From Wikipedia, the free encyclopedia
ავგუსტ იოჰან გეორგ კარლ ბაჩი (გერმ. August Johann Georg Karl Batsch; დ. 28 ოქტომბერი, 1761, იენა — გ. 29 სექტემბერი, 1802, იქვე) — გერმანელი მიკოლოგი, ბოტანიკოსი და ბიოლოგი, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მიკილოგიური ნაშრომის Elenchus fungorum-ის ავტორი, სადაც აღწერილია იმ დროისთვის 200-მდე ახალი სახეობის სოკო.
ავგუსტ ბაჩი | |
---|---|
გერმ. August Johann Georg Karl Batsch | |
დაბ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1761[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | იენა[1] |
გარდ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1802[1] [2] [3] [4] (40 წლის) |
გარდ. ადგილი | იენა[1] |
მოქალაქეობა | საღვთო რომის იმპერია |
საქმიანობა | ბიოლოგი, ქიმიკოსი, ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მიკოლოგი, ენტომოლოგი, ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | იენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი. მისი საავტორო ბოტანიკურ-მიკოლოგიური შემოკლებაა Batsch.[5]
დაიაბადა 1761 წლის 28 აგვისტოს ქალაქ იენაში, ლორენც და ერმესტინ ბაჩების ოჯახში. თავდაპირველად იგი ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ განათლებას სახლში ეუფლებოდა. 1772 წელს იენის უნივერსიტეტში მოეწყო. 1781 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.[6] 1786 წელს იმავე უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1792 წლიდან იყო ბუნების ისტორიის პროფესორი იენის უნივერსიტეტში.
ავგუსტ ბაჩი იოჰან ვოლფგანგ გოეთესთან დაახლოებული ერთ-ერთი მეცნიერთაგანი იყო. 1794 წელს გოეთეს ინიციატივით, სამეცნიერო კვლევების მიზნით, იენის უნივერსიტეტში შეიქმნა საუნივერსიტეტო ბოტანიკური ბაღი, რომლის ხელმძღვანელად ავგუსტ ბაჩი დაინიშნა.[7]
მან აღმოაჩინა 200-მდე სოკოს ახალი სახეობა, მათ შორის Clitocybe nebularis, Calocera cornea, Paxillus involutus და Tapinella atrotomentosa. 1783-1789 წლებში დაწერა უმნიშვნელოვანესი მიკოლოგიური ნაშრომი Elenchus Fungorum.
გარდაიცვალა 1802 წლის 29 სექტემბერს იენაში, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ.
1787 წლიდან დაქორწინებული იყო ამალია პფაუნდელზე. მათ ეყოლათ სამი შვილი — ფრიდრიხი, გეორგ ფრიდრიხ კარლი და კაროლინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.