From Wikipedia, the free encyclopedia
„ფუტურამა“ (ინგლ. Futurama) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ანიმაციური სიტკომი, შექმნილი მეტ გრენინგისა და დეივიდ კოჰენის მიერ Fox Broadcasting Company-ისთვის. სერიალში მოთხრობილია ნიუ-იორკელი პიცის დამტარებელის, ფილიპ ფრაის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს შემთხვევით კრიონიკულად გაიყინა და ცხრაასი წელის შემდეგ გალღვა და აღმოჩნდა XXXI საუკუნეში, რეტროფუტურისტულ მომავალში. გრენინგს „ფუტურამას“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში მოუვიდა, მაშინ როდესაც დაკავებული იყო „სიმპსონებზე“ მუშაობით.
ფუტურამა | |
---|---|
ჟანრი |
ანიმაციური სიტკომი სამეცნიერო ფანტასტიკა |
ავტორი | მეტ გრენინგი |
შეიმუშავა |
მეტ გრენინგი დეივიდ კოენი |
გახმოვანება |
|
კომპოზიტორ(ებ)ი | კრისტოფერ ტინგი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 8 |
ეპიზოდი | 150 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
მეტ გრენინგი დეივიდ კოენი კენ კილერი |
პროდიუსერ(ებ)ი |
|
რედაქტორ(ებ)ი |
პოლ კალდერი დანიკ ტომასი კრის ვალანსი |
ხანგრძლივობა | 22 წუთი |
კომპანია |
The Curiosity Company 20th Century Fox Television Rough Draft Studios |
დისტრიბუტორი | 20th Television |
ჩვენების ფორმატი |
480i (4:3)(1999–2003) HDTV 1080i (2010–13) |
აუდიო ფორმატი |
Dolby Surround (1999–2003) Dolby Digital 5.1 (2008–13) |
ეთერში | 28 მარტი, 1999 — 4 სექტემბერი, 2013 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
აშშ-ში ფუტურამა ტელეარხ Fox-ის მეშვეობით გადაიცემოდა 1999 წლის 28 მარტიდან 2003 წლის 10 აგვისტომდე (ტრანსლირების შეწყვეტამდე). სერიალი ხელახლა იქნა ნაჩვენები Cartoon Network-ის Adult Swim-ზე 2002-2007 წლებში. ჩვენება განახლდა 2007 წელს და გრძელდებოდა 2009 წლამდე. 2008 წელს 20th Century Fox Television-თან შეთანხმებით, „ფუტურამას“ ეთერში გაშვება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია Comedy Central-მა.
2009 წლის ივნისში, კომპანია 20th Century Fox-ის განცხადებით, Comedy Central შეუდგა ახალი სეზონის 26 ეპიზოდის გაშვებას, რომელიც გადაიცემოდა 2010-2011 წლებში.[1][2] შოუ განახლდა მეშვიდე სეზონის სახით, პირველი ნაწილი 2012 წლის ივნისში გამოვიდა, ხოლო მეორე — 2013 წელს.[3][4] მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სერიალის მეშვიდე სეზონი იქნებოდა უკანასკნელი. Comedy Central-მა განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებდა შემდეგში სხვა ეპიზოდებზე მუშაობას. სერიალის უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში გავიდა 2013 წლის 4 სექტემბერს.[5] მიუხედავად იმისა, რომ გრენინგმა განაცხადა, რომ იგი შეეცდებოდა მასზე მუშაობის განახლებას[6] დევიდ კოენმა დასძინა, რომ „Meanwhile“ იქნებოდა მეშვიდე სეზონის უკანასკნელი ეპიზოდი და ზოგადად სერიალის ფინალი.[7]
სერიალმა მიიღო დადებითი შეფასებები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისა თუ ინტერნეტ გამოცემებისგან, ასევე წილად ხვდა უამრავი ჯილდო სხვადასხვა ცერემონიებზე. იგი ჩვიდმეტჯერ იქნა ნომინირებული ენიზე (მოიგო შვიდი) და 12-ჯერ ემიზე (მოიგო ექვსი). ასევე მიიღო ამერიკის სცენარისტების გილდიის ჯილდოს 4 ნომინაცია, საიდანაც მოიგო ორი. მას აგრეთვე მინიჭებული აქვს ნებულას ჯილდო და Environmental Media Awards-ის ჯილდო ეპიზოდებისთვის „The Problem with Popplers“ და „The Futurama Holiday Spectacular“.[8] აგრეთვე გამოვიდა „ფუტურამასთან“ დაკავშირებული მრავალი სახის საქონელი, მათ შორის კომიქსების სერია და ვიდეო თამაში, კალენდარი, სამოსელი და სათამაშო ფიგურები. 2013 წელს, ჟურნალმა TV Guide სერიალს სიაში „60 ყველა დროის უდიდესი სატელევიზიო ანიმაციური ფილმი“ 26-ე ადგილი მიუჩინა.[9]
სეზონი | ეპიზოდი | ეთერში | ||||
---|---|---|---|---|---|---|
პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში | არხი | ||||
1 | 13 | 28 მარტი, 1999 | 14 ნოემბერი, 1999 | Fox | ||
2 | 19 | 21 ნოემბერი, 1999 | 3 დეკემბერი, 2000 | |||
3 | 22 | 21 იანვარი, 2001 | 8 დეკემბერი, 2002 | |||
4 | 18 | 10 თებერვალი, 2002 | 10 აგვისტო, 2003 | |||
5 | 16 | 23 მარტი, 2008 | 30 აგვისტო, 2009 | Comedy Central | ||
6 | 26 | 13 | 24 ივნისი, 2010 | 21 ნოემბერი, 2010 | ||
13 | 23 ივნისი, 2011 | 8 სექტემბერი, 2011 | ||||
7 | 26 | 13 | 20 ივნისი, 2012 | 29 აგვისტო, 2012 | ||
13 | 19 ივნისი, 2013 | 4 სექტემბერი, 2013 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.