Xbox

From Wikipedia, the free encyclopedia

Xbox

Xboxსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და პირველი კონსოლი Xbox-ის სერიიდან. შეიმუშავა კომპანია Microsoft-მა. გამოვიდა 2001 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ავსტრალია, ევროპასა და იაპონიაში - 2002 წელს.[2] ეს იყო Microsoft-ის პირველი ნაბიჯი სათამაშო კონსოლების ბაზარზე შემოსვლისა. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა PlayStation 2-ს, Dreamcast-სა და GameCube-ს.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, მწარმოებელი ...
Xbox
Thumb
Thumb
შემქმნელი Microsoft
მწარმოებელი Flextronics[1]
პროდუქტის ოჯახი Xbox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. ნოემბერი 15, 2001[2]
იაპ 20020222თებერვალი 22, 2002
ავს 20020314მარტი 14, 2002
ევრ 20020314მარტი 14, 2002
საცალო გაყიდვაში 24 მილიონი (2006 წლის 10 მაისის მონაცემით)[3]
შეწყდა იაპ 4 ივნისი, 2006
ევრ 11 მარტი, 2007
ჩრდ.ამ. 2 მარტი, 2009
მედია DVD, CD, ციფრული დისტრიბუცია
ოპერაციული სისტემა Xbox OS
პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც
მეხსიერება DDR SDRAM 64 მბ @ 200 მჰც
მეხსიერების საცავი 8 ან 10 გბ მყარი დისკი, 8 მბ მეხსიერების ბარათი
გრაფიკა Nvidia NV20A, 250 მჰც
კონტროლერის შეტანა Xbox-ის კონტროლერის 4 პორტი (USB ინტერფეისი), უსადენო კონტროლერი
კავშირი 100 მბიტ Ethernet
ონლაინ სერვისები Xbox Live
ყველაზე გაყიდვადი თამაში Halo 2, 8 მილიონი ასლი (2006 წლის 9 მაისის მონაცემით)[4]
შემდეგი Xbox 360
დახურვა

იქსბოქსს გააჩნდა სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც. ის გახდა პირველი კონსოლი, რომელსაც ჰქონდა ჩაშენებული შიდა მყარი დისკი.[5][6] 2002 წლის ნოემბერს, Microsoft-მა მოხმარებაში ჩაუშვა Xbox Live - ფასიანი ონლაინ-თამაშების სერვისი, რომელიც იძლეოდა სხვადასხვა შიგთავსების გადმოწერისა და სხვა მოთამაშეებთან დაკავშირების საშუალებას Broadband-ის მეშვეობით.[7] შემუშავებულმა სერვისებმა Microsoft-ს მისცა დასაყრდენი ონლაინ თმაშებში და დაეხმარა იქსბოქსს გამხდარიყო მნიშვნელოვანი კონკურენტი სხვა მეექვსე თაობის კონსოლებისა. ისეთმა თამაშმა, როგორიც არის Halo2 ხელი შეუწყო კონსოლების ონლაინ გეიმინგისა და პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების პოპულარობას.[8] მიუხედავად ამისა, გაყიდვებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა PlayStation 2-ს.[9][10]

Xbox-ის მომდევნო ვერსია Xbox 360 რეალიზაციაში ჩაეშვა 2005 წლის ნოემბერს. 2005 წელს იაპონიაში შეწყდა Xbox-ის გაყიდვა. ამის შემდეგ, 2006 წელს მიყვნენ სხვა ქვეყნებიც.[11] კონსოლის უკანასკნელი თამაში ევროპაში იყო Xiaolin Showdown გამოსული 2007 წლის ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - Madden NFL 09 გამოშვებული 2008 წლის აგვისტოს. Xbox-ის მხარდაჭერა Microsoft-მა მთლიანად შეწყვიტა 2009 წლის 2 მარტს. ხოლო Xbox Live-ის მხარდაჭერა 2010 წლის 15 აპრილს.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.