From Wikipedia, the free encyclopedia
ბელაქანის რაიონი (აზერ. Balakən rayonu) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთით, ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბელაქანი. 1918-1921 წლებში ბელაქნის რაიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს ბელაქნის რაიონი საბჭოთა რუსეთის მითითებით კავკასიელმა ბოლშევიკებმა საქართველოს ჩამოაშორეს და აზერბაიჯანს გადასცეს.
რაიონი | ||
---|---|---|
ბელაქანის რაიონი აზერ. Balakən rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ბელაქანი | |
კოორდინატები | 41°46′00″ ჩ. გ. 46°27′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 923 კმ² | |
მოსახლეობა | 97 700 კაცი (2017) | |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები — 67,68 %, ხუნძები — 29,16 %, ქართველები — 2,10 % | |
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |
სატელეფონო კოდი | +994 24 | |
საფოსტო ინდექსი | 0800 | |
საავტომობილო კოდი | 08 | |
ოფიციალური საიტი | balaken-ih.gov. | |
| ||
დღევანდელი ბელაქნის რაიონის ტერიტორიამ, საინგილოს სხვა ნაწილებთან ერთად, საქართველოდან ჩამოცილება 1604 წელს დაიწყო, როდესაც შაჰ-აბას I-მა იგი წახურებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამ დროიდან დაიწყო ამ მიწაზე ლეკების მასობრივი ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII საუკუნეში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქნის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს „იანგილოს“ ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“. 1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათლის ოლქის სახელით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბელაქანის ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.[1][2] ბელაქნის რაიონი წარმოიქმნა 1930 წელს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბელაქანის რაიონიდან ფრონტზე 6882 ადამიანი გაიწვიეს, აქედან 2315 დაიღუპა. ყარაბაღის კონფლიქტისას (1988-1994) რაიონიდან 152 მებრძოლი დაიღუპა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით 2007 წელს რაიონში ცხოვრობდა 87 365 ადამიანი: 42 867 (49 %) მამაკაცი და 44 498 (51 %) ქალი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.