From Wikipedia, the free encyclopedia
ბარნაბიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხის თემში.[1]
სოფელი | |
---|---|
ბარნაბიანთკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეტეხი |
კოორდინატები | 41°55′32″ ჩ. გ. 44°18′56″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
მოსახლეობა | 264[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში შემორჩენილია ორი, მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგის ეკლესიები.[2]
მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 550 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.[3]
პატარა სოფელია. ცხოვრობენ ბარნაბიშვილები. ისინი აქ რკონიდან არიან გადმოსახლებულები, სადაც დღესაც არის მათი ნამოსახლარი და ბარნაბიანთ წმინდა გიორგის ეკლესია. უწინ აქ ცხოვრობდნენ ამბროლაძეებიც, რომლებიც შემდეგ ამოწყვეტილან (გადმოცემით, რძეში გველი ჩავარდა და ამით მოწამლულან). შემდეგ, ერთ-ერთ ბარნაბაშვილს მეფისათვის რაღაც სამსახური გაუწევია და სანაცვლოდ ამ ნამოსახლარზე დასახლება უთხოვია, მეფეს კი უბოძებია ეს სოფელი. სავარაუდოდ, ეს გვარი რკონიდან აქ ლეკიანობის შიშით გადმოვიდა.[4]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 264 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.