![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/77/Karte_berliner_mauer_ru.png/640px-Karte_berliner_mauer_ru.png&w=640&q=50)
ბერლინის კედელი
საზღვრის კედელი დასავლეთ ბერლინში 1961-1989 წლებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბერლინის კედელი (გერმ. Berliner Mauer) — გერმანის დემოკრატიული რესპუბლიკის საინჟინრო, გამაგრებული სახელმწიფო საზღვარი, ბერლინის დასავლეთის და აღმოსავლეთის გამყოფი კედელი, რომლის მშენებლობაც დაიწყეს 1961 წლის 13 აგვისტოს და არსებობდა 1989 წლის 9 ნოემბრამდე. ცივი ომის სიმბოლო. იგი არა მარტო ჰყოფდა ქალაქს ორ ნაწილად, არამედ გამოჰყოფდა დასავლეთ ბერლინს გდრ-საგან. კედლის საერთო სიგრძე იყო 155 კმ[1].
სწრაფი ფაქტები ბერლინის კედელი, მდებარეობა ...
ბერლინის კედელი | |
---|---|
Berliner Mauer | |
![]() დაყოფილი ბერლინის რუკა | |
![]() ბერლინის კედელი 1986 წელს. | |
მდებარეობა | ბერლინი |
ტიპი | სასაზღვრო ზონა |
ფუნქციური სტატუსი | დასახლებული პუნქტის გამყოფი |
ისტორია | |
აშენების წელი | 13 აგვისტო, 1961 |
დამკვეთი |
![]() ![]() |
მასალა | აგური, ბეტონი |
გამოყენებაში | 1961-1989 |
მნიშვნელოვანი მოვლენები | ბერლინის კრიზისი |
ბერლინის კედელი ![]() |
დახურვა
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კედელს პროპაგანდისტულად უწოდებდნენ „ანტიფაშისტურ თავდაცვით კედელს“, ხოლო გფრ-ში 1960-იანი წლების ბოლომდე გამოიყენებოდა ვილი ბრანდტის ტერმინი „სამარცხვინო კედელი“[2].