From Wikipedia, the free encyclopedia
გრავიტაცია (ინგლ. Gravity) — 2013 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომლის რეჟისორი, თანაპროდიუსერი, თანამონტაჟისტი და თანასცენარისტი არის ალფონსო კუარონი.[4][5] ფილმის მთავარი გმირები, სანდრა ბულოკი და ჯორჯ კლუნი ასახიერებენ ამერიკელი ასტრონავტების როლს, რომლებიც აღმოჩნდებიან შუაგულ კოსმოსში, მას შემდეგ რაც მათი შატლი აფეთქდება.
„გრავიტაცია“ | |
---|---|
რეჟისორი | ალფონსო კუარონი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
როლებში | |
მუსიკა | სტივენ პრაისი |
ოპერატორი | ემანუელ ლუბეცკი |
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 91 წუთი[1] |
ქვეყანა |
|
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 100 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 723.2 მილიონი აშშ დოლარი[3] |
სცენარი კუარონმა შვილთან, ხონასთან ერთად დაწერა. თავდაპირველად ფილმის დისტრიბუტორი Universal Pictures უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით დისტრიბუციაზე უფლებები მოპოვა Warner Bros. Pictures-მა. დევიდ ჰეიმენი, რომელიც ადრე კუარონთან ერთად მუშაობდა ფილმზე „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, გახდა „გრავიტაციის“ თანაპროდიუსერი. ფილმის წარმოება მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრიტანულმა კომპანია Framestore-მა სამი წელი მოანდომა ვიზუალური ეფექტების შექმნას.
ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2013 წლის 28 აგვისტოს[6][7] და მაღალი შეფასებები ერგო. შექება ძირითადად წილად ჰხვდა რეჟისურას, მუსიკას, ვიზუალურ ეფექტებს და სანდრა ბულოკის შესრულებას.[8] მიჩნეულია 2013 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად; ამერიკის კინოინსტიტუტმა დაასახელა წლის 10 საუკეთესო ფილმებს შორის. ის გახდა 2013 წლის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი 723 მილიონი აშშ დოლარით.[3]
ფილმმა მიიღო უმრავი ჯილდო დაჯილდოების სხვადასხვა ცერემონიალებზე. ოსკარზე წარდგენილი იქნა 10 ნომინაციაში, საიდანაც მოიგო 7: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის, ორიგინალური მუსიკისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის და ვიზუალური ეფექტებისთვის.[9][10][11] პროექტს აგრეთვე გადაეცა BAFTA ექვსი,[12][13] კრიტიკოსთა რჩეულის 7 და ოქროს გლობუსის 1 ჯილდო.[14] ისევე როგორც რე ბრედბერის პრემია.[15] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 96%-ს 314 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[16]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.