სიმფსონები

From Wikipedia, the free encyclopedia

სიმფსონები

სიმფსონები“ (ინგლ. „The Simpsons“) — ამერიკული ანიმაციური სიტკომი, შექმნილი მეტ გრენინგის მიერ Fox Broadcasting Company-სთვის.[2][3][4] იგი არის მუშათა კლასის ცხოვრების სატირული გადმოცემა. მთავარი პერსონაჟები არიან სიმფსონების ოჯახის წევრები – ჰომერი, მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მოვლენები ვითარდება სპრინგფილდის გამოგონილ ქალაქში. სერიალში უხვად არის ამერიკული კულტურის, საზოგადოების, ტელევიზიის და ადამიანების ყოფის პაროდირება.

სწრაფი ფაქტები სიმფსონები, ჟანრი ...
სიმფსონები
Thumb
სიმფსონები
ჟანრი ანიმაციური სიტკომი, სიტკომი
ავტორი მეტ გრენინგი
გახმოვანება
  • დენ კასტელანეტა
  • ჯული კევნერი
  • ნენსი კარტრაიტი
  • იერდლი სმითი
  • ჰენკ აზარია
  • ჰარი შირერი
  • (სრული სია)
თემის კომპოზიტორი დენი ელფმანი
მთავარი თემა The Simpsons Theme“
კომპოზიტორ(ებ)ი რიჩარდ გიბსი (1989–90)
ართურ ბ. რუბინშტაინი (1990)
რეი კოლკორდი (1990: Dead Putting Society)
ალფ კლოზენი (1990–2017)
Bleeding Fingers Music (2017–დღემდე)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 36
ეპიზოდი 782 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
სია
  • ჯეიმზ ლ. ბრუკსი
  • მეტ გრენინგი (ორივე, სრული სერიალი)
  • ელ ჯინი (1992–93, 1995–98; 1999–დღემდე)
  • ჯონ ფრინკი (2009–დღემდე)
  • მეტ სელმანი (2005–დღემდე)
  • სემ საიმონი (1989–93)
  • მაიკ რაისი (1992-93)
  • ჯოშ ვაინსტინი (1995–97)
  • ბილ ოკლი (1995–97)
  • მაიკ სკალი (1997–2001)
  • დევიდ მირკინი (1993–95)
  • ჯორჯ მაიერი (1999–2001)
  • ტიმ ლონგი (2005– 08)
  • იენ მაქსტონ-გრემი (2005–2012)
ხანგრძლივობა 21–24 წთ.
კომპანია Gracie Films (1989–დღემდე)
20th Television(სეზონები 1-32)
20th Television Animation (33-ე სეზონიდან)
დისტრიბუტორი
  • 20th Television (1989–2020)
  • Disney–ABC Domestic Television (2020–present)[1]
ორიგინალური არხი Fox
Disney+ (2024-დან, შერჩეული ეპიზოდები)
ჩვენების ფორმატი 480i/576i (4:3) SDTV (1989–2009)
720p (16:9 HDTV) (2009–დღემდე)
აუდიო ფორმატი სტერეო (1989–1991)
Dolby Surround 2.0 (1991–2009)
5.1 (2009–დღემდე)
ეთერში 17 დეკემბერი, 1989 (1989-12-17) — დღემდე
ქრონოლოგია
წინა სიმფსონების მოკლემეტრაჟიანი ფილმები ტრეისი ულმანის შოუდან
დაკავშირებული შოუები ფუტურამა
რესურსები ინტერნეტში
საიტი
დახურვა

გრენინგმა ოჯახის თავგადასავლები ჩაიფიქრა იმ დროს, როდესაც ჯეიმზ ლ. ბრუკსთან ერთად ქმნიდა მათ შესახებ ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ნაწყვეტებს. ეს ოჯახი თავდაპირველად იყო მეტად უცნაური, ხოლო წევრები ატარებდნენ მისი საკუთარი ოჯახის წევრთა სახელებს (საკუთარი სახელი „ბარტით“ ჩაანაცვლა). მოკლემეტრაჟიანი ეპიზოდები თავდაპირველად, 1987 წლის 19 აპრილიდან, გადიოდა „ტრეისი ულმანის შოუში“. სამი სეზონის შემდეგ შემუშავდა ნახევარსაათიანი, პრაიმტაიმისთვის განკუთვნილი კონცეფცია. 1989–90 წლების Fox-ის სეზონში „სიმფსონებმა“ დიდი წარმატება მოიპოვეს.

1989 წლის 17 დეკემბერს დებიუტიდან მოყოლებული, დღემდე გამოსულია სერიალის 782 ეპიზოდი. დღეისთვის უკანასკნელი, 29-ე სეზონი, დაიწყო 2017 წლის 1 ოქტომბერს. „სიმფსონები“ ეთერში გასვლის მიხედვით არის ყველაზე ხანგრძლივი ამერიკული ანიმაციური გადაცემა. 2007 წელს გამოვიდა „სიმფსონების ფილმი“ - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი, რომელშიც მოთხრობილია ერთ-ერთი ამბავი ქალაქის ცხოვრებიდან. მისმა მსოფლიო შემოსავალმა 527 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა სერიალის 29-ე და 30-ე სეზონების წარმოება – ყოველ მათგანში 22 ეპიზოდით[5]. 2019 წლის 6 თებერვალს სერიალი 31-ე და 32 -ე [6], 2021 წლის 3 მარტს კი 33-ე და 34-ე სეზონებზე გაანხალეს[7], ამრიგად, სერიალი 2023 წლამდე გაგრძელდება.

„სიმფსონებმა“ კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურეს პირველი ცხრა ან ათი სეზონისთვის, რომლებიც ცნობილია როგორც სერიალის „ოქროს ხანა“. Time-მა მას უწოდა XX საუკუნის საუკეთესო ტელესერიალი[8], ხოლო ერიკ ადამსი (The A.V. Club) წერდა, რომ ეს იყო ტელევიზიის „უმაღლესი მიღწევა, განურჩევლად ფორმატისა“.[9] 2000 წლის 14 იანვარს სიმფსონების ოჯახს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. სერიალმა დღემდე მიიღო მრავალი ჯილდო – ემის 31 პრაიმტაიმ ჯილდო, ენის 30 ჯილდო და პიბოდის ჯილდო. ჰომერის წამოძახილი „D'oh!“ ინგლისური სასაუბრო ენის ნაწილად იქცა. თავად სერიალმა გავლენა იქონია მრავალ შემდგომ სიტკომზე. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მისი ხარისხის კლებამ კრიტიკა გამოიწვია.

წარმოშობა

პერსონაჟები

გამოშვება

ჩვენება

მეტი ინფორმაცია სეზონი, ეპიზოდების რაოდენობა ...
სეზონი ეპიზოდების რაოდენობა პირველად ეთერში ნახვები
სეზონის პრემიერა სეზონის დასრულება დრო ნახვები (მილიონები) ყველაზე ხშირად ნანახი ეპიზოდი
ნახვები (მილიონები) ეპიზოდის სათაური
1 1989–90 13 17 დეკემბერი, 1989 13 მაისი, 1990 კვირა, 20:30 27.8 33.5[10] „Life on the Fast Lane“
2 1990–91 22 11 ოქტომბერი, 1990 11 ივლისი, 1991 ხუთშაბათი, 20:00 24.4 33.6[11] „Bart Gets an 'F'"
3 1991–92 24 19 სექტემბერი, 1991 27 აგვისტო, 1992 21.8 25.5[12] „Colonel Homer“
4 1992–93 22 24 სექტემბერი, 1992 13 მაისი, 1993 22.4 28.6[13] „Lisa's First Word“
5 1993–94 22 30 სექტემბერი, 1993 19 მაისი, 1994 18.9 24.0[14] „Treehouse of Horror IV“
6 1994–95 25 4 სექტემბერი, 1994 21 მაისი, 1995 კვირა, 20:00 15.6 22.2[15] „Treehouse of Horror V“
7 1995–96 25 17 სექტემბერი, 1995 19 მაისი, 1996 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–24)
კვირა, 20:30
(ეპიზოდი 25)
15.1 22.6[16] „Who Shot Mr. Burns? – Part II“
8 1996–97 25 27 ოქტომბერი, 1996 18 მაისი, 1997 კვირა, 20:30 (ეპიზოდები 1–3)
კვირა, 20:00 (ეპიზოდები 4–12, 14–25)
პარასკევი,20:00 (ეპიზოდი 13)[17]
14.5 20.41[18] „The Springfield Files“
9 1997–98 25 21 სექტემბერი, 1997 17 მაისი, 1998 კვირა, 20:00 15.3 19.80[19] „The Two Mrs. Nahasapeemapetilons“
10 1998–99 23 23 აგვისტო, 1998 16 მაისი, 1999 13.5 19.11[20] „Sunday, Cruddy Sunday“
11 1999–2000 22 26 სექტემბერი, 1999 21 მაისი, 2000 8.8 19.16[21] „Faith Off“
12 2000–01 21 1 ნოემბერი, 2000 20 მაისი, 2001 15.5 18.52[22] „HOMR“
13 2001–02 22 6 ნოემბერი, 2001 22 მაისი, 2002 სამშაბათი, 20:30 (ეპიზოდი 1)
კვირა, 20:00 ეპიზოდები 2–20)
კვირა, 19:30 ეპიზოდი 21)
ოთხშაბათი, 20:00 (ეპიზოდი 22)
12.5 14.91[23] „The Parent Rap“
14 2002–03 22 3 ნოემბერი, 2002 18 მაისი, 2003 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–11, 13–21)
კვირა, 20:30 (ეპიზოდები 12, 22)
14.4 22.04[24] „I'm Spelling as Fast as I Can“
15 2003–04 22 2 ნოემბერი, 2003 23 მაისი, 2004 კვირა, 20:00 11.0 16.30[25] „I, (Annoyed Grunt)-Bot“
16 2004–05 21 7 ნოემბერი, 2004 15 მაისი, 2005 კვირა,20:00 (ეპიზოდები 1–7, 9–16, 18, 20)
კვირა, 22:30 (ეპიზოდი 8)
კვირა, 20:30 (ეპიზოდები 17, 19, 21)
10.2 23.07[26] „Homer and Ned's Hail Mary Pass“
17 2005–06 22 11 სექტემბერი, 2005 21 მაისი, 2006 კვირა, 20:00 9.55 11.66[27] „Treehouse of Horror XVI“
18 2006–07 22 10 სექტემბერი, 2006 20 მაისი, 2007 9.15 11.63[28] „The Mook, the Chef, the Wife and Her Homer“
19 2007–08 20 23 სექტემბერი, 2007 18 მაისი, 2008 8.37 11.74[29] „Treehouse of Horror XVIII“
20 2008–09 21 28 სექტემბერი, 2008 17 მაისი, 2009 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–7, 9–21)
კვირა, 20:30 (ეპიზოდი 8)
7.1 12.40[30] „Treehouse of Horror XIX“
21 2009–10 23 27 სექტემბერი, 2009 23 მაისი, 2010 კვირა, 20:00 7.1 14.62[31] „Once Upon a Time in Springfield“
22 2010–11 22 26 სექტემბერი, 2010 22 მაისი, 2011 7.09 12.55[32] „Moms I'd Like to Forget“
23 2011–12 22 25 სექტემბერი, 2011 20 მაისი, 2012 6.15[33] 11.48[34] „The D'oh-cial Network“
24 2012–13 22 30 სექტემბერი, 2012 19 მაისი, 2013 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–21)
კვირა, 20:30 (ეპიზოდი 22)
5.41[35] 8.97[36] „Homer Goes to Prep School“
25 2013–14 22 29 სექტემბერი, 2013 18 მაისი, 2014 კვირა,20:00 (ეპიზოდები 1–11, 13–22)
კვირა,20:30 (ეპიზოდი 12)
5.02[37] 12.04[38] „Steal This Episode“
26 2014–15 22 28 სექტემბერი, 2014 17 მაისი, 2015 კვირა, 20:00 5.61[39] 10.62[40] „The Man Who Came to Be Dinner“
27 2015–16 22 27 სექტემბერი, 2015 22 მაისი, 2016 4.0[41] 8.33[42] „Teenage Mutant Milk-Caused Hurdles“
28 2016–17 22 25 სექტემბერი, 2016 21 მაისი, 2017 (2017-05-21) 4.80[43] 8.19[44] „Pork and Burns“
29 2017–18 21 1 ოქტომბერი, 2017 20 მაისი, 2018 4.07[45] 8.04[46] „Frink Gets Testy“
30 2018–19 23 30 სექტემბერი, 2018 12 მაისი, 2019 3.10[47] 8.20[48] „The Girl on the Bus“
31 2019–20 22 29 სექტემბერი, 2019 17 მაისი, 2020 2.58[49] 5.63[50] „Go Big or Go Homer“
32 2020–21 22 27 სექტემბერი, 2020 23 მაისი, 2021 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–10, 12–22)
კვირა, 21:00
(ეპიზოდი 11)
2.32[51] 4.93[52] „Treehouse of Horror XXXI“
33 2021–22 22 26 სექტემბერი, 2021 22 მაისი, 2022 2.25[53] 3.97[54] „Portrait of a Lackey on Fire“
34 2022–23 22 25 სექტემბერი, 2022 21 მაისი, 2023 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–8, 10–22)
კვირა, 20:30 (ეპიზოდი 9)
1.83[55] 4.77[56] „From Beer to Paternity"
35 2023–24 18 1 ოქტომბერი, 2023 19 მაისი 2024 კვირა, 20:00 (ეპიზოდები 1–5, 7, 10-18)
კვირა, 20:30 (ეპიზოდები 6, 8, 9)
1.99[57] 5.41[58] "Do the Wrong Thing"
36 2024–25 TBA 29 სექტემბერი, 2024 TBA კვირა, 20:00 TBA TBA TBA
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.