სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაპანა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 50 მ. ქალაქ ლანჩხუთიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. ასევე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ჯაპანა-აბაშა. სოფლის ტერიტორიაზე არის სამი ტბა: ჯაპანის ტბა, დიდი ნარიონალი და მცირე ნარიონალი.
სოფელი | |
---|---|
ჯაპანა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოითი |
კოორდინატები | 42°05′47″ ჩ. გ. 42°12′04″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
მოსახლეობა | 306[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,7 %, უკრაინელები 1,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების ციხე. ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე. ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია ციხის ციტადელი, რომელსაც გარს ერტყმის ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავანი. კედლები ნაგებია „ფარდაგულად“ – ქვით, აგურითა და ბათქაშის ხსნარით. ციხის მახლობლად დიდი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 3 ეკლესიის ნაშთი, მათ შორის ერთია „პატარა ჯიხეთად“ წოდებული ეკლესია.[2]
საბჭოთა პერიოდში, 1934 წელს სოფელში მოეწყო თევზის მეურნეობა 140 ჰექტარ ფართობზე. ტბორები წყალს იღებდა მდინარე რიონისა და ხევისწყლისგან. მისი მწარმოებლურობა 70-80 ტონას შეადგენდა.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.