ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საბჭოთა From Wikipedia, the free encyclopedia
ტიციან ტაბიძე (დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი], 1895 — გ. 16 დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
ტიციან ტაბიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 მარტი (2 აპრილი), 1895 |
დაბადების ადგილი | ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი) |
გარდაცვალების თარიღი | 16 დეკემბერი, 1937 (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ადფრ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
ჟანრი | პოეზია |
Magnum opus | ლექსი მეწყერი და მაშ გამარჯვება... |
ტიციანი დაიბადა 1895 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში, მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძისა და ელისაბედ ფხაკაძის ოჯახში. პოეტმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც საკუთარ ბიძაშვილთან, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა, მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც განიხილავდა იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.[1] სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.
ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა პუშკინის, ბუნინის, მაიაკოვსკის, არაგონისა და სხვათა ნაშრომები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე. 1937 წელს, საბჭოთა რეპრესიების დროს, ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. ტიციანის სახელი დატანილია 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
1920 წელს ტიციან ტაბიძე დაქორწინდა ნინა მაყაშვილზე. ჰყავდათ ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე.
დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ამჟ. ვანის მუნიციპალიტეტი). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელ სოფელ ფარცხანაყანევიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.
„მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ |
– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „კოლხიდაში“, „სახალხო გაზეთში“, „ერში“, „თეატრი და ცხოვრებაში“.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.[2]
ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ალეკსანდრ პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
1920 წელს ტიციან ტაბიძე დაქორწინდა ნინა მაყაშვილზე (დ. 1902 — გ. 1965), რომელიც განათლებით ექიმი იყო, მოგვიანებით მემუარების ავტორი, ჰყავდათ ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე.
პორტალი „ლიტერატურა“ | |
ტიციან ტაბიძე ვიკიციტატებში | |
ტიციან ტაბიძე ვიკიწყაროებში | |
ტიციან ტაბიძე ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.