პირველი პირის შუტერი (ინგლ. First Person Shooter, FPS) — ვიდეო თამაშის ჟანრი, სადაც თამაშის გარემო დაფუძნებულია ბრძოლაზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით პირველის პირის სახით: მოთამაშე აღიქვამს მომხდარს მთავარი პერსონაჟის თვალით. ერთიანობაში პირველი პირის მსროლელს აქვს ბევრი საერთო თვისება სხვა დანარჩენი ტიპის შუტერებთან, რომლებიც თავის მხრივ, წარმოადგენენ არკადული თამაშების ქვესახეობებს. ჟანრის გამოჩენისთანავე რთული სამგანზომილებიანმა გრაფიკულმა ელემენტებმა დააყენეს რთული ამოცანები შემქმნელების წინაშე აპარატულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამას გარდა, პირველი პირის მსროლელის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს მრავალმომხმარებლიანი რეჟიმის ხელმისაწვდომობა.
მახასიათებლები
პერსონაჟის უხილავობა
მიუხედავად იმისა, რომ თამაშები უფრო რეალისტური ხდება, თანამედროვე პირველი პირის შუტერების უმეტესობაში პერსონაჟი ნაწილობრივ უხილავია. ეს გულისხმობს შემდეგს: ძირს დახედვის მცდელობისას მოთამაშე ხედავს დედამიწას ფეხებქვეშ და არა პერსონაჟის სხეულს (ზოგჯერ შეუძლია დაინახოს ანარეკლი ან ჩრდილი), როდესაც პერსონაჟის ხელი იარაღთან ერთად ხილვადია. ფაქტობრივად, პროტაგონისტის ნაცვლად მოძრაობს წამოსახვითი ვიდეოკამერა დამაგრებული მის ხელებზე. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი თამაშები: „F.E.A.R“, „Left 4 Dead“, „Crysis“, „Metro: Last Light“, „Mirror's Edge“ ან „Call of Juarez“ და ასევე რამდენიმე შუტერი მესამე პირით პირველი პირის შესაძლებლობებით („Hitman: Contracts“, „Hitman: Blood Money)“, თუმცა მსგავსი თამაშები ძალიან ცოტა რაოდენობით არის.
ქვეჟანრები
პირველი პირის მსროლელი მოიცავს მინიმუმ ორ ქვეჟანრს: რელსურ შუტერს და სისხლიან შუტერს. ზემოთ ღნიშნული ჟანრების მთავარ აზრს წარმოადგენს მოწინააღმდეგეების განუწყვეტელი განადგურება, ხოლო გეიმპლეით მსგავსია სრულფასოვან FPS-თან გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით.
რელსური შუტერი (ინგლ.Rail Shooter) თავდაპირველად გამოჩნდა არკადულ ავტომატებზე, ხოლო მოგვიანებით პორტირებული იქნა თამაშის კონსოლებზე. მოთამაშე არ უნდა გადაადგილდებოდეს დამოუკიდებლად, მისგან საჭიროებს მხოლოდ მიზანში სროლა და გადატენვის დროს რაიმე საგანზე ამოფარება. მას მერე რაც განსაზღვრული რაოდენობის მოწინააღმდეგები განადგურდება, კამერა დამოუკიდებლად გადაადგილდება შემდეგ თავშესაფართან, სადაც მოთამაშემ ხელმეორედ უნდა გაანადგუროს განსაზღვრული რაოდენობის მოწინააღმდეგეები. ამგვარი სათამაშო მექანიკის შედეგად რელსურ შუტერს მეორენაირად უწოდებენ ვირტუალურ ტირს. რელსური შუტერის გამორჩეულ თემას წარმოადგენს ცოცხალი მკვდრები - ზომბები. ისინი ფიგურირებენ ისეთ ცნობილ თამაშებში როგორებიც არის „Resident Evil“ და „The House of the Dead“.
სისხლიანი შუტერი (ინგლ.Gore shooter) სახელწოდება მოდის სათამაშო გარემოდან, თუმცა მისი არსი უფრო ახლოს არის ჩვეულებრივ შუტერთან. პერსონაჟი თავისუფლად გადაადგილდება თამაშის დონეზე და ანადგურებს მონსტრებს, თუმცა ამ მონსტრების რაოდენობა ჩვეულებრივს რამდენიმეჯერ აღემატება. ამგვარი ჟანრის თამაშებში ძირითადად ფიგურირებს მონსტრების ურდო, რომლის განადგურება ხდება მოთამაშის მიერ დამალვის გარეშე სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ყოველი არა მოთამაშის მოკვლის შემდეგ თან ახლავს მისი დანაწევრება და დიდი დოზით სისხლის ღვრა. ამგვარი ჟანრის თამაშები წამოადგენენ პირველი შუტერების მემკვიდრეებს, რომლებიც უარს ამბობენ სიუჟეტზე და ორიენტირებულნი არიან სროლასა და მონსტრების განადგურებაზე. ამიტომაც შემქმნელის მთავარი ამოცანა არის წარმოადგინოს რაც შეიძლება მეტი სხვადასხვაგვარი მოწინააღმდეგე და შეიარაღება. ამ ქვეჟანრის ყველაზე ნათელი წარმოამადგენელები არიან: „Doom“, „Serious Sam“ და „Painkiller“.
ისტორია
ჟანრის წარმოშობა დაკავშირებულია 1973 წელს გამოსულ თამაშ „Maze War“-თან, ასევე 1974 წელს გამოსულ „Spasim“-თან. 1991 წელს „Hovertank One“-ში პირველად გამოიყენეს კამერის მოძრაობა გადაადგილების დროს. ჟანრის საბოლოო ფორმირება მოხდა 1992 წელს „Wolfenstein 3D“ გამოსვლის შემდეგ, რომელსაც აღიარებენ ძირითად არქეტიპად (საწყისად), რომელზეც დაფუძნებული იქნა უამრავი შემდგომი თამაში. ერთ-ერთი ასეთი ჟანრის თამაში, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა ამ ჟანრს არის „Doom“ გამოსული 1993 წელს. 1994 წელს გამოსულმა თამაშმა „Heretic“ დანერგა სხვადასხვა ინვენტარი და ქვემოთ და ზემოთ ხედვის შესაძლებლობა.
1996 წელს „Quake“ გახდა პირველი შუტერი, რომელიც გამოიყენებდა ტექსტურირებულ სამგანზომილებიანი პერსონაჟების მოდელებს. „Half-Life“, რომელიც გამოსული იქნა 1998 წელს, ჟანრში დაინერგა უამრავი ახალი ელემენტი, რომელიც ძირითადად ეხება სიუჟეტური ხაზის განვითარებას და თავსატეხებს. ერთ-ერთი ყველაზე პირველი შუტერი, რომელმაც ხმის ხარისხი ახალ საფეხურზე აიყვანა იყო „Aliens versus Predator“ 1999 წელს გამოსული. კვადროფონური ხმა შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს მოწინააღმდეგის მდგომარეობა სიბნელეში ხმის შედეგად.
აქედან გამომდინარე, ვიდეო თამაშში აუცილებელი გახდა ფიზიკის კანონების გაუმჯობესება. „Half-life 2“ გამოშვებული 2004 წელს, მოახდინა ჟანრის განვითარების პოტენციალის დემონსტრირება[1][2]. „GoldenEye 007“ გამოსული 1997 წელს გახდა პირველი ცნობილი პირველი პირის შუტერი, რომელიც გამოსული იქნა თამაშის კონსოლებზე. „Metroid Prime“-მა კიდევ უფრო გააფართოვა ჟანრის საზღვრები, რომელმაც დანერგა მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ელემენტები.[3] XXI საუკუნეში პირველი პირის მსროლელი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ ჟანრს კომპიუტერულ თამაშებში.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.