აბრეშუმისებრი ვოლვარიელა (ლათ. Volvariella bombycina) — სოკოს სახეობა ვოლვარიელას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და კარიბის აუზს.

სწრაფი ფაქტები აბრეშუმისებრი ვოლვალიერა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
აბრეშუმისებრი ვოლვალიერა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  Pluteaceae
გვარი:  ვოლვარიელა
სახეობა:  აბრეშუმისებრი ვოლვარიელა
ლათინური სახელი
Volvariella bombycina (Schaeff.) Singer, (1951)
დახურვა

კარგი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, პარკებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus bombycinus. ვოლვარიელას გვარში გადაიტანა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1951 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus bombycinus Schaeff. (1774)
  • Agaricus denudatus Batsch (1783)
  • Amanita calyptrata Lam. (1783)
  • Pluteus bombycinus (Schaeff.) Fr. (1836)
  • Volvaria bombycina (Schaeff.) P.Kumm. (1871)
  • Volvariopsis bombycina (Schaeff.) Murrill (1911)

აღწერა

ქუდის დიამეტრი — 5–20 სმ-მდე, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრ-ზარისებრი, შემდეგ ამოზნექილი და ბოლოს თითქმის გაშლილი, მშრალი. დაფარულია ხშირი, აბრეშუმისებრი ბისუსებით. მოთეთრო ან მოყვითალო.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები განიერი, ხშირი, თავიდან მოთეთროა, შემდეგ — მოვარდისფრო.

ფიხის სიგრძე — 7-19 სმ-მდე, სისქე — 1-2 სმ-მდე, ცილინდრული, მოთეთრო, ძირში გაგანიერებულია და ჩამჯდარია პარკისებრ თეთრ ან ჟანგმიწისფერ ვოლვაში.[2]

რბილობი — თეთრი, თხელი, რბილი, უმი კარტოფილის მსგავსი სუნით.[3]

სპორები — ელიფსისებური, მოვარდისფრო, გლუვი, 6,5–10x4,5–6,5 მკმ. ბაზიდიუმი — გურზისებრი, ოთხსპორიანი.

მსგავსი სახეობები

გავრცელება და ეკოლოგია

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ავსტრალიას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკასა და კარიბის აუზს.

საპროტროფია. იზრდება ფოთლოვან და შერეულ, იშვიათად წიწვოვან ტყეებში,[4][5] გამხმარ და დამპალ ხეებზე, პარკებში, ბაღებში, გზის პირებზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად.

შემჩნეულია, რომ იგი შეიძლება წლების განმავლობაში გაიზარდოს ერთი და იმავე ადგილას.[6]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.