა, რომ კასტინგის დროს ის ბუფალო ბილის ხმით ლამარაკობდა[44][45].
ლეის ჩებერტი ახმოვანებდა მეგ გრიფინს 1999-2000 წლებში, 2000 წლიდან კი როლი მილა კუნისს ერგო[42]. ცნობილია, რომ პილოტურ გამოშვებაში მეგი რეიჩელ მაკფარლეინის ხმით ლაპარაკობდა, ხოლო სპეციალური ეპიზოდისთვის „Don't make me over“, სადაც მეგი მღეროდა, მის როლზე ტარა სტონგი მიიწვიეს[46].
მაიკ ჰენრი ახმოვანებს კლივლენდ ბრაუნს, კლივლენდ ბრაუნ უმცროსს, ჰერბერტს და სხვა მეორეხარისხოვან პერსონაჟებს[47][48]. ჰენრიმ მაკფარლეინი ჯერ კიდევ დიზაინის სკოლაში გაიცნო და შესთავაზა სწავლის დასრულების შემდეგ, კონტაქტის შენარჩუნება. თავიდან, მაკფარლეინმა ჰენრი სცენარისტად მიიწვია, მაგრამ შემდეგ მაიკლ კლივლენდის პერსონაჟი შექმნა და მისი გახმოვანება დაიწყო. კლივლენდის ხმის შთაგონების წყაროდ იქცა კაცის ხმა, რომელთანაც ერთხელ ჰენრი კალათბურთს თამაშობდა. კაცი „მერილენდის“ მაგივრად მერლინს ამბობდა. ჰერბერტის ხმის მაგალითად ჰენრის შთაგონება გახდა მოხუცი კაცი, რომელსაც იგი პროდუქტების მაღაზიაში შეხვდა. ჰენრი გამხმოვანებელთა სიაში მეხუთე სეზონიდან ჩაირიცხა[48].
მსახიობთა შემადგენლობა | |||||
---|---|---|---|---|---|
სეთ მაკფარლეინი | ალექს ბორშტეინი | სეთ გრინი | მილა კუნისი | მაიკ ჰენრი | პატრიკ უორბერტონი |
პიტერ გრიფინი, სტიუ გრიფინი, ბრაიან გრიფინი, გლენ ქუაგმაირი, ტომ ტაკერი, კატერ პიუტერშმიდტი, დოქტორი ელმერ ჰარტმანი და სხვა. | ლოის გრიფინი, ლორეტა ბრაუნი, ბარბარა პიუტერშმიდტი, ტრიშა ტაკანავა და სხვა. | კრის გრიფინი, ნილ გოლდმანი და სხვა. | მეგ გრიფინი | კლივლენდ ბრაუნი, ჰერბერტი, კონსუელა და სხვა | ჯო სუონსონი |
მეორეხარისხოვანი პერსონაჟების გამხმოვანებლები:
ანიმატორი ბუტჩ ჰარტმანი ახმოვანებს ბევრ ეპიზოდურ პერსონაჟს[58], ხოლო სცენარისტი დენი სმითი ახმოვანებს ისეთ მეორე ხარისხოვან პერსონაჟს, როგორიც არის გიგანტური წიწილა ერნი[59].
სერიალი ხშირად იწვევს ცნობილ ადამიანებს. ძირითადად, ისინი თავის თავს ახმოვანებენ ხოლმე, მაგრამ კამეოსგან განსხვავებით, მოწვეული სტუმრის როლი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდეს. მხოლოდ რამდენიმე მოწვეულმა სტუმარმა გაახმოვანა პერსონაჟი მთელი ეპიზოდის განმავლობაში. მაგალითად, ეპიზოდში „Not All Dogs Go to Heaven“ თავიანთივე თავის გახმოვანებაში მიიღეს მონაწილეობა ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობის პერსონაჟებმა: პატრიკ სტიუარტმა, ჯონათან ფრეიკსმა, ბრენტ სპაინერმა, ლევარ ბარტონმა, გეიტს მაკფადენმა, მაიკლ დორნმა, უილ უიტონმა, მარინა სირტისმა და დენიზ კროსბიმ.
მაკფარლეინი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი და შემოქმედებითი კონსულტანტი მთელი მისი არსებობის განმავლობაში იყო[60]. სერიალის პირველი აღმასრულებელი პროდიუსერები ასევე იყვნენ დევიდ ცუკერმანი და დევიდ პრიტჩარდი. სიტკომის შექმნაში დროის სხვადასხვა მონაკვეთებში მონაწილეობდნენ ისეთი აღმასრულებელი პროდიუსერები, როგორებიც არიან დენიელ პალადინო, კარა ვალოუ და დენი სმითი. დევიდ გუდმანი სერიალში შევიდა როგორც პროდიუსერის შემცვლელი (თანაპროდიუსერი) მესამე სეზონის დროს, მაგრამ, საბოლოოდ, აღმასრულებლის როლი დაიკავა. ხშირად ასეთი ტიპის სერიალებში აღმასრულებელი პროდიუსერები მუშაობენ როგორც „შოურანერები“ (ინგლ. Showrunner) — ისინი, ვინც მთავარი სცენარისტები არიან და წარმოების პროცესს ხელმძღვანელობენ.
სერიალის სიუჟეტი მოგვითხრობს პიტერ გრიფინის (კათოლიკე ამერიკელის, რომელსაც გამოკვეთილი როდ-აილენდური აქცენტი აქვს)[61] თავგადასავლებზე. ის დაქორწინებულია ლოისზე — დიასახლისსა და მუსიკის მასწავლებელზე. მას აქვს ახალი ინგლისის გამოკვეთილი აქცენტი, ხოლო დაიბადა და გაიზარდა მდიდარ პიუტერშმიდტთა ოჯახში.[62] პიტერს და ლოისს ჰყავთ სამი შვილი: მოზარდი მეგი, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო საზოგადოებაში ინტეგრაცია. მას ხშირად დასცინიან და იგნორირებენ, მათ შორის, ოჯახის წევრებიც; ჭარბწონიანი მოზარდი კრისი, რომელიც ქცევითა და მანერებით მამას ჰგავს; ბოროტმოქმედი ჩვილი სტიუი, რომლის სექსუალური ორიენტაცია გაურკვეველია და რომელსაც ზრდასრული ადამიანის მანერები გააჩნია. გრიფინებთან ცხოვრობს ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი, რომელიც სვამს მარტინის და ლაპარაკობს კიდეც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს ცხოველის მანერებს.[63]
სერიალი ძირითადად ვითარდება გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში (პროვიდენსი, როდ-აილენდის შტატი). აქვე სწავლობდა თვითონ მაკფარლეინი. ამან გავლენა იქონია გრიფინების საცხოვრებელი ადგილის არჩევაზე. სერიალში სახლების სახურავების ქვეშ პროვიდენსში არსებული შენობების დანახვაც შეიძლება.[64] მაკფარლეინი ხშირად იყენებს როდ-აილენდის ნამდვილი ადგილების და ცნობილი ადამიანების სახელებს, როგორც, მაგალითად, პოტაკეტი და ბადი ჩიანჩი. ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში მაკფარლეინმა განაცხადა, რომ კუაჰოგის მოდელი იყო ქალაქი კრენსტონი (როდ-აილენდის შტატი).[65]
სერიალი იყენებს ე.წ. „ამოჭრილი იუმორის“ ტექნიკას.[66] ერთ ეპიზოდში შეიძლება იყოს შვიდი-რვა ამოჭრა, რომელთა უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს სიუჟეტთან.[67]
გრიფინებში ხშირია თვით ირონია. ყველაზე ხშირი გამოვლინებები არის ხუმრობები თვითონ Fox-ზე, ასევე არის შემთხვევები, როდესაც „მეოთხე კედლის“ გატეხვის შემდეგ, პერსონაჟები მაყურებლებთან საუბრობენ. მაგალითად, ეპიზოდ „North by North Quahog“-ში პიტერი დასცინის გრიფინების ჩვენების შეჩერებას და შოუებს, რომლებსაც მის მაგივრად აჩვენებდნენ.[68][69]
სერიალში ხშირად ხუმრობენ მტკივნეულ და საკამათო თემებზე: პოლიტიკა, მონობა, ინვალიდობა, ფემინიზმი, ჭარბწონიანობა,[70] რელიგია,[71] პედოფილია, რასიზმი, სექსიზმი, სექსუალური თემები[72] და სხვა. გრიფინებს შეიძლება ვერ გადაურჩეს ვერც ცნობილი პიროვნება.[73] ზოგიერთ პერსონაჟს გააჩნია თავისი განსაკუთრებული ფრაზები და გამოთქმები, მაგალითად, ქუაგმაირის „Giggity giggity goo!“ და პიტერის „Holy crap!“[74]
„Road to“ არის განსაკუთრებული ეპიზოდების სერია,[75] რომლებიც არის პაროდიები ფილმებზე „Road to..“ (ქართ. გზა რაღაც მიმართულებით). ამ ეპიზოდებში ცენტრალური პერსონაჟები არიან სტიუი და ბრაიანი, რომლებიც, სიუჟეტის მიხედვით, ხვდებიან სხვა სახელმწიფოებში, სამეცნიერო-ფანტასტიკურ ან კიდევ ზებუნებრივ ადგილებში. სერიები ასევე ცნობილია მუსიკალური ნომრებით.[76] პირველი ასეთი ეპიზოდი გამოვიდა 2000 წლის 30 მაისს, ბოლო — 2013 წლის 19 მაისს.[77]
გრიფინები საკმაოდ წარმატებულია კრიტიკოსთა შორის. მაგალითად, კეტრინ სეიპმა National Review-დან სერიალს „უხამსო, მაგრამ ძალიან სასაცილო“ უწოდა.[78] კერინ ჯეიმზმა ნიუ-იორკ ტაიმზი-დან გრიფინები ძალიან სატირულ ოჯახად ჩათვალა.[79] 2009 წლის 21 აპრილს სერიალმა დაიმსახურა „კვირის შოუს“ ტიტული, რომელიც მას „The Sydney Morning Herald“-მა მიანიჭა. გარდა ამისა, ამავე ჟურნალმა „გრიფინებს“ „პოპ-კულტურული შედევრი“ უწოდა.[80] The Seattle Times-ის რედაქტორმა ფრეიზერ მურმა სერიალი შერეულად შეაფასა: მან სერიალი სულელურად, მაგრამ ამავე დროს გონებამახვილ და დროდადრო გასაოცრად შეაფასა. ამას მან გენიალურისა და სასაცილოს მარჯვე ნარევი უწოდა. ნენსი ფრანკლინის აზრით (ნიუ-იორკერი), გრიფინებმა სიმფსონებს ბევრად აჯობა.[81] 2009 წელს შოუ გახდა ყველაზე პოპულარული საიტ Hulu-ზე.[82] საიტ IGN-ის რედაქციამ განაცხადა, რომ არ უნახია მეორე ტელეკომედია, რომელსაც შეუძლია ამდენი სიცილის გამოწვევა ნახევარი საათის განმავლობაში.[83] ჟურნალ Empire-ის რედაქციამ განაცხადა, რომ შოუსადმი ამგვარი სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ „მასში არაფერი წმინდა არ არის“.[84]
არაერთ ცნობილ სახეს უღიარებია, რომ ის გრიფინების თაყვანისმცემელია. მაგალითად, რობერტ დაუნი უმცროსმა სერიალის შემქმნელებს დაურეკა და ჰკითხა, რითი შეეძლო ეპიზოდის შექმნაში დახმარებოდა, რადგანაც მისი შვილი სერიალის დიდი ფანატი იყო. საბოლოოდ, დაუნისთვის სპეციალური პერსონაჟიც შექმნეს.[85] სერიალის თაყვანისმცემლები ასევე არიან დუეინ ჯონსონი,[86] რიანა[87] და ბრიტნი სპირსი.[88] ცნობილია, რომ ბრიტნი სპირსი ეპიზოდური როლის პრეტენდენტიც კი იყო, მაგრამ, საბოლოოდ მაკფარლეინმა უარი თქვა ამ იდეაზე[89] რათა არ მოეწყო „ომი“ South Park-თან, სადაც ადრე ბრიტნის დასცინოდნენ.
2008 წელს პიტერ გრიფინი რესტორან „Subway“-ს სარეკლამო სახეც იყო.[90]
სერიალი და მისი შემქმნელები თექვსმეტჯერ (მათ ოთხჯერ გაიმარჯვეს) იქნენ ნომინირებულნი პრაიმ-ტაიმის პრემია „ემიზე“. 2009 წელს გრიფინები „საუკეთესო კომედიურ ფილმზე“ იყო ნომინირებული[91] (გრიფინები გახდა პირველი ანიმაციური სერიალი ფლინტსტოუნების შემდეგ, რომელიც ამ პრემიაზე იყო ნომინირებული).[71] სიტკომი „ენის პრემიის“ ნომინანტი თერთმეტჯერ გახდა,[92][93][94][95][96][97] მათგან სამჯერ მოიგო.[94][96] გრიფინები ნომინირებული იყო ბევრ სხვა პრემიაზეც.
„IGN“-მა სერიალს „100 საუკეთესო ანიმაციური ფილმის სიაში“ მეშვიდე ადგილი მიაკუთვნა;[98] სერიალი მეექვსე ადგილზე გავიდა სიაში „პრაიმ-ტაიმში ტრანსლირებული 25 საუკეთესო ანიმაციური ფილმი“;[99] 24-ე ადგილზე — „ყველა დროის ყველაზე სასაცილო ტელეშოუებში“;[100] ჟურნალმა Empire-მა სერიალი სიაში „ყველა დროის 50 უდიდესი ტელეშოუ“ მე-12 ადგილზე დააყენა.[101] 2005 წელს ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 4 მაყურებლის არჩევანზე დაფუძნებული „100 უდიდესი ანიმაციური ფილმის სია“ შეადგინა, რომელზეც გრიფინები მე-5 ადგილზე გავიდა.[102] 2007 წელს TV Guide-მა შეადგინა „ისტორიაში ყველაზე საკულტო შოუების სია“, რომელშიც გრიფინები მე-15 ადგილზე გავიდა.[103]
სეზონი | ეპიზოდები | დროის ინტერვალი (აღმოსავლეთ დროის სარტყელი) (ჩრდილოეთი ამერიკა) | სეზონის პრემიერა | სეზონის ფინალი | საეთერო სეზონი | რანგი | მაყურებლები (მილიონებში) | ||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თარიღი | მაყურებლები (მილიონებში) |
თარიღი | მაყურებლები (მილიონებში) | ||||||
1 | 7 | კვირა 8:30 | 31, იანვარი, 1999 | 22.01[104] | 16 მაისი, 1999 | არ არის | 1998–99 | 33 | 12.80 |
2 | 21 | ხუთშაბათი 9:00 | 23 სექტემბერი, 1999 | არ არის | 1 აგვისტო, 2000 | არ არის | 1999–2000 | 114 | 6.32 |
3 | 22 | ხუთშაბათი 8:00 | 11 ივლისი, 2001 | არ არის | 9 ნოემბერი, 2003 | არ არის | 2001–02 | 125 | 4.50 |
4 | 30 | კვირა 9:00 | 1 მაისი, 2005 | 11.85[105] | 21 მაისი, 2006 | 7.88[106] | 2005–06 | 68 | 7.90 |
5 | 18 | 10 სექტემბერი, 2006 | 9.93[107] | 20 მაისი, 2007 | 9.15[108] | 2006–07 | 71 | 7.20 | |
6 | 12 | 23 სექტემბერი, 2007 | 10.86[109] | 4 მაისი, 2008 | 7.68[110] | 2007–08 | 84 | 7.94 | |
7 | 16 | 28 სექტემბერი, 2008 | 9.20[109] | 17 მაისი, 2009 | 7.33[111] | 2008–09 | 69 | 7.56 | |
8 | 21 | 27 სექტემბერი, 2009 | 10.17[112] | 20 ივნისი, 2010 | 6.13[113] | 2009–10 | 53 | 7.56 | |
9 | 18 | 26 სექტემბერი, 2010 | 9.41[114] | 22 მაისი, 2011 | 5.85[115] | 2010–11 | 56 | 7.66 | |
10 | 23 | 25 სექტემბერი, 2011 | 7.69[116] | 20 მაისი, 2012 | 5.35[117] | 2011–12 | 70 | 7.30 | |
11 | 22 | 30 სექტემბერი, 2012 | 6.55[118] | 19 მაისი, 2013 | 5.16[119] | 2012–13 | 63 | 6.94 | |
12 | 21 | კვირა 9:00 (ეპიზოდები 1–11) კვირა 8:30 (ეპიზოდები 12–21) |
29 სექტემბერი, 2013 | 5.20[120] | 18 მაისი, 2014 | 3.85[121] | 2013–14 | 78 | 6.11[122] |
13 | 18 | კვირა 9:00 | 28 სექტემბერი, 2014 | 8.45[123] | 17 მაისი, 2015 | 2.85[124] | 2014–15 | 94 | 5.86 |
14 | 20 | 27 სექტემბერი, 2015 | 2.87[125] | 22 მაისი, 2016 | 2.59[126] | 2015–16 | 111 | 4.28 |
სერიალი არაერთხელ შეაფასეს ნეგატიურად. ასე, მაგალითად, კონსერვატიული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Parents Television Council“ შოუს პრემიერის დღიდან „დაესხა თავს“. იგი ხშირად ანიჭებდა სერიალის სხვადასხვა ეპიზოდებს „კვირის ყველაზე ცუდი ტელეშოუს“ ტიტულს. ორგანიზაცია სიტკომს ტელევიზიაში „ყველაზე მავნედ“ თვლის. მისი პოზიციით, სერიალი საზოგადოებაში მიუღებელი ნივთების განვითარებას ეხმარება.[127][128][129] ორგანიზაციას არაერთხელ დაუდანაშაულებია გრიფინები (და სხვა შოუებიც) რელიგიისა და ღმერთის დაცინვის ობიექტად გამოყვანაში.[130] გარდა ამისა, მან გრიფინები არაერთხელ შეიყვანა ყველაზე ცუდი სერიალების სიაში, 2000, 2005 და 2006 წლებში.[131][132][133] კენ ტაკერმა, Entertainment Weekly-ს ჟურნალისტმა სერიალი რასიზმსა და ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და მას „საზიზღარი ნაგავი“ უწოდა.[134] სიტკომის არც თუ ისე კარგი რეპუტაციის გამო ზოგიერთი სპონსორი უარს ამბობდა სერიალთან თანამშრომლობაზე.[135][136] კრიტიკოსები ასევე ხშირად აღნიშნავენ, რომ გრიფინები და სიმფსონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.[137][138]
სერიალი არაერთხელ გახდა რამდენიმე სკანდალის მიზეზი. ასე, ეპიზოდში „The Son Also Draws“ პიტერმა განაცხადა, რომ კანადა არაფრად არ ვარგოდა, რამაც დიდი კამათი გამოიწვია კანადურ ტელეაუდიტორიაში.[139] 2009 წელს კი სერიალის ტრანსლაცია ვენესუელაში აკრძალეს, რადგანაც ხელისუფლების აზრით, ეპიზოდ „420“-ში (სადაც ბრაინი ნარკოტიკების ლეგალიზაციის კამპანიას იწყებს), სერიალი ნარკოტიკების პროპაგანდას ემსახურება.[140] შემდეგ წელს ეპიზოდში „Extra Large Medium“ დაუნის სინდრომით დაავადებული პერსონაჟი ამბობს, რომ დედამისი ალასკის ყოფილი გუბერნატორი იყო. ამან სარა პეილინის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ამ შტატის გუბერნატორი იყო და დაუნის სინდრომით დაავადებული შვილი ჰყავდა.[141][142]
ეპიზოდმა „The Cleveland-Loretta Quagmire“ შიდსით დაავადებულების დამხმარე ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეპიზოდში გამოჩენილი კვინტეტი პალატაში მყოფ ადამიანს სიმღერის და ცეკვის ფორმით ატყობინებს, რომ ის შიდსით არის დაავადებული. ამ კვინტეტის ნაწილი იყო პიტერი, რომელმაც ადრე თქვა, რომ ცუდი ამბების შეტყობინების ოსტატი იყო. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სერიალი ხუმრობს დაავადებაზე, რომლითაც 40 მილიონამდე ადამიანი არის დაავადებული და რომელთა უმრავლესობასაც დაავადება შეიწირავს. გარდა ამისა, გავრცელებული იყო აზრი, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლებოდა ჩამოყალიბებოდა აზრი, რომ შიდსი არის სიცილის მიზეზი. Fox-ის პრეს-მდივანმა სტივენ მელნიკმა განაცხადა:
„აუდიტორიამ კარგად იცის, თუ რას მიიღებს შოუსგან: კრამოლურ და ზოგჯერ შოკის შემცველი ხასიათის იუმორს, რომელიც, რა თქმა უნდა, მორალურ საზღვრებს სცდება. ეს სცენა იყო ხუმრობა არა დაავადებაზე, არამედ პიტერზე, რომელსაც არ გააჩნდა ცუდი ამბების გადმოცემის უნარი.[143]“ |
2002 წელს რუსმა იგორ სმიკოვმა სასამართლოში უჩივლა ტელეკომპანია „რენ-ტივის“ (რუს. РЕН-ТВ). მისი მოთხოვნა იყო ანიმაციური ფილმის ტრანსლაციის შეჩერება, ან კიდევ, მისი საღამოობით ჩვენება. გარდა ამისა, მან მოითხოვა კომპენსაცია — 50 000 რუსული რუბლი (შემდეგ კი 300 000 რუბლი). სმიკოვი ამტკიცებდა, რომ ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ ექვსი წლის შვილი ეკითხებოდა, თუ რა იყო კოკაინი, ხოლო მას შემდეგ, რაც მას უსაყვედურეს, ბავშვმა დედას ბაყაყი დაუძახა. სამი წლის შემდეგ, 2005 წლის აპრილში, ხამოვნიჩესკის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა და სმიკოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესზე სერიალის ეპიზოდ „If I'm Dyin', I'm Lyin'“-ს უყურებდნენ. პროცესის ზოგიერთი მონაწილე იცინოდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ პროცესზე სმიკოვი არ მისულა.[144]
2007 წლის მარტში კეროლ ბერნეტმა სასამართლოში უჩივლა კომპანია 20th Century Fox-ს მისი უნიკალური პერსონაჟის, დამლაგებლის გამოყენების გამო. გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ გრიფინებში გამოყენებული იყო მისი შოუს მუსიკალური თემის შეცვლილი ვერსია. კომპენსაციის სახით მსახიობმა 2 მილიონი დოლარი მოითხოვა.[145][146] 2007 წლის 4 ივნისს სასამართლომ საქმე განიხილა და სარჩელი არ დააკმაყოფილა. განაჩენში მითითებული იყო ამერიკული კონსტიტუციის პირველი შესწორება და საქმე „ჟურნალი Hustler-ი ფარუელის წინააღმდეგ”.[147]
2007 წლის 3 ოქტომბერს კომპანია Bourne Co. Music Publishers-მა სასამართლოში უჩივლა 20th Century Fox Film Corporation-ს, Fox Broadcasting Company-ს Cartoon Network-ს, სეთ მაკფარლეინს, უოლტერ მორფისა და სხვებს სიმღერა „When You Wish upon a Star“-ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო. კომპანიის აზრით, საავტორო უფლებები დაარღვია პაროდიულმა „I Need a Jew“-მა, რომელიც ანტისემიტურ ტექტსაც შეიცავდა. კომპანიამ სერიალის ტრანსლაციის შეწყვეტა და გაურკვეველი თანხის გადახდა მოითხოვა.[148] 2009 წლის 16 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ სიმღერა სერიალიდან საავტორო უფლებებს არ არღვევდა.[149]
2007 წლის 5 დეკემბერს კომიკოსმა არტ მეტრანომ სერიალი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და კომპენსაციის სახით ორი მილიონი დოლარი მოითხოვა. მისი აზრით, უფლებები დაარღვია სახუმარო-ჯადოქრულმა სცენამ იესო ქრისტესთან ერთად, რომელიც მის ნომრებს ჰგავდა.[150] მეტრანოს სარჩელში დამნაშავეები იყვნენ მაკფარლეინი, კალაგანი, ბორშტეინი და 20th Century Fox.[151] საქმე 2010 წელს, სამართლებრივი გარჩევის გარეშე მოგვარდა. დეტალები უცნობია.[152]
2004 წელს კომპანია Mezco Toyz-მა გამოუშვა სათამაშოების სერია, რომლებიც გრიფინების პერსონაჟებს გამოსახავდნენ.[153] შემდეგ ორ წელიწადში გამოვიდა ოთხი ახალი სერია. ამ სერიებში ყველა სათამაშო პიტერს გამოსახავდა.[154] 2005-2007 წლებში გამომცემლობა „HarperCollins“-მა გამოუშვა ანიმაციურ ფილმზე დაფუძნებული ექვსი წიგნი.[155]
2006 წელს კომპანია 2K Games-მა გამოუშვა მრვალპლატფორმული თამაში Family Guy Video Game!. თამაში გამოიცა Xbox-ზე, PlayStation 2-სა და PlayStation Portable-ზე. იგი შეიმუშავა სტუდიამ High Voltage Software.[156] 2007 წელს კომპანია Stern-მა გამოუშვა მეოჯახის პინბოლის ავტომატი.[157] 2009 წლის 2 ნოემბერს საიტ IGN-ის ჟურნალისტმა რაიან ლენგლიმ დაანონსა გრიფინებზე დაფუძნებული მრავალმოთამაშიანი თამაშის შესახებ.[158] 2012 წლის ზაფხულში ტარდებოდა ბრაუზერული MMORPG-ის ჟანრის თამაშის, Family Guy Online-ის[159] ღია ბეტა-ტესტირება, მაგრამ 2013 წლის 18 იანვარს პროექტი დაიხურა.[160] 2012 წლის 20 ნოემბერს შტატებში შედგა თამაში Family Guy: Back to the Multiverse-ის რელიზი. ის ხელმისაწვდომი იყო PlayStation 3-ზე და Xbox 360-ზე.[161][162][163]
2011 წლის 27 ივლისს გამომცემლობა Titan Comics-მა გამოუშვა გრიფინების პირველი კომიქსი, რომელიც სერიალის სამყაროზე და პერსონაჟებზე იყო დაფუძნებული. რედაქტორი იყო სტივ უაიტი, მხატვრები — ენტონი უილიამსი და ს. ლ. გელანტი. კომიქსის წარმოებას ყურადღებას აქცევდნენ ორიგინალური შოუს პროდიუსერები.[164]
2005 წლის 26 აპრილს ლეიბლით Geffen Records გამოვიდა საუნდტრეკი Family Guy: Live in Vegas. ის პერსონაჟების ხმებით შესრულებულ 14 საუნდტრეკს შეიცავდა. ბონუსის სახით გამომცემლობა შეიცავდა დამატებით DVD-კონტენტს.[165]
შოუს მიმართ ინტერესის გაზრდისთვის 2004 წლის განმავლობაში Fox-მა მოახდინა ოთხი დადგმა, რომელსაც „Family Guy Live!“ უწოდეს. დადგმებში ორიგინალური სერიალის მსახიობური შემადგენლობა კითხულობდა სცენებს ძველი ეპიზოდებიდან და ასრულებდა სიმღერებს ალბომიდან Family Guy: Live in Vegas.[166] გამოსვლები ლოს-ანჯელესში და ნიუ-იორკში ტარდებოდა. აუდიტორია შეადგენდა 1200 კაცს.[167]
2009 წელს ტელევიზიით უჩვენეს შოუ „Family Guy Presents Seth & Alex's Almost Live Comedy Show“, სადაც მაკფარლეინი და ბორშტეინი ასრულებდნენ სიმღერებს სერიალიდან. ასევე ნაჩვენები იქნა რამდენიმე იუმორისტული ანიმაციური ანიმაციური ფილმი.[168]
2007 წლის 22 ივლისს სეთ მაკფარლეინმა ჟურნალ The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება დაიწყოს მუშაობა სერიალის სრულმეტრაჟიან ვერსიაზე და სიუჟეტსაც კი ეძებს, რომელსაც ფილმისთვის გამოიყენებს. „არ მინდა ფილმი მსოფლიოს გადარჩენის სტილში გავაკეთო“. მაკფარლეინმა აღნიშნა, რომ ოფიციალურად არაფერს არ აცხადებს.[169] 2011 წლის 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გაფორმდა შეთანხმება ფილმის შექმნაზე: სცენარისტებად თვითონ მაკფარლეინი და რიკი ბლიტი გამოვიდნენ.[170]
2009 წლის 27 სექტემბერს შედგა ანიმაციური სერიალის კლივლენდის შოუს პრემიერა, რომლის შემქმნელები მაკფარლეინი, მაიკ ჰენრი და რიჩარდ აპელე იყვნენ. სიუჟეტის ცენტრში იყო კლივლენდ ბრაუნი, რომელმაც კუაჰოგი შვილთან ერთად დატოვა და საცხოვრებლად ვირჯინიაში, თავისი სკოლისდროინდელი მეგობრის სახლში გადავიდა.[171]
სეზონი | ეპიზოდები | თავდაპირველი ეთერი | ნილსენის რეიტინგი | |||
---|---|---|---|---|---|---|
თავდაპირველად გადაიცა | უკანასკნელად გადაიცა | რანგი | მაყურებლები (მილიონებში) | |||
1 | 7 | 31 იანვარი, 1999 | 16 მაისი, 1999 | 33[172] | 12.80[172] | |
2 | 21 | 23 სექტემბერი, 1999 | აგვისტო1, 2000 | 114[173] | 6.32[173] | |
3 | 22 | 11 ივლისი, 2001 | 10 დეკემბერი, 2004 | 125[174] | 4.50[174] | |
4 | 30 | 1 მაისი, 2005 | 21 მაისი, 2006 | 68[175] | 7.90[175] | |
5 | 18 | 10 სექტემბერი, 2006 | 20 მაისი, 2007 | 71[176] | 7.20[176] | |
6 | 12 | 23 სექტემბერი, 2007 | 4 მაისი, 2008 | 84[177] | 7.94[177] | |
7 | 16 | 28 სექტემბერი, 2008 | 17 მაისი, 2009 | 69[178] | 7.56[178] | |
8 | 21 | 27 დეკემბერი, 2009 | 20 ივნისი, 2010 | 53[179] | 7.73[179] | |
9 | 18 | 26 სექტემბერი, 2010 | 22 მაისი, 2011 | 56[180] | 7.66[180] | |
10 | 23 | 25 სექტემბერი, 2011 | 20 მაისი, 2012 | 63[181] | 7.30[181] | |
11 | 22 | 30 სექტემბერი, 2012 | 19 მაისი, 2013 | 62[182] | 6.94[182] | |
12 | 21 | 29 სექტემბერი, 2013 | 18 მაისი, 2014 | 78[183] | 6.11[183] | |
13 | 18 | 28 სექტემბერი, 2014 | 17 მაისი, 2015 | 94[184] | 5.86[184] | |
14 | 20 | 27 სექტემბერი, 2015 | 22 მაისი, 2016 | 111 | 4.28 | |
15 | გამოცხადდება | 25 სექტემბერი, 2016 | გამოცხდდება | გამოცხდდება | გამოცხდდება |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.